კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ფრენკ კაპრა მესამე „ჯინსების თაობის“ გადაღებაზე ნიკა ხომასურიძის ასისტენტი და ჰოლივუდის რომელი მსახიობები ითამაშებენ ამ ფილმში

 ოქტომბრის დასაწყისში თბილისში „ჯინსების თაობის“ გადაღება დაიწყება. გარდა იმისა, რომ სცენარი მთლიანად ყველასთვის ცნობილ, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, გადაღებებიც იმ ადგილებში გაიმართება, სადაც ეს ამბავი განვითარდა. რაც მთავარია‚ ფილმის გადამღები ჯგუფი მთლიანად პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც თავიანთ საქმეში არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული. გამოცდილ მსახიობებთან ერთად, ფილმში ითამაშებენ ახალგაზრდა, მაგრამ, უკვე ცნობილი  და საკმაოდ წარმატებული მსახიობებიც. 

 

ნიკა ხომასურიძე (ფილმის რეჟისორი): ჯგუფის რვა წევრი ლოს-ანჯელესიდან ჩამოვიდა და დავდივართ გადასაღები მოედნების სანახავად. უკვე ყველაფერი შევარჩიეთ, უბრალოდ‚ მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ ვნახავთ ყველა ადგილს. ოთხშაბათიდან დაიწყება პავილიონში მუშაობა, სადაც ციხის გარკვეულ მონაკვეთს მოვამზადებთ, დანარჩენს რეალურ ადგილებში ვიღებთ. რაც მთავარია‚ გადამღები ჯგუფი ამ ადგილების ნახვით აღფრთოვანებული დარჩა, ამბობენ, რომ ასეთი ადგილები ჯერ არ უნახავთ, რაც ფილმისთვის დიდი პლუსია. ვიღებთ გეგას სახლში – ქალბატონმა ნათელამ დაგვითმო თავისი ბინა; ასევე, ვიღებთ სასამართლოში – იქ‚ სადაც პროცესი ჩატარდა; აეროპორტში – იმ ადგილას, სადაც ეს ამბავი მოხდა და სწორედ იმავე მოდელის თვითმფრინავში – ამ თვითმფრინავს ვყიდულობთ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გონიოს ციხეში, მოსე თოიძის მუზეუმში, გერგეთის მონასტერში ვიღებთ ძალიან კარგ სცენებს; ასევე,  თბილისში‚ ყველაწმიდის ეკლესიაში  იქნება სცენა – მამა თევდორესთან ერთად სადილობენ და სერიოზულ საკითხებზე მსჯელობენ. გარდა‚ ამისა ხვამლის მთაზე გვაქვს ერთი სცენა – იქ‚ ფაქტობრივად‚ სამოთხეა. „ჩაშკას“ შევხვდით და მის ნამდვილ ოთახში ვიღებთ ეპიზოდებს; ასევე, მამადავითზე და ქალაქის ქუჩებში. ეს ყველაფერი ფილმს ძალიან დიდ მუხტსა და რეალობას აძლევს. რაც მთავარია‚ აეროპორტმა ძალიან შეგვიწყო ხელი.

– თუ იყო გადასაღები ადგილების შერჩევისას სირთულეები?

– არანაირი სირთულე არ ყოფილა, ყველაფერი კარგად გადაწყდა. აეროპორტი იყო ყველაზე პრობლემური, მაგრამ, გიორგი კარბელაშვილმა გვითხრა, პრობლემა არ იქნება, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთო. ივერიელების სახლშიც ვიღებთ – ეკა ივერიელმა დაგვითმო მათი ოთახი. პილოტი გარდაფხაძე ჩვენი ერთ-ერთი კონსულტანტია, აღწერს მოვლენებს და სწორედ მის მონაყოლზეა აგებული ფილმის გარკვეული ნაწილი. 

– ვინ ითამაშებს ფილმში?

– გადაღებაზე დაითანხმო ნორმალური დონის მსახიობი და გადამღები ჯგუფი – ეს ურთულესი საქმეა, დრო სჭირდება. გარდა იმისა, რომ სცენარი უნდა მოეწონოთ, ფიქრობენ: ისეთი სიტუაციაა, რამე არ მოხდესო. ახლა ჩამოსულები არიან, უყურებენ‚ რა ხდება, როგორ ვითარდება ბევრი რამ და შიში აღარ აქვთ. გეგას როლზე არის ჯერემი სამთერი, ხოლო თინას როლში – ემი თინგარდენი. თავიდან, ასაკიან და ჩვენი ნახევარსფეროსთვის ცნობილ მსახიობებზე ვფიქრობდით, მაგრამ, ბოლოს მაინც ახალგაზრდებზე გავაკეთეთ არჩევანი. ავირჩიეთ ისეთი ხალხი, რომლებიც ჩვენთანაც გარკვეულწილად ცნობილები არიან, ამერიკაში ხომ – თავისთავად. ცნობილები არიან, თან, ეს ფილმი ამერიკული ბაზრისთვის იქნება გაკეთებული. ჯერემი არის ყოფილი პიტერ პენი, ემი კი ძალიან ცნობილი სერიალის – Friday Night Lights-ის ვარსკვლავი, ერთადაც თამაშობენ სხვა ფილმებში. სოსო წერეთლის როლზე  ერთი მსახიობი დაგვრჩა „ჩასაკეტი“, ეს არის ვილიამ მოსლეი, რომელიც „ნარნიას ქრონიკების“ მთავარი გმირია. კახა ივერიელის როლს ასრულებს მიქიელ ჰიუსმენი, რომლის მონაწილეობით წელს გამოდის ფილმი, სადაც ის ბრედ პიტთან ერთად თამაშობს. პაატა ივერიელის როლზე დამტკიცებულია კორეი სევიერი, რომელიც‚ ასევე‚ ახალგაზრდა მსახიობია. რაც შეეხება ძველ გვარდიას, გვყავს: არმან ასანტე, სტივენ ბერკოფი, მაიკლ მედსენი, ჯილ ბელოუსი, დებორა ანგერი, ქენი ჯონსონი და ასე შემდეგ. ქართველი მსახიობებიც თამაშობენ, მაგრამ, მათ შორის ყველაზე დიდი ტექსტი აქვს დათო ბეშიტაიშვილს – ის გამომძიებლის როლს თამაშობს. მამა თევდორეს როლზე იქნება ჯეისონ ფლემინგი, რომელიც გაი რიჩის საყვარელი მსახიობია. ყველა ძალიან ემოციურად არის განწყობილი, ელოდებიან‚ როდის დაიწყება გადაღებები და ეს შენზეც გადმოდის, რადგან, ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ისტორიაში და დადებითად გიყურებენ. სპეცეფექტებზე ორი ყველაზე გამოცდილი პროფესიონალი იმუშავებს, რომლებსაც კონკრეტული პრიზები აქვთ მოგებული „იქსეფშენსა“ და „ჰუგოზე“ – ისინი დიდ ფილმებს აკეთებენ. ვიზუალურ ეფექტებზე კი ვალერი ხარიტონაშვილი იმუშავებს.

