კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ოთო ნემსაძე უკონტროლო და რატომ უწევს ნინი წიკლაურს საკუთარი ემოციების გაკონტროლება

ორივე საოცრად ენერგიული, ემოციური, ხალისიანი და მხიარულია. ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია, იცნობენ, მეგობრობენ და ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით. რამდენიმე თვის წინ ორივე უკრაინაში იყო საქართველოს დღეებზე და დაბრუნების შემდეგ, მთელ თბილისში ჭორაობდნენ: ნინი წიკლაური და ოთო ნემსაძე შეყვარებულები არიანო. წყვილმა ეს არაერთხელ იუარა. არადა, ერთმანეთს ძალიან უხდებიან და რაც მთავარია‚ ერთმანეთის გვერდით თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ. 

 

ოთო ნემსაძე: ჩემი ალბომი დასრულდა. უკვე იმიქსება, მასტერდება, მალე წავა უკრაინაში დასაბეჭდად და როცა ჩამოვა, მერე მექნება დიდი პრეზენტაცია. ძალიან მინდა, პრეზენტაცია კარგი გამოვიდეს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვნერვიულობ. 

ნინი წიკლაური: რეპეტიციას დავესწარი, ერთი სიმღერაც მოვისმინე, რომელმაც ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბენდია სასწაული, ოთოზე აღარაფერს ვამბობ, რაც მთავარია, თავის სტილში გააკეთა და ძალიან მოუხდა. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ოთოს ალბომი რაღაც ეტაპზე ახალი სიტყვა იქნება. 180 გრადუსით შემოატრიალა ყველა სიმღერა და მისი ალბომი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო გამოვა. 

ოთო: ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარინა ბერიძეს და მთლიანად მის ჯგუფს: მანანა მორჩილაძეს, ნინო ჩაჩავას, ლანა ქუთათელაძეს, ყველას. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ამ ალბომის იდეაც არ გაჩნდებოდა. კიდევ დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ოთარ რამიშვილის ოჯახს, რომელმაც მომცა უფლება, მემღერა ეს სიმღერები და ასევე‚ დიდი მადლობა ზვიად ბოლქვაძეს, მის გუნდს. რომ არა ისინი, სხვა ამას ასე კარგად ვერ გააკეთებდა. ლევან აფშილავას, შაკო გელეყვას, ამირან დიასამიძეს, ჩემს მეგობარს, ზურა მოსიავას და „ბრავო რეკორდსს“ – დიდი მადლობა. 

– რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ნინის შეფასება?

– მნიშვნელოვანია, რადგან‚ უპირველეს ყოვლისა‚ დადებითი ადამიანია. ასევე‚ გემოვნებიანი და განსხვავებული მომღერალია. ნინი იმ ადამიანების სიაშია, ვინც ჩემთვის ძალიან კომპეტენტურია. 

ნინი: კამათი, ჩხუბი, ხანდახან ბავშვურად მოგვდის ხოლმე. შემიძლია‚ ოთოზე ვთქვა, რომ ისიც ამ სფეროში ძალიან კომპეტენტურია და ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია, რომლის აზრს, ადრე თუ არა გვიან, აუცილებლად, ვითვალისწინებ. ოთოს ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და ის‚ რასაც მღერის, იმდენად განსხვავებულია ქართული ესტრადისგან, რომ არ შემიძლია, არ აღვნიშნო. როდესაც ოთო „ჯეოსტარზე“ გამოდიოდა, სულ ვგულშემატკივრობდი.

ოთო: ისევე როგორც მე – ნინის გორიდან.

ნინი: მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი ფანი იყო. თან ოთოში  ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს. ჩემი გამოსვლები სულ იყო ემოციურად, ენერგეტიკულად დატვირთული. სხვები თუ სიმღერის დროს ისვენებდნენ და დამშვიდებული სახით ტოვებდნენ სცენას, მე‚ პირიქით‚ რომ გამოვდიოდი სცენიდან, ემოციისგან  ვიყავი დაღლილი და მინდოდა, კიდევ დამეხარჯა. ოთოს რომ ვუყურებდი‚ იმდენად მგავდა, ვხუმრობდი კიდეც: გოგო ოთო ნემსაძე ვარ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრთან მიმღერია დუეტში, ყველაზე კომფორტულად ოთოსთან ვიგრძენი თავი. რადგან ჩვენი ხმები ტემბრალურად ძალიან შეეწყო და ახლოს იყო ერთმანეთთან. გარდა ამისა, ემოციებიც გავცვალეთ. 

ოთო: სულ სხვა ემოცია მოდიოდა. მიყვარს ემოციური მომღერლები, რადგან თუ მომღერალში ემოცია არ დევს, ის ჩემთვის სანახევროდაა შემდგარი. ჩვენი 200-პროცენტიანი ემოცია 100 პროცენტში გასკდა და კიდევ უფრო ემოციური გახდა.

ნინი: ძნელია მომღერლისთვის, როდესაც შენ იხარჯები და შენი პარტნიორი შენგან შორს არის, ფაქტობრივად‚ მარტო ხარ. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა უყურებ შენს პარტნიორს და ისიც შენსავით ემოციებისგან დაღლილია, რაც მე და ოთოს გვქონდა. იმიტომაც ვჩხუბობთ ხშირად, რომ ჩვენი ემოციები ერთმანეთს ეჯახება და მერე ჯიკაობა მიდის, რომელი გადაწონის. 

ოთო: მე კიდევ შემიძლია ემოციების კონტროლი, ოღონდ რაღაც ზღვრამდე და თუ იქამდე მიმიყვან, რომ ზღვარს გადავცდები, მერე აბსოლუტურად უკონტროლო, დე-ფაქტო ვხდები. 

