იდეალური ქორწინება ადამ და ევას ჰქონდათ: ადამს არავინ ეუბნებოდა‚ რა კარგი გოგოს მოყვანა შეეძლო... არც ევას უწევდა ადამისგან მოესმინა – რა კარგი დიასახლისი იყო დედამისი...
***
ამონაწერები დღიურიდან:
1975 წელი
... აღმომიჩინეს „არქიპელაგ გულაგის“ ჩემი ხელით გადაწერილი ორი ეგზემპლარი‚ დამაპატიმრეს და 5 წელი მომისაჯეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის...
2012 წელი
... აღმომიჩინეს „არქიპელაგ გულაგის“ პრინტერზე ამობეჭდილი რამდენიმე ეგზემპლარი... დამაპატიმრეს 5 წლით, საავტორო უფლებების დარღვევისთვის.
***
მიხოს სიდედრთან ჩხუბი მოუვიდა:
– განა არ ვიცი‚ შენ ჩემ სიკვდილს ელოდები‚ რომ მერე მოხვიდე და ჩემს საფლავს მოაფურთხო!
– ძალიანაც ცდები... კარგად იცი‚ მაგას არ ვიზამ – ჭირივით მეჯავრება რიგში დგომა...
***
ახალ რეალითი შოუში გამარჯვებული სიცოცხლის ბოლომდე‚ ყოველ თვეში 2 000 დოლარს მიიღებს.
სიცოცხლის ბოლო თარიღს რეალითი შოუს სპონსორი განსაზღვრავს.
***
ყველაზე უკეთეს ყველგანმავლებს რუსები აკეთებენ – მუხლუხა ბორბლებით.
***
ბარში ბიჭს გოგონა მიუჯდა და, ერთად დავლიოთო‚ – ჩასჩურჩულა.
– მე‚ რა თქმა უნდა‚ ბილ გეითსი არ ვარ‚ მაგრამ, ერთ ჭიქა სასმელზე დაგპატიჟებ...
მცირე დიალოგის შემდეგ გოგონამ ცეკვა შესთავაზა.
– მე‚ რა თქმა უნდა‚ სუხიშვილების მოცეკვავე არ ვარ‚ მაგრამ, რაღაცას შევძლებ...
გოგონამ ცეკვის შემდეგ თავისთან დაპატიჟა.
– მე დონ ჟუანი არ ვარ‚ მაგრამ...
მოკლედ‚ ყველაფრის შემდეგ გოგონამ უთხრა:
– ფულზე რას ფიქრობ?
– მე‚ რა თქმა უნდა‚ ალფონსი არ ვარ‚ მაგრამ, უარს არ ვიტყვი...
***
ქალები‚ რასაკვირველია‚ კარგად არჩევენ სხვის სახეზე ოდნავ მრუდედ წასმულ თვალის „ლაინერს”‚ მაგრამ, სამაგიეროდ, გარაჟის კარს ვერ ხედავენ.
***
– მართალია‚ რომ აქ უნიკალური‚ გამაჯანსაღებელი ჰავაა? – ეკითხება ტურისტი ტაქსის მძღოლს.
– დიახ‚ რა თქმა უნდა! მე რომ აქ აღმოვჩნდი‚ საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი‚ თავზე ერთი ღერი თმა არ მქონდა‚ სიარულითაც ვერ დავდიოდი და ხელით მატარებდნენ...
– და‚ დიდი ხანია‚ აქ ხართ?
– აქ დავიბადე...
***
ისეთი ამბავი ატყდა‚ მელოტებსაც კი თმა ყალყზე დაუდგათ.
***
რუსეთის გეგმა ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიების რეგულირების საკითხზე: იაპონია შევა კურილიის კუნძულების შემადგენლობაში.
