კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუძლო ამერიკულ ბოჰემურ „შემოტევებს” პეტრე კაიშაურმა და რატომ დადიან ყოველდღე ამერიკელი გოგონები მის სანახავად მანჰეტენზე

ამბობენ, ადამიანმა თუ გინდა, მუსიკის გემო გაიგო, ამერიკა ამისთვის ყველაზე კარგი ქვეყანააო. იქ თავისუფლების შეგრძნებაც ორმაგდება და ადამიანი თავს ისე გრძნობ, თითქოს შენი ადგილი იპოვე და აქ ჩამოსვლა ამისთვის ღირდა. დრამერი პეტრე კაიშაური უკვე წლებია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და ჯაზის ქვეყანაში იმ მუსიკას უკრავს, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ცნობილი საოპერო მომღერლების ოჯახიდანაა, განუმეორებელი პეტრე ამირანაშვილის შვილიშვილი და მოსახელეა, თან ბუნებისგან ბოძებული არაჩვეულებრივი ბარიტონიც აქვს,  მაინც ამერიკულ კლუბებში დაკვრა არჩია, დიდ საოპერო სცენაზე დგომას. 

 

პეტრე კაიშაური: უკვე ხუთი წელი ხდება, რაც ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ვცხოვრობ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ბიზნესადმინისტრაციის ფაკულტეტი დავამთავრე. თან ვსწავლობდი და თან ჯაზის კლასს გავდიოდი. ბავშვობოდან მუსიკა მიტაცებდა, ჰობის დონეზე სულ ვუკრავდი და ბედნიერი ვარ, რომ ახლაც, ამ სფეროში ვმოღვაწეობ. საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ჩემთვის, სახლში ვუკრავდი „ბარაბანზე”, ამერიკაში კი კლუბებში ვუკრავ. თბილისში, მეზობლები შეწუხებულები მყავდა, ისეთი ხმა გადიოდა ჩემი ფანჯრებიდან. მგონი, ამოისუნთქეს აქეთ რომ წამოვედი (იცინის). თუმცა, ახლა მეუბნებიან, შენი „ბარაბნების” ხმა მოგვენატრა და ჩამოდიო. 

– ამერიკა დამწყები ჯაზმენებისთვის საოცნებო ქვეყანაა. გამოდის, რომ გაგიმართლა?

– ნამდვილად გამიმართლა. ნიუ-იორკი მუსიკოსებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის, მართლაც ყველაზე კარგი ქალაქია. პირადად მე, ჯაზი და კლასიკური მუსიკა მიყვარს. აქ რომ ხალხს გაიცნობ, მუსიკოსებს მოუსმენ და მათ გვერდით შენც დაუკრავ, ეს ყველაზე დიდი უმაღლესი განათლება და უდიდესი გამოცდილებაა. უამრავი კონცერტი იმართება და იქ ხშირად დავდივარ ცნობილი მუსიკოსების მოსასმენად. ამას სხვაგან ვერ მოუსმენ და ვერც იმას განიცდი, რასაც აქ, თავისუფლებისა და ჯაზის ქვეყანაში ნახავ და განიცდი. 

– ცნობილი ჯაზმენები პირადად თუ გაიცანი?

– სხვათა შორის, ცნობილ ჯაზმენს როი ჰარიტონს სულ შემთხვევით შევხვდი. ჩემი მეგობარი უკრავდა ერთ-ერთ კლუბში. მის მოსასმენად მივედი. ვიფიქრე, მეც ავალ და დავუკრავ-მეთქი. გავიხედე, ის შემოვიდა. არავინ ელოდა და სიჩუმე ჩამოვარდა. ამერიკაში ძალიან ცნობილი, პოპულარული და ტიტულოვანი მუსიკოსია. მოკლედ, ავიდა სცენაზე, დაუკრა და ისეთი მაგიური ძალა წამოვიდა მისგან, მეც რომ არ ავსულიყავი და არ დამეკრა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი (იცინის). რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, გამომელაპარაკა და ბევრი ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოზეა შეყვარებული. 

– როგორც ვიცი, გარდა „ბარაბანისა”, სხვა ინსტრუმენტებზეც უკრავ.

