კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

დედოფალი ფინიების გარეშე დარჩა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ მეორის ძაღლები: კორგის ჯიშის მონტი და დორგის ჯიშის საიდერი, „ბიბისის” ცნობით, ცოცხლები აღარ არიან. დედოფლის ფინიები მას შემდეგ გახდნენ ცნობილები, რაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალისთვის მომზადებულ ვიდეოში გამოჩნდნენ დედოფალთან და ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელთან, მსახიობ დენიელ კრეიგთან ერთად. აღსანიშნავია, რომ კორგი მონტი დედოფლის უხუცესი ძაღლი იყო (13 წლის), რომელიც მანამდე დედა-დედოფალთან ცხოვრობდა. ბრიტანელ მონარქებს კორგის ჯიშის ძაღლები 1933 წლიდან ჰყავთ სასახლეში.  ეს ტრადიცია პირველმა მეფე გეორგ მეექვსემ დანერგა.

ობამას ლუდის რეცეპტის საიდუმლო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საჯარო გახადა იმ ლუდის რეცეპტი, რომელიც თეთრ სახლში იხარშება. ლუდის მოსახარშად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსეს და ამჟამად ხელმისაწვდომია ლუდის ორი სახეობის რეცეპტი: „თეთრი სახლის „თაფლის ველი” და „თეთრი სახლის „პორტერი”. ადმინისტრაციის ცნობით, „თაფლის ველი” პირველი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც დამზადდა თეთრ სახლში. მართალია, მანამდე ამერიკის პრეზიდენტები, ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი, ალკოჰოლური სასმელების დამზადებით იყვნენ გატაცებულნი, მაგრამ, არც ერთ მათგანს თეთრ სახლში არ უცხოვრია. თეთრ სახლში ლუდის მინი-ქარხნის არსებობის შესახებ ბარაკ ობამამ თავისი წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა, რის შემდეგაც ამერიკელებში ინტერესი გაჩნდა პრეზიდენტის ლუდის მიმართ.

პრინცესას საქველმოქმედო ესტაფეტა

ჰოლანდიის სამეფოს პრინცესა მაქსიმამ მონაწილეობა მიიღო ამსტერდამის არხების გადაცურვის ორკილომეტრიან ესტაფეტაში. ამსტერდამის მღვრიე არხები ცურვისთვის აკრძალულია, თუმცა, პრინცესას ინიციატივით მოწყობილი აქცია საქველმოქმედო იყო და ცურვაში მონაწილეებმა თანხები გადარიცხეს ამიოტროფიული სკლეროზით დაავადებული ადამიანების დახმარების ფონდში. თავად მაქსიმას ჰიდროკოსტიუმი ეცვა, რადგან, შემოდგომის ამ პერიოდში წყალი არხში განსაკუთრებით ცივია. მაქსიმა ჰოლანდიის პრინცის, ვილლემ ალექსანდერის მეუღლეა. მათ წყვილს სამი შვილი ჰყავთ: კატარინა-ამალია, ალექსი და არიანა, რომლებიც ჰოლანდიის სამეფო ტახტის პირდაპირი მემკვიდრეები არიან.

10 მილიონი – პორნოფილმისთვის

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრინცის, ჰარის შიშველი ფოტოები ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, მომავალი მონარქის მიმართ დაინტერესება გამოხატეს მსოფლიოს წამყვანმა პორნოსტუდიებმა. ამერიკულმა კომპანია „ვივიდ ენტერტეინმენტმა”, რომელიც პორნოგრაფიული ფილმების გამოშვებით არის დაკავებული, პრინცს 10 მილიონი დოლარი შესთავაზა ფილმში მონაწილეობის საფასურად. კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნეს პრინცს და მისგან პასუხს ელიან. შეგახსენებთ, რომ პრინც ჰარის შიშველი ფოტოები ლას-ვეგასში გადაუღეს, როდესაც ის თავის მეგობრებთან ერთად, კერძო წვეულებაზე, გახდაზე თამაშობდა ბილიარდს.

სომალის ახალი პრეზიდენტი

აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოს, სომალის, ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სომალის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტი ირჩევს და, მეორე ტურში, ხმათა უმრავლესობით, პრეზიდენტი გახდა პროფესორი, 56 წლის ჰასან შეიხ მაჰმუდი. მაჰმუდი ჰავიას კლანის წარმომადგენელია და მანამდე უნივერსიტეტში მუშაობდა; გარდა ამისა, იგი თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გაეროსთან და „უნისეფთან“, პოლიტიკაში კი 2010 წელს მოვიდა, როდესაც „მშვიდობის და განვითარების პარტია“ დააფუძნა. 

 

 

скачать dle 11.3