კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიწილებზე უიღბლონი

ანუ, „შენ ფული გადმორიცხე, არჩევნებს რას კითხულობო“

 

რადგან ისე მოხდა, რომ წიწილებიც კი ჩვენზე იღბლიანები აღმოჩნდნენ (მათ შემოდგომობით მაინც ითვლიან), დაზუსტებით არც საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რიცხვი ვიცით (ან კი როგორ გვეცოდინება, როდესაც მოსახლეობის აღწერა აგერ უკვე 12 წელია, არ ჩაგვიტარებია?!) და, არც მათი, ვინც ქვეყნიდან გასულია. ვერც გვეცოდინება, რადგან, ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა არალეგალია (აბა, ლეგალურად ევროპაში უქონლებს ვინ შეგვასუნინებს?! ჰოდა, არც გვასუნინებენ).

მართალია, არალეგალ მიგრანტთა რაოდენობა ჩევნთვის უცნობია, მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილია, ამ არალეგალთა (ლეგალებთან ერთად) გადმორიცხული თანხის ოდენობა და ეს თანხა სტაბილურად მილიარდ აშშ დოლარს უკაკუნებს ყოველწლიურად.

მეორე მხრივ, ამ გადმორიცხვებით არალეგალები არა მხოლოდ თავიანთ ოჯახებს არჩენენ (რითაც სახელმწიფოს, უნებლიეთ, სოციალურ ტვირთს უმსუბუქებენ), არამედ, ლარსაც ამყარებენ და იმპორტწაღებულ ქვეყანაში ვალუტის მარაგსაც ქმნიან.

ამ დამსახურებების მიუხედავადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ისინი, უფრო ზუსტად, მათი უდიდესი ნაწილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 54 963-ს შეადგენს (არადა, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ მხოლოდ 54 963 ადამიანი წელიწადში მილიარდ დოლარს ვერ გადმორიცხავს), ხოლო, მათგან ხმის მიცემას მხოლოდ 42 613 შეძლებს, რადგან, საბოლოოდ, საკონსულოების მიერ მოწოდებულ სიებში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობად სწორედ ეს ციფრია მითითებული. თუმცა, მაგალითად, 2012 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია უცხოეთში, სულ რაღაც, 1 409-მა ამომრჩეველმა გაიარა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, თუ მთლად სამშობლოს არა, ცესკოს დამოკიდებულება თავისი გადახვეწილი შვილებისადმი საიათნოვასეულია: შენ ხილი ჭამე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხილი ჭამეში, ცხადია, ფული გადმორიცხე იგულისხმება), მებაღეს (ანუ არჩევნებს) რას 

კითხულობო?!

 

скачать dle 11.3