კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაყვალი კლიმაქსის შემაწუხებელ სიმპტომებს ამსუბუქებს

 

 

თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილად იღლებით და სახეზე სისხლი გაწვებათ, ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კლიმაქსის წინა პერიოდთან, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები. პროჰესტერონის დეფიციტმა და ესტროგენების სიუხვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქსოვილებში წყლის შეკავება, ქვედა კიდურების სიმძიმე, თავის ტკივილი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციონირება, ემოციური აშლილობა. ქალი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლიმაქსის წინა პერიოდის შემაწუხებელ სინდრომს კარგად ებრძვის მაყვალი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ნატურალური, ისე მურაბისა და წვენის სახით. შეშუპების თავიდან ასაცილებლად უნდა შეზღუდოთ მარილის მიღება.

40 წლის ასაკის ზემოთ ქალს ხშირად აღენიშნება ოფლიანობა, რაც ჰორმონულ ცვლილებებთან არის კავშირში, თუმცა, აუცილებელია ზოგადი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამორიცხოთ დაავადების არსებობა.

კლიმაქსის წინა პერიოდში ქალი ხშირად არის დათრგუნული და ზოგჯერ ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.

ჰორმონული დეპრესია არ არსებობს, მაგრამ, თუ ქალს მანამდეც დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, კლიმაქსის წინა პერიოდში ის კვლავ იჩენს თავს. შეგიძლიათ, მიმართოთ ანტიდეპრესანტებსაც, რომლებსაც ექიმი გირჩევთ. ასევე, მოამზადეთ გემრიელი წამალი და მიიღეთ კვირაში ერთხელ – ის არეგულირებს ჰორმონებს და ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ: 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და მაყვლის წვენი – გემოვნებით და მიიღეთ თბილი; ან, 10 გრამ მაყვლის ფოთოლს შეურიეთ 10 გრამი კუნელის ნაყოფი და 20 გრამი ბაბუაწვერა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში (ყოველდღე ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ).

კლიმაქსის წინა პერიოდში დაიცავით კვების რეჟიმი. კარგია რძე, ბოსტნეული, ხილი, თევზი, მჭლე ხორცი; მოერიდეთ მლაშე, ზედმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებს ქალურ ორგანოებზე.

 

 თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს ანწლის ნაყენი შეუცვლელია

  მედიცინაში სამკურნალო მიზნით გამოიყენება ანწლის ყვავილები და ნაყოფი. ანწლის ყვავილი შეიცავს გლუკოზიდებს, ეთეროვან ზეთს, C ვიტამინს, რუტინს, ქოლინს, ვაშლის, ვალერიანისა და ძმრის მჟავებს და სხვა. მედიცინაში ყვავილები და გამხმარი ნაყოფი იხმარება როგორც ოფლის მომგვრელი, ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება. ნაყოფი, აგრეთვე, გამოიყენება ნაწლავების პერისტალტიკის გასაძლიერებლად, კისელის მოსამზადებლად, რომელიც კარგია კუჭის აშლილობის დროს. ანწლის ყვავილები კი რეკომენდებულია ბრონქიტის, ნევრალგიის, ლარინგიტების, თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. ხალხურ მედიცინაში ანწლის ყვავილების ნახარშს იყენებენ რევმატიზმისა და ნიკრისის ქარების საწინააღმდეგოდ.

1 სადილის კოვზი ანწლის ყვავილისა და ნაყოფის ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, მეოთხედი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

ყოველდღიურად სვით ახალგამოწურული მკვებავი, გამწმენდი და ანტიმჟანგავი  ბოსტნეულისა და ხილის წვენები

გთავაზობთ რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას, რომლებიც სასიამოვნო გემოთი და სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა: 

მკვებავი წვენები: ბანანი და მანგო; მარწყვი, ანანასი და ყურძენი; ნესვი, ბანანი, მარწყვი, ჟოლო, მანგო და ანანასი; მოცვი და ჟოლო.

გამწმენდი წვენები: სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი; სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.

ანტიმჟანგავი წვენები – ფორთოხალი და გრეიპფრუტი; ფორთოხალი და სტაფილო; შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.

 ციტრუსის წვენს ყველანაირი წვენი არ შეესაბამება, რადგან, მასში არსებულმა მჟავამ, შეიძლება, სხვა წვენის „აჭრა“ გამოიწვიოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

კაროტინით მდიდარ სტაფილოსა და პომიდვრის წვენებში შეურიეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი, რადგან კაროტინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეითვისება.

წვენების მომზადების დროს ნუ გამორიცხავთ კოჭასა და ნიორს. მათში ბევრია ფიტონციდი – ნივთიერება, რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენური მოქმედება აქვს.

