კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 16 მაისს, ღამის საათებში. რომელ სფეროში გაუმართლებს მას სამომავლოდ, რა არის მისი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ელის სასურველი საქორწინო თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენი შვილისთვის სამომავლოდ საქორწინო პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა: მორიელის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. არ არის სასურველი ურთიერთობა ლომთან და მერწყულთან. პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: ფსიქიატრია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო, საბაჟო საქმიანობა, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება კარმულ მისიას, აუცილებელია, გამოავლინოს დადებითი თვისებები ხასიათში, გამოირჩეოდეს ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭით. უნდა იყოს კეთილშობილი და სამართლიანი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს; იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას, შეეძლოს საიდუმლოს დაცვა. 

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 5 დეკემბერს, დილით. მინდა უცხოეთში გამგზავრება. იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და, ასევე, მაინტერესებს, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. უცხოეთიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1988 წლის 7 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლა, მუშაობა. ასტროლოგიური კუთხით, ამ თვალსაზრისით რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 5 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება, ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1986 წლის 21 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?

პასუხი: მისთვის კარგი და მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 27 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის კარგი და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა. 

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 27 სექტემბერს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.

 

скачать dle 11.3