– როგორია ფილმის ბიუჯეტი?

– ჩვენ რაღაც თანხა გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ, მერე გაიზარდა, დიდი მასშტაბები მიიღო. ჯობია‚ ისეთი ფილმი გამოვიდეს, რომელიც ამ სივრცეს გაარღვევს. გადაღებები, სავარაუდოდ‚ 8 ოქტომბერს დაიწყება. რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდება,  დაახლოებით ნოემბრის ბოლოს დამთავრდება, შემდეგ უკვე ლოს-ანჯელესში წავიღებთ და იქ დაიწყება დამონტაჟება. მონტაჟისტი არის სკოტ კონრადი, რომელსაც „როკიზე“ აქვს „ოსკარი“ აღებული. დიდი, კომერციული ფილმი იქნება. ყველა თაობისა და გემოვნების უამრავი მსახიობია ჩართული, ისტორიაც ძალიან საინტერესოა და, ამიტომ, მხოლოდ ფესტივალისთვის ვერ იქნება, ეს ბიზნესპროექტია და, რაც უფრო მეტი ნახავს, მით უფრო უკეთესია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ისტორიისთვის. ამიტომ‚ მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა არ უნდა ნახოს. რაც მთავარია‚ ამ საქმემ უნდა გაამართლოს – მომგებიანი იყოს.

– როგორია შენი წინასწარი პროგნოზი?

– ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არ ვყოფილიყავით ტენდენციურები.  სამი კუთხით არის ისტორია წარმოდგენილი: ერთი – ბიჭები; მეორე – თვითმფრინავის მგზავრები და, მესამე – რეჟიმი. როდესაც სცენარს კითხულობ, ძალიან სწრაფად მიდის, ანუ, რაც უფრო სწრაფად უყურებ ფილმს და სწრაფად ვითარდება მოვლენები, მით უფრო საინტერესოა. ის, რომ ფილმი წარმატებული იქნება, ამდენი ადამიანის ინტერესითაც განისაზღვრება. რადგან ასეთი მსახიობები ჩაერთნენ, ასეთი პროფესიონალები მოვიწვიეთ და დავაინტერესეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოეწონათ. ჩვენმა ერთ-ერთმა პროდიუსერმა, ჯასტინ მორეტმა, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში, თქვა, ეს ფილმი აკადემიის ნომინაციაზეც უნდა წავიდესო. ანუ‚ ყველაფერი იმ სტანდარტებით უნდა გაკეთდეს, რაც „ოსკარზე“ მოსახვედრად არის საჭირო; თან‚ ამერიკული პროექტია – „ჰოლივუდ პროდაქშენის“. მოკლედ, ამ მიმართულებით მივდივართ, თან‚ დირექტორთა გილდია, მსახიობთა გილდიაა ჩართული, წინასწარი მოლაპარაკებები მიდის საკმაოდ დიდ დისტრიბუციულ კომპანიებთან, ფიარის წარმომადგენლებთან. რაც მთავარია‚ სწორად მივდივართ. ჩვენ არც ერთ პოზიციაზე არ ვრისკავთ. ყველა პოზიციაზე სუპერ გამოცდილი პროფესიონალები გვყავს, რომ არსად დავუშვათ შეცდომა. მეც არ მაქვს საჭირო დონეზე გამოცდილება, უნდა გავიზარდო და, ამიტომ‚ ჩემი ასისტენტი მსოფლიო დონის ასისტენტია – მთელი მისი ოჯახია ამ სფეროში ჩართული, თავისი „ოსკარებითა“ და სხვა ჯილდოებით. ძალიან ცნობილი რეჟისორია ფრენკ კაპრა პირველი, მას მთელი ეპოქა აქვს შექმნილი, ჩემი ასისტენტი კი იქნება მისი შვილიშვილი  – ფრენკ კაპრა მესამე. 

– სავარაუდოდ‚ ალბათ‚ გაზაფხულზე დამთავრდება ყველაფერი.

– კანის ფესტივალზე ვგეგმავთ პრემიერას – ამ ფესტივალზე უნდა შედგეს პირველი ოფიციალური ჩვენება. 

 

 

скачать dle 11.3