კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“

 

„მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, ხოლო ჩემი ზეციური მამა მევენახეა. ის ჩემგან მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს, ნაყოფიერს კი განწმენდს, რომ მეტი ნაყოფი გამოიღოს.

მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები ხართ. როგორც ლერწი ვერ გამოიღებს ნაყოფს თავისით, ვაზის გარეშე, ასევე – თქვენც. ვინც ჩემთან იქნება და მე კი მასთან, ის მრავალ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგეძლებათ. ვინც ჩემთან არ იქნება, ნასხლავი ლერწივით გახმება, აიღებენ და ცეცხლში ჩაყრიან“.

იოანე 15, 1-6

დიდი ძალა აქვს კეთილ მაგალითს. ქრისტიანისთვის ყველაზე დიდებული მისაბაძი მაგალითია უფალი იესო ქრისტე, მისი ამქვეყნიური ცხოვრება. მაგრამ, ქრისტეს რომ მიჰბაძო, ჯერ კარგად უნდა შეიცნო იგი.

ამ საქმეში თვითონ უფალი გეხმარება: სანატრელ ღვთის სიტყვას პურივით გაწვდის და ამბობს: „მე ვარ პური“. ღვთაებრივ ნათელს სამოსელივით შემოგახვევს და ამბობს: „მე ვარ ნათელი“. თავისი სიკვდილითა და აღდგომით კი ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენებს და ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. მარადიული სიცოცხლის სამყოფელში შემავალ კარსაც უფალი გიღებს და ამბობს: „მე ვარ კარი“.

ამქვეყნად ხორციელად მოსული იესო ქრისტე ვერ დაინახეს და ვერ იცნეს. უფალი ცდილობდა, თავისი მოწაფეებისთვის დაენახვებინა, თუ ვინ იყო ის, რისთვის ჩამობრძანდა ზეციდან და რა უნდა მიეღოთ მისგან.

და, აი, უფალმა მათ ვენახის, ვაზის მაგალითით თავი შეამეცნებინა და უთხრა: მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები ხართო.

ხომ გინახავს ვაზის ლერწები? ყურძნის მშვენიერ ნაყოფს სწორედ ისინი ისხამენ, მაგრამ, როგორც კი ვაზს მოაცილებ, სწრაფად ჭკნებიან. ასევეა ქრისტიანიც: თუ ქრისტესთან არის, ქრისტეს მცნებებს რწმენითა და სიყვარულით იცავს, მაშინ არაფერი ემუქრება; თუ არადა,  ფუჭი იქნება ყველა მისი სიტყვაც და საქმეც, და მთელი სიცოცხლედ ამაოდ ჩაივლის.

წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილმა, დემეტრემ, უმშვენიერესი საგალობელი უძღვნა ჩვენს მფარველს, ყოვლადწმიდა მარიამ ღვთისმშობელს. ამ საგალობლით დედა ღვთისმშობელს ასე ვაქებთ: „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული“.

ვენახი იმიტომ არის ჩვენი მფარველი დედა, რომ მან ვაზის მსგავსად გამოიღო კეთილი ნაყოფი და შვა უფალი იესო, ჩვენი მხსნელი. ღვინის მისაღებად ყურძენს ჯერ კრეფენ, მერე წურავენ, ყურძნის წვენი დადუღდება და დაღვინდება კიდეც. ასევე მოექცნენ ჩვენს უფალს: ამქვეყნად შობილი იესო ქრისტე შეიპყრეს, ტანჯეს, მოკლეს და მისი წმიდა სისხლი დაღვარეს.

ქრისტეს ეკლესიაში ზიარების წმიდა საიდუმლოს აღსრულების დროს სწორედ ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს პატიოსან სისხლად. აი, რატომ ბრძანებს უფალი: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“ და რატომ ვუგალობთ დედა ღვთისმშობელს: „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული!“

 

скачать dle 11.3