კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „დააყრუეს“ ქართველი კალათბურთელი მეგობრებმა

ერთხელ მე და მოსეშვილი ერთმანეთს „შევეკარით“ და ვალოდია უგრეხელიძეს „ვაღადავებთ“: ლევანმა თვალი ჩამიკრა და რაღაც უთხრა ტუჩების ცმაცუნით.
– ვერ გავიგე, – ბუნებრივია, გაუკვირდა ვალოდიას.
– ეს ყრუა? – გადმომხედა მოსეშვილმა.
– დაყრუვდა, ალბათ, – დავუმოწმე მე.
– რა ყრუ, რის ყრუ! ყრუები თქვენ ხართ!.. არ იმჩნევს ვითომ.
– რამე თქვა ახლა ამან? – მეკითხება მოსეშვილი.
ვალიკო გაოცებული გვიყურებს.
მეორე დღეს ლევანმა მაშინ იშვიათი „განძი“ – „სპიდოლა“ იყიდა და დადგა მაგიდაზე.
ჩართო და ჩაუწია ხმას ბოლომდე. ჩვენ „ვუსმენთ“ და რიტმულად ვირხევით (ვითომ მუსიკას ვყვებით). უგრეხელიძე სერიოზულად შეეჭვდა:
 – რას იმანჭებით?
 – კაცო, ჯაზია და ვყვებით.
– რა ჯაზი! ჯაზი კი არა, არაფერიც არ ისმის, ბრაკი შემოგასაღეს, თქვე შტერებო!
ყურთან მივუტანე ტუჩები:
– ჩემი ხმა გესმის თუ მართლა დაყრუვდი?
– მესმის რომელია! ყრუ ბებიაშენია, თუ კაია.
– აა... ახლოდან კი ესმის, – გადავხედე მოსეშვილს.
– ახლოდან არ ყოფნის საქმეს, – თქვა ლევანმა და განაგრძო უხმოდ ტუჩების ცმაცუნი.
– ბოლოს რა თქვა ახლა ამან? – ისევ დაეჭვდა ვალიკო.
– თუ მოვიგეთ, არ წავაგებთ ხვალო... გაიგე?
– რაო?
– რაო კი არა, გესმის ახლა შენ რამე?
– ყურთან რო ჩამყვირებ, მესმის, აბა, არ მესმის? ყრუ შენ თვითონ ხარ!
ისევ ავაცმაცუნე ტუჩები (ვითომ ლევანს ველაპარაკები), ისიც ტუჩების ცმაცუნით მპასუხობს.
– ვაიმე! – ცუდი ფერი დაედო ვალოდიას, – მართლა დავყრუვდი! – თქვა სასოწარკვეთილი გამომეტყველებით, მაგრამ, მეგობარი ბოლომდე ვეღარ გავწირეთ და ყველაფერში გამოვუტყდით. სულ ხომ არ გავწირავდით.
... ორი დღე პირდაპირ გვლანძღავდა. ბოლოს, როგორც იქნა, შემოგვირიგდა. ან, რა გზა ჰქონდა? პირი ცხვირს დაშორდება?! – არა!
ვეტერანი კალათბურთელის ვალერი ლომაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3