რა მოხდა ამ დღეს
17 სექტემბერი
1630 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ქალაქი ბოსტონი.
1871 – ლონდონში დაარსდა „I ინტერნაციონალი“.
1922 – ბერლინში გაიმართა პირველი ხმოვანი ფილმის ჩვენება.
1953 – გაკეთდა სიამის ტყუპების გაყოფის პირველი წარმატებული ოპერაცია.
18 სექტემბერი
1698 – ბასტილიაში გადაიყვანეს პატიმარი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ადამიანი რკინის ნიღაბში“.
1810 – ჩილე გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1851 – გამოვიდა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ პირველი ნომერი.
1932 – სახელმწიფო ჰიჯაზს ეწოდა საუდის არაბეთი.
19 სექტემბერი
1356 – ასწლიანი ომის მსვლელობაში ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდა საფრანგეთის მეფე ჟან კეთილი.
1783 – ძმებმა მონგოლფიერებმა გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი, რომლის მგზავრი იყო ცხვარი.
1893 – ახალი ზელანდია გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ ქალებს.
1939 – საბჭოთა არმიამ მოახდინა ლიტვის ოკუპაცია.
1946 – უინსტონ ჩერჩილი გამოვიდა ევროსაბჭოს შექმნის ინიციატივით.
1957 – ნევადას პოლიგონზე განხორციელდა პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.
20 სექტემბერი
622 – ჰიჯრა (წინასწარმეტყველ მუჰამედის გაქცევა მექადან მედინაში) მუსლიმანური წელთაღრიცხვის დასაწყისი.
1519 – დაიწყო ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა დედამიწის გარშემო.
1870 – ჯუზეპე გარიბალდის ჯარებმა აიღეს რომი, დასრულდა იტალიის გაერთიანება.
1918 – დახვრიტეს 26 ბაქოელი კომისარი (მათ შორის ორი ქართველი იყო).
2002 – ჩრდილოეთ ოსეთში კარმადონის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა რუს კინემატოგრაფისტთა ჯგუფი შეიწირა (მათ შორის მსახიობი სერგეი ბოდროვი).
21 სექტემბერი
1648 – დაიწყო უკრაინელთა აჯანყება პოლონელთა ბატონობის წინააღმდეგ.
1792 – საფრანგეთის კონვენტმა ოფიციალურად მეფობიდან გადააყენა მეფე ლუი მეთექვსმეტე.
1988 – დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი.
22 სექტემბერი
1499 – შვეიცარია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1692 – უკანასკნელი აუტოდაფე ჩრდილოეთ ამერიკაში, მასაჩუსეტსში ჩამოახრჩეს რვა „ალქაჯი“.
1980 – დაიწყო ირან-ერაყის ომი.
1990 – ინგლისელმა სტივ ვუდმორმა დაამყარა უჩვეულო რეკორდი სწრაფად საუბარში მან 1 წუთში წარმოთქვა 637 სიტყვა.
23 სექტემბერი
1846 – იოჰან ჰალემ აღმოაჩინა მზის სისტემის მერვე პლანეტა ნეპტუნი.
1913 – ფრანგმა პილოტმა როლან გაროსმა პირველმა გადაუფრინა ხმელთაშუა ზღვას.
1930 – იოჰან ოსტერმაიერმა დააპატენტა ფოტონაპერწკალი („ვსპიშკა“).
1952 – მსოფლიოს ჩემპიონი კრივში გახდა როკი მარჩიანო.