კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპული ფეხბურთის 2012 წლის ზაფხულის ყველაზე გახმაურებული ათი ტრანსფერი

 

2012 წლის საზაფხულო სატრანსფერო ვაჭრობა დამთავრდა და ევროპულმა კლუბებმაც დაასრულეს გუნდების დაკომპლექტება. სატრანსფერო ციებ-ცხელებას მუდამ თან ახლავს ერთგვარი ინტრიგა, თუ რომელი კლუბი დახარჯავს ყველაზე მეტს ან რომელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გახდება რეკორდული. „თბილისელების” ამ ნომერში ევროპული საფეხბურთო ბაზრის 10 ყველაზე საინტერესო ტრანსფერზე მოგახსენებთ.

ტიაგო სილვა („მილანი” – „პსჟ”) – 42 მილიონი ევრო

ბრაზილიის ნაკრების დაცვის ბურჯმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია „მილანში”, არადა, ერთხანს იგი მოსკოვის „დინამოს” სათადარიგო სკამს ხეხავდა. ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოების მიღების შემდეგ, სილვას დიდი ხელფასის მიმართ გაეღვიძა მადა, სილვიო ბერლუსკონიმ კი, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფრანგული „პარი სენ ჟერმენისგან” ისეთი წინადადება მიიღო სილვაზე, რომ უარის თქმა ვერ შეძლო და ის 42 მილიონ ევროდ გაასხვისა.

ედენ აზარი („ლილი” – „ჩელსი”) – 40 მილიონი ევრო

„ლილის” ბელგიელ ტალანტზე ჯერ კიდევ გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდიდან მიდიოდა ნადირობა ევროპის ბობოლა კლუბების მხრიდან. აზარით სხვადასხვა დროს „არსენალი”, „მანჩესტერ სიტი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდნენ, თუმცა, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის რომან აბრამოვიჩის „ჩელსის” რიგებში ჩაირიცხა. აზარზე დიდ იმედებს ამყარებენ არისტოკრატები და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრანსფერმა გაამართლა.

ლუკას მოურა („სან-პაულო” – „პსჟ”) – 40 მილიონი ევრო

ლუკას მოურა ბრაზილიელი ტალანტების ახალ თაობას მიეკუთვნება, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩქარობენ ბრაზილიის მიტოვებას და, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად არის დადასტურებული, მოურა მხოლოდ ზამთრის პერიოდში შეუერთდება არაბული ინვესტიციებით გამდიდრებულ პარიზულ კლუბს. 20 წლის მოურა 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ერთ-ერთი მთავარი იმედია.

ხავი მარტინესი („ბილბაო” – „ბაიერნი”) – 40 მილიონი ევრო

მიუნჰენური გრანდი იშვიათად ხარჯავს დიდ ფულს ტრანსფერებზე და ხავი მარტინესი სწორედ ეს გამონაკლისია. აწ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის სახით „ბაიერნმა” ძლიერი ფეხბურთელი დაიმატა, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ბავარიული კლუბის ვარსკვლავებს. 23 წლის ესპანელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რაც საკმაოდ მომგებიან ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, ახლო მომავალში ხავი მარტინესი „ფურია როხას” ძირითადი თერთმეტეულის წევრი გახდება.

ლუკა მოდრიჩი („ტოტენჰემი” – „რეალი”) – 35 მილიონი ევრო

ხორვატი მოდრიჩის გადასვლა ესპანეთის სამეფო კლუბში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად შეიძლება შეფასდეს. დიდხანს მიდიოდა საუბარი მოდრიჩის წასვლაზე ლონდონური კლუბიდან და, როგორც ჩანს, ანდრე ვილაჟ-ბოაშს რთული მისიის შესრულება დაევალება, რადგან სწორედ მოდრიჩი ითვლებოდა „ტოტენჰემის” მთავარ მამოძრავებელ ძალად და მის გარეშე „დეზების” თამაში სულ სხვანაირი იქნება. ამასობაში, მოდრიჩი, რომელიც დიდი სიხარულით წავიდა მადრიდში, მზად არის, კონკურენცია გაუწიოს „ბლანკოსის” ვარსკვლავურ შუა ხაზს, სადაც მესუთ ოზილი, სამი ხედირა, კაკა, ჩაბი ალონსო და მიკაელ ესიენი აპირებენ „დიქტატურის” დამყარებას.

