კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახრჩობდა აუზში მეგობარს ანრი ჯოხაძე და რით გააოცებს ის საქართველოს სექტემბრის ბოლოს

ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქართული შოუ-ბიზნესი საღათას ძილს არის მიცემული, რაც ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ მომღერალს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგვალაპარაკოს, გვაჭორაოს, მოგვაწონოს, გაგვაკიცხვინოს, გვალანძღვინოს და შეგვაყვაროს თავისი შემოქმედება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 20 სექტემბრიდან, ანრი ჯოხაძე ერთდროულად დაუბრუნდება ჟურნალ-გაზეთების გარეკანსა და ტელეეთერს, თუმცა, ეს გამოჩენა გაცილებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება გასულ სეზონთან შედარებით. ის გაათმაგებული ძალითა და ჩვეული ენერგიით გვიმზადებს სამ ახალ კლიპს და ოთხ ახალ მუსიკალურ ჰიტს. მათ შორის ერთი ყველაზე სკანდალური იქნება, რომელსაც პირადად მე მოუთმენლად ველი.

 

– გკითხო, როგორ ხარ თუ არ არის საჭირო?

– რა საჭიროა, იკითხო ის, რაც ორთავ თვალით ნათელია (იცინის)? როცა ამ კითხვას მისვამენ, ვპასუხობ: ჯადოსნურად ვარ, ისე, როგორც ზღაპარში, ოღონდ, უარყოფითი პერსონაჟების გარეშე. ზღაპრებში ხომ არიან ბოროტი დედინაცვლები და ჯადოქრები?! მე მხოლოდ კეთილ ფერიებთან და ელფებთან ერთად ვარ.

– ზაფხული ნეპტუნთან ერთად გაატარე თუ დალისთან?

– დალისთან ვერ ვმეგობრობ. არ მიყვარს ნადირობა და ტყე-ღრეში წოწიალი, თუმცა, „მორიელებს“ გვხიბლავს საშიში და სახიფათო ადგილების გაკვლევა. წლევანდელი ზაფხული ნეპტუნთან ერთად გავატარე, მე ხომ ამ ბოლო დროს აპოლონი და ჰელიოსი ვარ – ჩვეულებრივი მზის სხივის, სინათლისა და ხელოვნების ღმერთი. ბათუმის აკვაპარკს ხან მზე ანათებდა, ხან – ანრი ჯოხაძე. საოცრებებს ჩავდიოდი მეგობრებთან ერთად. ვისაც ჩაეძინებოდა შეზლონგიანად ვაგდებდით აუზში. ერთი მეგობარი კინაღამ დაგვეხრჩო კიდეც. ერთხელ მეც გავხდი ჩემივე იდეის მსხვერპლი და მძინარე აღმოვჩნდი აუზის ფსკერზე.

– ზღვაზე არ გადიოდი?

– არა. აკვაპარკში ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ადამიანმა. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე იქ ვიყავი. ვცხოვრობდი მეგობრებთან ერთად. მაკა შალიკაშვილს კატასტროფულად ეშინოდა ატრაქციონების, მოტყუებით ავიყვანე კოშკზე და, ხელი რომ ვკარი, ისეთი კივილი მორთო, ქემალ ფაშას ბაზრობიდან გადმოკვეთა საზღვარი ხალხმა (იცინის). სამაგიეროდ, ამის მერე შალიკაშვილმა კოშკურაზე დაიდო ბინა.

– აჭარის გარდა არსად ყოფილხარ დასასვენებლად?

– პრინციპში, ამას დასვენებას ვერ დავარქმევ, რადგან, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი. მთელი აგვისტო დატვირთული მქონდა. მე და ჩემი მეგობარი ჩავსხედით მანქანაში, ჩავყარეთ ბევრი ტანსაცმელი და გადავწყვიტეთ, გზადაგზა გაგვეკეთებინა კონცერტები: ხუთი დღე ანაკლიაში გავჩერდით, სადაც საბავშვო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ჟიურიში ვიყავი; ამის მერე გამოვიარეთ ზუგდიდი და მივადექით აჭარის კულტურის სამინისტროს, რომელთან ერთადაც დავგეგმეთ აჭარის მაღალმთიან რაიონებში საკონცერტო ტურნე ახალგაზრდული ეგიდით. ვაპირებდი, ბათუმშიც გაგვეკეთებინა დიდი კონცერტი, რაზეც ბათუმის მერიისგან მივიღეთ თანადგომა, თუმცა, დროის სიმცირის გამო, გარკვეული საკითხების მოგვარებას ვერ ვასწრებდით, რადგან, სამთავრობო კონცერტებიც იყო დაგეგმილი და, ამიტომ, მომავალი ზაფხულისთვის გადავდე.