– ვცდილობ (იცინის). რა ვიცი, როგორც ამბობენ გიტარაზეც კარგად ვუკრავ. მაგალითად, ლიკა შუბითიძის კონცერტზე, ბას-გიტარაზე დავუკარი. ბევრი მეუბნება, კონკურსებში მიიღე მონაწილეობაო, მაგრამ მუსიკა ჩემი ჰობია და ვფიქრობ, კონკურსების გარეშეც შეუძლია ადამიანს წარმატებას მიაღწიოს. მთავარია, თავი არ დაზოგო და ბევრი იშრომო. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომელიმე ჯაზის კონკურსზე გავიდე კიდეც და ვნახოთ.

– ქართული ტემპერამენტი რამდენად ჭრის თავისუფლების ქვეყანაში?

– ქართული ტემპერამენტი ნამდვილად ჭრის ამერიკაში და არა მარტო ქალებთან (იცინის). 

– შენი წინაპრები, დიდი ბებია ნადეჟდა ცომაია, ბაბუა – პეტრე ამირანაშვილი, ბებია – მედეა ამირანაშვილი და დედა მარინა ფარულავა, მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერლებად არიან აღიარებულნი. რატომღაც ყველას ეგონა, რომ შენი უნიკალური ბარიტონის მქონე ადამიანი, აუცილებლად ოპერის მომღერალი გახდებოდი. თუმცა, ასე არ მოხდა. რატომ?

– ამაყი ვარ, რომ ბაბუაჩემის მოსახელე ვარ და ვგიჟდები საოპერო ხელოვნებაზე. ჩემი წინაპრებიც მეამაყება. ბავშვობაში აბონემენტი მქონდა და ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი ოპერაში. კიდევ ვამბობ, მუსიკა ჩემი ჰობია და ჯაზი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მეუბნებიან, ხმას აფუჭებო, მაგრამ რა ვქნა, ასე გამოვიდა. 25 წლის ვარ და ოპერის სცენა, ვფიქრობ, ჩემთვის უკვე დაგვიანებულია. სიამოვნებას ჯაზის დაკვრა მანიჭებს და მთელ ჩემს ენერგიას, ტემპერამენტს და მათ შორის, როგორც ამბობენ, უნიკალურ ხმის ტემბრსაც, ამაში ვდებ. თან, ყოველდღე ვვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. აქ სიზარმაცე დამღუპველია, დროს უნდა აჰყვე და თუ საჭიროა, გაუსწრო კიდეც. აქაურ ცხოვრებას თუ „დაამუღამებ”, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ნიუ-იორკი ძალიან უცნაური და ზედმეტი თავისუფლების ქალაქია. ის გაძლევს შანსს იოცნებო და ეს ოცნება კი შენ უნდა აისრულო. შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. სულ ვამბობ, ერთხელ მაინც უნდა მოხვდე ამერიკაში, რომ საკუთარი თავი იპოვო-მეთქი. მე ბოჰემური „შემოტევებიც” გავიარე, შოკური მდგომარეობიდანაც „დავძვერი”, გაოგნებამაც გამიარა და ახლა ვტკბები იმით, რაც ჩემ გარშემოა. 

– ამერიკული ოცნება თუ აიხდინე?

– ჯერ ვერ ავიხდინე. მაგრამ, მჯერა, მე ის ქართველი ვიქნები, ვინც ამერიკაში თავის სათქმელს იტყვის. ამერიკულ ოცნებას, აქ ეძახიან სტაბილურ სამსახურს, შემოსავალს, მაგარ სახლსა და ცოლს. იმედია, ეს ყველაფერი მეც მექნება და მერე ვიტყვი, ჩემი ამერიკული ოცნება ავიხდინე-მეთქი. ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი ამერიკული ოცნებაა, გავხდე ცნობილი მუსიკოსი. მაშინ, ბევრი ფულიც მექნება, მაგარ სახლსაც ვიყიდი, დავუკრავ ბევრ ქვეყანაში და უამრავი თაყვანისმცემელი ქალიც მეყოლება (იცინის). თუმცა, თაყვანისმცემელი ქალები ახლაც მყავს. სასიამოვნოა, როცა მანჰეტენზე, გოგონები ჩემს მოსასმენად მოდიან. სადაც მე დამიკრავს, თავის დროზე უამრავი ცნობილი მუსიკოსია გამოსული. სხვათა შორის, კლუბში, სადაც ვუკრავ, ლედი გაგაც გამოდიოდა და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს. ნიჭიერი გოგოა. 

– რაში ჰგავხართ ერთმანეთს შენ და ლედი გაგა?