ნინი: ჩემი უბედურება ის არის, რომ ჩემს ემოციებს ვაკონტროლებ, მაგრამ მერე ვხვდები, არ უნდა გავაკონტროლო, ან არ უნდა გამეკონტროლებინა. ხშირ შემთხვევაში, რაღაცის გაკეთება მდომებია, მაგრამ არ გამიკეთებია, დადებითი ემოციები, გრძნობები შემიკავებია და ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მოგებული დავრჩენილვარ.  

– სულ კამათობთ? კარგი და ტკბილი ამბები არ გაქვთ ხოლმე?

– არა, იშვიათად ვკამათობთ და ძალიან ბევრი კარგი რამ გვაქვს გასახსენებელი. ერთად კარგად ვგრძნობთ თავს, რადგან ოთოს იუმორის გრძნობა აქვს და ვერთობით. ხშირად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა. საერთო ინტერესები გვაქვს და აქედან გამომდინარე‚ სასაუბროც ბევრი გვაქვს, ვუგებთ ერთმანეთს. 

– როდის დაახლოვდით?

ოთო: კიევში დავახლოვდით, რასაც მერე ჭორები მოჰყვა.

ნინი: მე და ოთო ვიყავით წასულები, ჩვენთან ერთად იყო ნიკა ხაჩიძე, რომელსაც ჩვენი საღამო მიჰყავდა. მაშინ ძალიან დავახლოვდით და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა. ერთ დღესაც ოთო სახლში ჩავკეტე და მე დავდიოდი მაღაზიებში. 

ოთო: ველოდებოდი ტანიას, მარიას, დაშას, იულიას, ლუბას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარი იყო დაკეტილი. მთელი დღე სახლში ვიჯექი, მარგარინიან „პეჩენიას“ ვჭამდი და ეს მოვიდა საღამოს ნაჭამ-ნასვამი. 

ნინი: უკრაინაში ხომ ჩავიყვანე, გოგონებისკენ არ გავახედე და სახლშიც ჩავკეტე. კარის გაღება ვერ გავბედე, ნიკას ვუთხარი: პირველი შენ შედი, მე უკან მოგყვები-მეთქი. გავაღეთ კარი და ოთო ისეთ მდგომარეობაში იყო... თვალებში შევხედე, იმანაც და ვიფიქრე: აი, ახლა, „ვსიოო“... საღამოს შემირიგდა და კლუბში წავედით. 

ოთო: დიდი „კამანდა“ წავედით და უკრაინული „გულიანკა“ მოვაწყვეთ.

– ბოლო დროს ყველა თქვენს შეყვარებულობაზე ლაპარაკობს, ხშირად ხართ ერთად და სოციალურ ქსელებშიც დებთ ერთად გადაღებულ, „საინტერესო“ ფოტოებს.

– ბევრ სისულელესაც წერენ, თითქოს ბავშვს ველოდებით. ამაზე ძალიან გავბრაზდით და უკვე ვიცი, ვინც ეს მოიგონა, რა მოუვა. 

ნინი: ვფიქრობ, ეს ჩვენი ურთიერთობის დაბინძურება იყო. ჯერ მოგვიგონეს, რომ ცოლად გავყევი და ახლა ბავშვს ველოდებით. სხვა ჭორებიც იყო, მაგრამ ვცდილობდით, ყურადღება არ მიგვექცია. თუმცა, ამ ჭორებმა ორივე ძალიან გაგვაბრაზა. ოთო ძალიან მიყვარს, ჩემთვის უახლოესი ადამიანია და ამიტომ არც არის გასაკვირი, ერთად სადმე გვნახოს ვინმემ ან ფოტო გადავიღოთ. სხვა ჯეოსტარელებთანაც მაქვს ასეთი ფოტოები. 

ოთო: მე და ნინი მეგობრები ვართ და ეს ჭორები პრობლემას გვიქმნის. ორივეს ჩვენ-ჩვენი პირადი ცხოვრება გვაქვს. გარკვეული ბარიერი გვექმნება ურთიერთობაში. თან, შინაურებიც რომ  ამას გვეუბნებიან, გარკვეულწილად, ვკომპლექსდებით. 

ნინი: პირადად მე, ძალიან გამიხარდება‚ თუ ჩემ გვერდით იქნება ისეთი ადამიანი, რომელთანაც საერთო ინტერესები მექნება – ბევრი სასაუბრო, მაშინ კამათსაც აიტან. ოთო ძალიან კეთილი, დადებითი პიროვნებაა, უღალატო. ოთო მეგობრადაც ძალიან კარგია და ის, ვის გვერდითაც სამომავლოდ ოთო იქნება, ბედნიერია. 

ოთო: ნინი ძალიან კარგი გოგონაა, დადებითი... მიხარია მასთან ურთიერთობა, სულ იცინის, სულ იღიმება. რომ ვაბრაზებ, მაშინაც ეცინება.

ნინი: ამ დროს ისტერიკული სიცილი მიტყდება და ეს კიდევ უფრო ბრაზდება. 

– ანუ‚ სამომავლოდ, თქვენგან სერიოზულ ამბებს, შეყვარებულობას, დაქორწინებას  არ უნდა ველოდოთ?

– მე ერთი 5 წელი არაფერს ვაპირებ და ალბათ‚ ოთოც‚ შესაბამისად... 5 წლის მერე მოგიყვები, რას ვფიქრობ ამ საკითხზე.

ოთო: ამ თემაზე არ მიფიქრია, თან ოფიციალურად დარტყმული ვარ და არ ვიცი‚ როდის რა მომინდება და რას გავაკეთებ. 

 

 

скачать dle 11.3