– გამოდის, რომ ზაფხული შენთვის შემოსავლიანი აღმოჩნდა, არადა, ეს პერიოდი ყველასთვის „გასავლიანად“ ითვლება.

– მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში და ბევრ რაღაცაში ფული არ მეხარჯებოდა, 20 დღის განმავლობაში 2 000 დოლარზე მეტი მაინც დავხარჯე, ოღონდ, ისე, რომ ვერ მივხვდი, ეს ფული სად წავიდა, მაგრამ, თუ შემოსავალი არ არის, შესაბამისად,  გასავალიც არ გექნება. ფულის ხარჯვა ისეთსავე სიამოვნებას მანიჭებს, როგორც მისი შოვნა.

– შენს კოლეგებს რომ უსმინო, ატირდება ადამიანი, შენ როგორ ახერხებ თავის რჩენას?

– თავის კი არა, სხვის რჩენასაც ვახერხებ და ყოველთვის ვამბობ იმას, რომ, სხვა შემოსავალი, გარდა სიმღერისა, არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, მეც მქონია ჩავარდნები – თვეები ისე გასულა, არც ერთი კონცერტი არ ყოფილა, მაგრამ, ამაზე არასდროს ვწუწუნებ. ჩემი ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, სოფელ-სოფელ სიარულსა და კონცერტების გაკეთებას არ ვთაკილობ. ერთ რამედ ღირდა აჭარის მაღალმთიან სოფლებში იმ ახალგაზრდების აპლოდისმენტები, რომლებიც ორი საათი იდგნენ ფეხზე და სცენიდან აღარ მიშვებდნენ. თავისთავად ცხადია, ასეთ რეგიონებში ის ანაზღაურება არ არის, რაც უნდა იყოს, მაგრამ, ხშირად მაყურებლის სითბო მივსებს ფინანსურ დანაკლისს.

– ანრი, თუ უტაქტობაში არ ჩამითვლი, გკითხავ: რა ღირს ანრი ჯოხაძის ერთი სიმღერა?

– წეღან გითხარი, რომ, ზოგჯერ, შეიძლება, მიზერული თანხის საფასურადაც ვიმღერო. სტანდარტული ფასი არც მე და, დარწმუნებული ვარ, არც ჩემს სხვა კოლეგებს არ გვაქვს. ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე ვიღებთ ჰონორარს. ეს, შეიძლება იყოს 200 და, შეიძლება – 1 500 დოლარი. თუმცა, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ერთ სიმღერაში 1 500 დოლარი ხშირად ამიღია. რაღაცეების გათვალისწინებით, ხან მიღირს, ხან – არა. მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა ძალიან არ მინდოდა, ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე მემღერა და ამიტომაც მოვითხოვე 1 500 დოლარი თითო სიმღერაში. მინიმუმ ოთხი სიმღერა უნდა მემღერა და, ამ შემთხვევაში, ფულადი კომპენსირება მოხდა ჩემი ინტერესების წინააღმდეგობაში მოყვანის გამო.

– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონში იღებ მონაწილეობას. გაქვს გამარჯვების იმედი?

– გამარჯვების არა, მაგრამ, გახდომის იმედი ნამდვილად მაქვს (იცინის). გამარჯვებაზე არ ვარ ორიენტირებული, ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობას სხვა დატვირთვა აქვს: ძალიან მაგრად ვიხალისებ, გავერთობი და ხალხსაც გავართობ – მე ხომ შოუმენი ვარ?!

– მოგწონს შენი პარტნიორი?

– რომ დავინახე, ჩემში პიგმალიონმა გაიღვიძა მომენტალურად. ძალიან მაგარი გოგოა, ჩემი დასაწუნი რა სჭირს?! შემიძლია ვთქვა, რომ პარტნიორში გამიმართლა, მაგრამ, იმას რამდენად გაუმართლა ჩემი სახით, არ ვიცი, რადგან, რთული სამუშაოს ჩატარება მოუწევს, მაგრამ, სხვა გზა არ აქვს, უნდა გამიძლოს. უახლოეს მომავალში ახალი კლიპის გადაღებას ვგეგმავ და აცილებლად დავაკავებ.

– ახლა ნებივრობ და ტკბები ცხოვრებით თუ კვლავ განაგრძობ შრომას?

