კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ადამიანის ოჯახში ინახებოდეს კათოლიკური ხატი?

პასუხი: შესაძლოა, სახლში გქონდეთ კათოლიკური ხატი ან, თუნდაც, სხვა არამართლმადიდებლური ნივთი, მაგრამ, გააჩნია, თქვენ როგორი დამოკიდებულება გექნებათ მისადმი. კათოლიკურ ხატზე არ შეიძლება ლოცვა და სანთლის დანთება, ანუ, არამართლმადიდებლურ ნივთებს არ უნდა აღიქვამდეთ, როგორც სიწმინდეს და მათ უნდა უყურებდეთ, როგორც ჩვეულებრივ ნივთს.

კითხვა: რა შემთხვევაში შეუძლია ცოლ-შვილის პატრონ მამაკაცს ბერად შედგომა?

პასუხი: ეკლესიის კანონმდებლობით, ბერად შედგომის უფლება მამაკაცს ენიჭება ორივე მეუღლის ორმხრივი თანხმობის შედეგად. ოღონდ, მამაკაცს ოჯახში დარჩენა ჰმართებს ყველა შვილის ზრდასრულ ასაკამდე.

კითხვა: უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი ხელახლა, თუკი იეღოველთა სექტიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბრუნდება?

პასუხი: ნათლობის განმეორება არ შეიძლება. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში დაბრუნების შემდეგ ადამიანს მოძღვარი აძლევს სასჯელს – ეპიტიმიას. უმჯობესია, ასეთ საკითხებზე პირადად თქვენს მოძღვარს გაესაუბროთ.

კითხვა: რას ნიშნავს სიტყვა „ამინ!“

პასუხი: სიტყვა „ამინ“ ნიშნავს: – „დიახ“, „ჭეშმარიტად“, „დაე, ასე იყოს.“ ეს სიტყვა არის ჩვენი წრფელი სურვილის გამოხატულება, რათა ღმერთმა შეისმინოს ჩვენი თხოვნა.  ამ სიტყვას დიდი ძალა აქვს.

 

скачать dle 11.3