კურნიკოვას ახალი ფოტოსესია
ერთ დროს პლანეტის ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი, ანა კურნიკოვა დამსახურებულ პენსიაზეა და დროის უმეტეს ნაწილს თავის „ბოიფრენდთან“, ენრიკე იგლესიასთან ატარებს. ამასთანავე, ანა არც თავის მეორე პროფესიას, მოდელობას ივიწყებს და სიამოვნებით პოზირებს სხვადასხვა ჟურნალისთვის. ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესია ანასთან ავსტრალიური ჟურნალისთვის გაიმართა და 31 წლის ქერა ლამაზმანი საკმაოდ თამამი სამოსით წარდგა ფოტოგრაფის წინაშე.