კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაგისი წამალი ნარგიზაა“

არა – ძალადობას!

ჯერ კიდევ სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომლის ანგარიშებსაც, ყოველ შემთხვევაში, მის გამინისტრებამდე ძლიერნი ამა სოფლისანი (ძლიერნი-მეთქი, ვამბობ, ოღონდ, ვითვალისწინებ, რომ ყველაფერი ფარდობითია) ბუზის ბზუილადაც არ დაგიდევდნენ, ისე საფუძვლინად იყო გაუჩინარებული, ლამის გლდანის ციხესთან შეკრებილ საზოგადოებას ემღერა, „სადა ხარ, ჩემო სულიკოო (ცხადია, „სულიკო“ სახალხო დამცველის კონტექსტით)“.
შესაძლოა, იმიტომ, რომ ამ ძახილმა სახალხო დამცველის ოფისამდეც მიაღწია, ბ-ნი ტუღუშის თანამშრომლებმა ოდენ ორიოდე დღის შემდეგ (სახელდობრ, ოთხშაბათ საღამოს) განგვიმარტეს, რომ სახალხო დამცველს ჯანმრთელობის  მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა და გამოჯანმრთელებისთანავე შემოგვიერთდებოდა.
თუმცა, ხუთშაბათ დილას შევიტყვეთ, რომ ბ-ნი ტუღუში მთავარ მეციხოვნედ დაინიშნა. ეს ამბავი პრეზიდენტის სასახლიდან გვეცნობა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ბაგეებით და მისივე ტრიბუნიდან. უფრო მეტიც, მას – გვერდს, ტრიბუნას კი – ზურგს, ბ-ნი ტუღუში უმშვენებდა და, ისიც უნდა ითქვას, რომ მეტად საღ-სალამათადაც გამოიყურებოდა. იმდენად საღად, რომ, ურიგო არ იქნებოდა, მისი მკურნალის მისამართი გაგვეგო (რაკი დათვლილ წამებში ფეხზე დაუყენებია), თუ, რა თქმა უნდა, „მაგის წამალი ნარგიზაა“ არაა, ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ნარგიზაში“ ახალი სკამი იგულისხმება.

скачать dle 11.3