ბოლტის ოცნება ასრულდება
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ იამაიკელი რეკორდსმენი სპრინტერის, უსეინ ბოლტის ოცნებაა, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ფეხბურთის თამაში და ახლახან, „მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა სენსაციური ინფორმაცია გაახმოვანა. ის მზად არის ბოლტი გამოსცადოს და გუნდში ადგილი გამოუძებნოს. საუბარია ამხანაგურ მატჩზე, რომელიც მომავალ წელს „რეალთან” გაიმართება და მოედანზე უსეინ ბოლტი, სავარაუდოდ, „წითელი ეშმაკების” მაისურით გამოვა. საინტერესო იქნება, თუ როგორ გაუმკლავდებიან მადრიდელი მცველები ადამიანს, რომელიც 100 მეტრს 9,63 წამში გარბის.