ვერონიკას სურს, გახდეს „მის იტალია”
იტალიური ფრენბურთის კლუბი, „კასტელფრანკო” ჯერჯერობით შედეგებით ვერ ბრწყინავს და რანგით დაბალ დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა ყურადღებას სპორტის მოყვარულებისგან მაინც არ არის მოკლებული. საქმე ისაა, რომ კლუბის ფრენბურთელმა, მომხიბლავმა ვერონიკა მაფეიმ „მის იტალია 2012-ში“ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და იმის გათვალისწინებით, რომ შავგვრემანი ლამაზმანი სრულად აკმაყოფილებს კონკურსის ორგანიზატორების მოთხოვნებს, რეალური შანსი აქვს, რომ ყველაზე ლამაზი მისი გახდეს იტალიაში. ცნობილია, რომ ფრენბურთის იტალიელი ქომაგები სწორედ ვერონიკას უჭერენ მხარს.