***
ბარში შედის ტიპი‚ მას ყანჩა და ფუმფულა კატა შემოჰყვა. ოფიციანტი ეკითხება‚ რას ინებებთო. შეუკვეთა. გასვლისას ანგარიში მოუტანეს – 20 და 50. ამოიღო ჯიბიდან კაცმა ზუსტად 20 და 50 და ოფიციანტს გაუწოდა.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა. ახლა 31 და 80 დაჯდა. ჩაიყო კაცმა ჯიბეში ხელი და ზუსტად 31 და 80 ამოიღო...
მესამე დღესაც იგივე განმეორდა და გაოცებულმა ოფიციანტმა ვეღარ მოითმინა:
– როგორ ახერხებთ‚ რომ ზუსტად იმდენ ფულს იღებთ ჯიბიდან‚ რამდენიც დანახარჯია?
– ერთი წლის წინათ მიტოვებულ სხვენში ავედი და იქ ლამპარი ვნახე‚ ჯინით... ჰოდა ჯინს ვთხოვე‚ ყოველთვის ჯიბეში იმდენი ფული მქონდეს‚ რამდენიც იმ მომენტში მჭირდება-მეთქი... თუ სიგარეტი მომინდება‚ ჩავიყოფ ჯიბეში ხელს და იმდენს ვიღებ‚ რამდენიც სიგარეტს სჭირდება‚ „მერსედესის“ ყიდვისასაც ზუსტად იმდენი მქონდა ჯიბეში‚ რამდენიც დამიფასეს.
– იდეალურია! მეორე და მესამე სურვილი რა იყო?
– ჰოო... ვთხოვე‚ გვერდით ყოველთვის მყავდეს გრძელფეხება და მოალერსე ფისო-მეთქი და აი, მყავს...
***
მახინჯაურში მატარებლიდან სომხების ოჯახი ჩამოვიდა. მაშინვე აედევნა ტაქსის მძღოლი.
– ტაქსი არ გინდათ? ბათუმამდე იაფად გაგიყვანთ....
– მაინც‚ რამდენად?
– 10 დოლარი – უფროსებზე‚ პატარებს კი უფასოდ წავიყვან...
– სათენიკ‚ ანუშ‚ არევიკ‚ ლოვიკ... ჩასხედით მანქანაში‚ ჩვენ ფეხით გამოვისეირნებთ...
***
„არაფერია‚ ქორწილამდე გაგივლის!“ – ეს ფრაზა განსაკუთრებით წინადაცვეთილ ბიჭებს ახსოვთ.
***
– მეფეო‚ აი‚ გველეშაპის თავი!
– ყოჩაღ! გმირი ყოფილხარ! აი‚ შენი სატრფოს ხელი‚ როგორც შეგპირდი.
***
გამყიდველი კლიენტებს უხეშად პასუხობს. მეპატრონემ შენიშვნა მისცა და დაარიგა‚ თუ კლიენტის მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ‚ ალტერნატიული საქონელი უნდა შევთავაზოთ. გამყიდველმა თავი დაუქნია და შემდეგ კლიენტს მიუბრუნდა.
– თუ შეიძლება‚ ტუალეტის ქაღალდი მინდა!
– არ გვაქვს!.. შემიძლია შემოგთავაზოთ... „შკურკა“...
***
– ესე იგი‚ ბოლოს და ბოლოს‚ გადაწყვიტე და ზურას გაჰყევი ცოლად... გათხოვებას ხომ არ ნანობ?
– მე არა‚ მაგრამ ის კი ნამდვილად მეცოდება...
***
ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს ქვეყნის სამგზის ჩემპიონი ცურვაში‚ რომელმაც ორგანიზატორებს ვერაფრით დაუმტკიცა‚ რომ გაიხადა და სტარტზე მხოლოდ საცურაო კოსტიუმით გამოცხადდა.
***
– რა დრო იყო... გადაფრინდებოდი 37 მანეთად... გადმოფრინდებოდი...
– აბა‚ ბიჭო‚ რამდენჯერ მომიხსნია ჯიბიდან ხელამოუღებლად „კალიცო“...
***
– 2 აბი მიიღეთ დაწოლის წინ...
– ესე იგი‚ დღეში 10 აბი‚ ექიმო?