– შრომამ შექმნა ადამიანი (იცინის). სექტემბრის ბოლომდე თითქმის ყველა დღე დაკავებული მაქვს, დამრჩა 7 კონცერტი, 1 დასამონტაჟებელი კლიპი, რომელიც ვერიკო ტურაშვილთან ერთად ისრაელში გადავიღე და, მეორე გადასაღები კლიპი, რომელიც 30 სექტემბერს მზად უნდა მქონდეს; ასევე, ოქტომბრის ბოლომდე ვგეგმავ მესამე კლიპს და, პარალელურად, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რეპეტიციები... ამასობაში სტუდიაში ახალი სიმღერები, ჩაწერები და კიდევ ერთი ახალი დუეტი – გადაცემა „პროფილისთვის“ ეთერ კაკულიასთან ერთად, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „ია-იაზე“ მეტად გაჰიტდება. ასე რომ, თითქმის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე ვარ გადასული.

– ვგრძნობ, იმდენი გაქვს მოსაყოლი, რომ ჩვენთვის განკუთვნილი ერთი გვერდი არ გვეყოფა. მოდი, ჯერ ვერიკო ტურაშვილთან დუეტზე მომიყევი.

– მე და ვერიკომ ჩავწერეთ ებრაული სიმღერა „ჰავა ნაგილა“, რომელზეც კლიპი გადავიღეთ ისრაელში. საკმაოდ მასშტაბური პროექტი გამოვიდა. 12-კაციანი ჯგუფი ჩავედით ქალაქ აშდოდში და აუცილებლად მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშდოდის გუბერნიას, პირადად მოშე ბოთერაშვილს, ტურისტულ სააგენტო „აი ემ გლობალსა“ და სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“, რომელთა დახმარებითაც ეს პროექტი განხორციელდა. კლიპის პრემიერა „რუსთავი 2-ზე“ მაია ასათიანის გადაცემაში შედგება.

– წეღან მეორე კლიპიც ახსენე, რომელიც 30 სექტემბერს უნდა იყოს მზად. რა სიმღერაზე იღებ და რატომ მაინცდამაინც 30 სექტემბერი?

– ოო... ეს უკვე ძალიან დელიკატური საკითხია და წინასწარ საუბარი არ მინდა. თუმცა, ერთს კი გეტყვი: 1 ოქტომბერს საქართველოში მხოლოდ ორი თემა იქნება სალაპარაკო – არჩევნები და ანრი ჯოხაძის კლიპი. გადაღება ორ დღეში დაიწყება და უკვე იმაზე ვფიქრობ, თმა ისევ შავად გადავიღებო, რომ ქუჩაში ვეღარ შემამჩნიონ თუ ჩემოდანი ჩავალაგო და რამდენიმე თვით საქართველოდან გადავიხვეწო...

– აშკარად პოლიტიკურ სკანდალთან გვაქვს საქმე.

– და არა მარტო... პოლიტიკური ელფერი აუცილებლად ექნება, თუმცა  დარტყმა, გნებავთ, სილის გარტყმა უწოდეთ, დღევანდელ საზოგადოებაზე უფრო მოდის, ვიდრე პოლიტიკურ ფიგურებზე. პრემიერა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, „პოსტ სკრიპტუმის“ ეთერში შედგება.

– ესე იგი, სექტემბრის ბოლოდან უნდა ველოდოთ შენს გააქტიურებას და ახალ-ახალი სკანდალების მოლოდინში ვიყოთ?

– მე ყოველთვის აქტიური ვარ და ჟურნალისტებს არასოდეს მოგაკლებთ საწერ თემებს. შესაბამისად, საზოგადოებას არ მივცემ მოწყენის უფლებას, რადგან, ამ კლიპის შემდეგ სრულიად საქართველო ალაპარაკდება. ზოგი გამკიცხავს, ზოგი ზუსტად მიმიხვდება ჩანაფიქრს, ზოგიც შემიქებს ნამუშევარს და სოციალურ ქსელშიც არ დაიშურებენ ჩემს სალანძღავ კომენტარებს, თუმცა, მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკის მისაღებად. რაც მე „ევროვიზიის“ წინა პერიოდს გავუძელი, იმის მერე ნებისმიერი დარტყმა არაფრად მიმაჩნია.

– იქნებ, ცოტა მაინც გაგვიმხილო, დაახლოებით რას უნდა ველოდოთ?

– მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ 30 სექტემბერს. ერთს კი ვიტყვი, რაშიც ზუსტად ვარ დარწმუნებული: ამ სიმღერას ქართველი ხალხი დიდხანს არ დაივიწყებს,  მამრობითი სქესისგან კი აუცილებლად ხშირად გაიგონებთ ამ სიმღერის გარკვეულ ფრაზებს მიცემითში და მხოლობითში ნათქვამს.

 

 

скачать dle 11.3