– ორივე ერთ რამეს ვემსახურებით, ორივე თავდაუზოგავად ვშრომობთ, ორივე ნიჭიერები ვართ, ორივეს გვყავს თაყვანისმცემლები და ორივე მანჰეტენზე გამოვსულვართ (იცინის). მართლა კარგი მომღერალია ლედი გაგა, მაგრამ ძალიან შორსაა იმ მუსიკისგან, რასაც მე ვუკრავ. ასე რომ, მგონი, ერთმანეთს ვერ გავუგებთ. მართლაც მაქვს პრეტენზია, ვიყო წარმატებული, დავუკრა ცნობილ ჯაზმენებთან და პროფესიონალად ჩამოვყალიბდე. წითელი ხალიჩა და „გრემი” მე არ მიზიდავს და ამაზე არც მიოცნებია. მე ვუკრავ და თუ დრო მოიტანს წითელ ხალიჩას და „გრემს”, ამაზეც არ ვიტყვი უარს (იცინის). ვაპირებ, ამერიკელების გაოცებას და ამას აუცილებლად მოვახერხებ. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინაა. ნიუ-იორკი ჩემი ქალაქია, კარგად მოვერგე და ვფიქრობ, მანაც მიმიღო. თან ისეთი ლამაზი და მაგარი ქალები ჰყავთ (იცინის).

– როგორი მაგარი?

– როგორი და ძლიერი. დამიჯერეთ, ტიპური ამერიკელი ქალი, ბუნებით ძალიან ძლიერია, კარგი მეგობარი და ძლიერი პარტნიორია მამაკაცისთვის. სხვათა შორის, ქართული, ჯენტლმენური მოქცევა, ამერიკელ გოგონებს უკვირთ. ხომ იცით, ჩვენ უფრო თბილები ვართ და თან, ზომიერებიც. საქართველოში რომ კაცები ქალებზე ზემოთ დგანან და ჰგონიათ, მეტი უფლებები აქვთ, აქ ასე არ არის. ასე რომ ამერიკაში მოიქცე კაცი, თავადვე აღმოჩნდები იდიოტურ და უხერხულ სიტუაციაში. ერთი ამბავი გამახსენდა უხერხულ სიტუაციაზე და მოგიყვებით. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი ნიუ-იორკში, დაბადების დღე გადავიხადე ჯაზ-კლუბში. ამ კლუბში, შეგიძლია, ახვიდე სცენაზე და დაუკრა, პრობლემა არ არის. მე არ ვაპირებდი დაკვრას, რადგან მეგობრებთან ერთად ვერთობოდი. სცენაზე ბიჭები მაგრად აჯაზებდნენ. უცბად, გამოაცხადეს, დარბაზში ვინმე დრამერი ხომ არ არისო. წამოვხტი, გავვარდი და მივუჯექი „ბარაბანს”. არადა, სერიოზული ჯაზმენები იდგნენ სცენაზე და მე, მათთან შედარებით, მაშინ, მაგარი გამოუცდელი ვიყავი. იფიქრეს, ისეთი თავდაჯერებული ზის, ეტყობა, იცის თავისი საქმეო და ცნობილი კომპოზიცია გამოაცხადეს. თან, მკითხეს, ეს ხომ იციო. კი-მეთქი, მოვიტყუე. ვიფიქრე, რა კომპოზიცია იქნება ისეთი, რომ ვერ ავყვე-მეთქი. ვზივარ. გავიდა რამდენიმე წუთი, სიჩუმეა. დაიძაბა სიტუაცია. თურმე, ამ კომპოზიციას დასარტყამი ინსტრუმენტი იწყებს, მე კიდევ აზრზე არ ვარ (იცინის). მაშინ მივხვდი, გამოუცდელობა და ზედმეტი თავდაჯერებულობა რას შვრება. ახლა ვხდები, ამერიკამ კი არ მიმიღო, მე მივიღე ის და უფლება არ მაქვს, ფეხი არ ავუწყო. ბედნიერი ვარ, აქ რომ მოვხვდი.

– პეტრე, შენ ია ფარულავას დისშვილი ხარ. როგორი დამოკიდებულება გაქვს მასთან?

– ბუნებით, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია ია. მასთან ძალიან ახლოს ვარ. ხშირად ვსაუბრობთ და მიმოწერაც გვაქვს ინტერნეტით. თუმცა, უფრო ვკონტაქტობდით, თბილისში რომ ვიყავი. ჩამოსულიც იყო ნიუ-იორკში. ია ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია და მას ძალიან ვაფასებ.

 

 

скачать dle 11.3