შუმახერის საპატიო მოქალაქეობა
„ფორმულა ერთის” შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი ბელგიურ ქალაქ სპას საპატიო მოქალაქე გახდა. ქალაქის მერის, ჯოზეფ უსას თქმით, შუმახერმა ხელი შეუწყო სპაში მდებარე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სარბოლო ტრასის პოპულარიზაციას. სწორედ „სპა-ფრანკორშამზე” შედგა შუმახერის დებიუტი „სამეფო რბოლებში” და აქ მოიპოვა მან პირველი ისტორიული გამარჯვება „ფორმულა ერთში”. ცნობისთვის, სულ ახლახან მიხაელ შუმახერმა თავისი მესამასე რბოლა გამართა „სამეფო რბოლებში” და ამ შედეგით ისტორიაში მეორე პილოტი გახდა.