ოსკარი („ინტერნასიონალი” – „ჩელსი”) – 32 მილიონი ევრო

კიდევ ერთი ბრაზილიელი ვუნდერკინდი, რომელიც ახალი სეზონიდან ამჯერად ლონდონური „ჩელსის” რიგებში ითამაშებს. გასულ სეზონში უკლებლივ ყველა, ქომაგიდან დაწყებული, კომენტატორებით დამთავრებული, ხაზს უსვამდა „ჩელსის” ასაკოვან შემადგენლობას. რომან აბრამოვიჩის პოლიტიკის შედეგად კი ახალი სეზონიდან „არისტოკრატებს” „მომავლის გუნდად” ჩათვლიან, რადგან, სწორედ მათ მოახერხეს ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელების გადმობირება თავიანთ რიგებში – საუბარია აზარსა და ოსკარზე. ამბობენ, რომ რომან არკადიევიჩის მორიგი სამიზნე ნეიმარი იქნება – ვუნდერკინდი და ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც, ბრაზილიელების რწმენით, „პენტაკემპეონებს” მორიგი ტიტული უნდა მოაგებინოს 2014 წლის მუნდიალზე.

რობინ ვან პერსი („არსენალი” – „მანჩესტერ იუნაიტედი”) – 30,7 მილიონი ევრო

ვან პერსის წასვლა „არსენალიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” ლონდონელმა ქომაგებმა ღალატად შეაფასეს. ჰოლანდიელმა სუპერფორვარდმა გასულ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და „არსენალს” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა. წასვლის ერთადერთ მიზეზად ვან პერსიმ გუნდური ტიტულების ნაკლებობა დაასახელა, ფეხბურთელი 29 წლის შესრულდა და, ძალიან უნდა, რომ კარიერის ბოლოს საკუთარ „ნადავლს„ ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის გამარჯვებულის ტიტულები შეჰმატოს. ვან პერსიმ უკვე მოახერხა პირველი გოლის გატანა „წითელი ეშმაკების” რიგებში და, ალექს ფერგიუსონი ვარაუდობს, რომ იგი კვლავაც  ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც „მეთოფეების” რიგებში იყო.

ეზეკილ ლავეცი („ნაპოლი” – „პსჟ”) – 26 მილიონი ევრო

არგენტინელმა ვარსკვლავმა რამდენიმე საინტერესო წინადადებაზე თქვა უარი და აღმავლობის გზაზე მყოფი პარიზული კლუბის შემოთავაზებაზე დასთანხმდა. ამბობენ, რომ ტრანსფერის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა „პსჟ-ს“ იტალიელმა მესაჭემ კარლო ანჩელოტიმ. სხვათა შორის, ლავეცის გადაბირებით დაინტერესებულები იყვნენ სანკ-პეტერბურგის „ზენიტი” და „ანჟი” მახაჩკალიდან, რომელსაც ზურგს მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი უმაგრებს, თუმცა, რუსეთის ჩემპიონატში გადასვლაზე ლავეციმ სასტიკი უარი განაცხადა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი („მილანი” – „პსჟ”) –  21 მილიონი ევრო

შვედ გოლეოდორს, ალბათ, თვითონაც არ ახსოვს, კარიერაში მერამდენედ გამოიცვალა კლუბი. ზლატანისა და ტიაგო სილვას ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ერთიანად განახორციელა და გაკოტრების გზაზე მდგარი მილანური სუპერკლუბი 63 მილიონი ევროთი მოიყვანა გონზე. იბრაჰიმოვიჩს საფრანგეთის ჩემპიონატში დებიუტი უკვე ჰქონდა და ახლა იგი მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის დაწყებას. ამბობენ, რომ წელს პარიზელები ევროპის უმთავრესი და უპრესტიჟულესი გათამაშების მოგებას აპირებენ და სწორედ ამ მიზნით დახარჯეს ყველაზე მეტი ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე.

ხავი გარსია („ბენფიკა” – „მანჩესტერ სიტი”) – 20,2 მილიონი ევრო

მანჩესტერელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოახერხეს ესპანელი ნახევარმცველის შეძენა და ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების ტოპ-ათეულში დაიკავეს ადგილი. გასულ სეზონზე შეიხ მანსურის მიერ განხორციელებულმა ტრანსფერებმა „სიტის” ჩემპიონის ტიტული მოუტანეს, ახლა კი ჯერი ჩემპიონთა ლიგაზეა, სადაც რობერტო მანჩინის შეგირდებმა უნდა დაამტკიცონ, რომ შემთხვევით არ გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. ხავი გარსიას დამატებით, „სიტი” მზად უნდა იყოს ნებისმიერი დონის მეტოქესთან ღირსეული ბრძოლისთვის.

 

скачать dle 11.3