ციტრუსების, ისპანახისა და პომიდვრის მჟავე წვენები აუცილებლად შეანაცვლეთ  ხოლმე სტაფილოს, ნიახურისა და კომბოსტოს წვენებით, რათა მჟავეტუტოვანი ბალანსი არ დაირღვეს.

თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ბანანისა და მანგოს წვენებს, სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.

ყველანაირი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მაშინ მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდი ნაწილი ორგანიზმის მიერ არ შეითვისება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან, საჭმლის ნორმალური მონელებისთვის ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ, წვენები სვით, როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.

 

დაადგინეთ თავბრუხვევის მიზეზები

არსებობს პათოლოგიები, რომელთა ერთ-ერთი გამოვლინება თავბრუხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომად არ ითვლება, მიზეზის გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. თავბრუხვევას უამრავი მიზეზი აქვს. არსებობს პერიფერიული, ანუ ვესტიბულარული ნერვის ან შუა ყურის დაზიანებით გამოწვეული ვერტიგო და ცენტრალური თავბრუხვევა, რომლის მიზეზი თავის ტვინის დაავადებაა.

თავბრუხვევის მიზეზთა დადგენაში შემდეგი ნიშნები გვეხმარება: ყურიდან გამონადენი და სმენის დაქვეითება შუა ყურის ანთების ნიშნებია; ყურებში შუილი, ღებინება, სმენის დაქვეითება – მენიერის სინდრომის დასაწყისზე მეტყველებს; თუ სმენის ფუნქციის მოშლა არ აღინიშნება, შესაძლოა, ეს ვესტიბულარული ნევრიტის გამოვლინება იყოს. მისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, ძლიერი თავბრუხვევა და ღებინება. ხშირად სიმპტომები ორი ან სამი დღის შემდეგ თანდათანობით ქრება, თუმცა ტკივილის ილუზია კიდევ რამდენიმე ხანს რჩება.

უეცარი ცალმხრივი სიყრუისა და თავბრუხვევის დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის სიმსივნე. ასეთი თავბრუხვევა თანდათანობით იწყება და ხშირად თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევის გაძლიერება სხეულის ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

თავის ტვინის ინსულტისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი: თავბრუხვევას თან ახლავს თვალებში გაორება, შეგრძნებათა მოშლა, სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. თავბრუხვევა მდგრადია და გრძელდება რამდენიმე დღეს. თუ თავბრუხვევა არც ისე მდგრადია და თან ერთვის ტკივილი კისრის მიდამოში, მაშინ მიზეზი კისრის მიდამოს დაზიანებაა.

ხშირ შემთხვევაში კი, თავბრუხვევა ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზით ხდება. თუ თავბრუხვევა ანტიბიოტიკების მიღების დროს იწყება, მიზეზი თავად მედიკამენტია. ამიტომ, უნდა შეამციროთ დოზა ან საერთოდ შეწყვიტოთ მისი მიღება.

წონასწორობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხერხემალი, განსაკუთრებით კი – კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, ანუ რეცეპტორები, რომლებიც მოძრაობის დროს აქტიურდება. კისრის მიდამოში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა თავის ტვინს, რომელიც მას ხშირად არასწორად აღიქვამს და თავბრუხვევით პასუხობს. გარდა ამისა, ასევე, ირღვევა თავის ტვინიდან სისხლის დინება, რაც ქალაშიდა და ყურის შიდა წნევის დროებით მომატებას იწვევს, რის  შედეგად, თავში სიმძიმის შეგრძნება, ყურებში შუილი და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ვითარდება. ეს ყოველივე კი თავბრუხვევით გამოიხატება. ასეთი თავბრუხვევები აწუხებთ მათ, ვისაც ფსიქოემოციური დატვირთვა, სტრესი, ფიზიკური უმოძრაობა ახასიათებთ. თავბრუხვევა ხშირად ვითარდება ტრავმის შემდეგ. ამ დროს აუცილებელია თავის ტვინში სისხლის ნორმალური მიმოქცევის აღდგენა.

 

ანტისიმსივნური ეფექტისთვის ყოველდღიურად სვით მწვანე ჩაი

   ჩაის უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს. კერძოდ: 

* ჩაი საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას;

* ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს;

* ამცირებს გულის შეტევის ალბათობას;

* ელასტიკურობას მატებს არტერიებს და ქოლესტერინული, ეგრეთ წოდებული, ფოლაქებისგან წმენდს;

* ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს;

* საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას;

* ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა. წყურვილსაც კლავს და იმავდროულად, ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.

ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. მის შემადგენლობაში, ასევე შედის ტანინები, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ღრძილებს ამაგრებს.

ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია, ნიადაგიდან ამოწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორებიცაა ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.

შავი ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ამით კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ, ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის დალიეთ დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი.

 

скачать dle 11.3