ციხიდან გაქცეული ჭიჭიკია მეორე დღესვე თავისი ფეხით დაბრუნდა უკან. მიესივნენ ჟურნალისტები და ყველას ერთი კითხვა ჰქონდა: – რატომ დაბრუნდით‚ თქვენ ხომ ვერ გიპოვეს? არ გერჩივნათ თავისუფლებაზე ყოფნა? – რაის თავისუფლებაა ეს? მთელი დღე ხან სად ვიმალებოდი‚ ხან –
***
არაფერი ამ ექიმებმა არ იციან... ფსიქოლოგი მეუბნება‚ თუ სმას არ შეეშვები‚ ცოლს გამოემშვიდობეო‚ თერაპევტი მეუბნება – ღვიძლსო... აბა ერთი მითხარი‚ რომელს უნდა დავუჯერო?!
***
შუქნიშანთან წითელ შუქზე მანქანები გაჩერდნენ‚ ბიჭმა გვერდზე მდგომ მანქანაში საჭესთან მჯდარ გოგონას შეხედა და „შებმა“ დაუწყო. გოგონამ ირონიულად გადმოხედა:
– მე ნუკი მიყურებ‚ ჩემს მანქანას შეხედე – ამის მყიდველი მომაკლებს რამეს?!
***
– ხელზე რა მოგივიდა? – ეკითხებიან სვან წვევამდელს საექიმო შემოწმების შემდეგ.
– თითიდან სისხლს მიღებდნენ.
– მთელი ხელი რატომ გაქვს თაბაშირში?
– არ ვაღებინებდი...
***
გამოცდაზე სტუდენტმა აიღო ბილეთი‚ დახედა‚ უცბად ისევ დადო და სხვა ბილეთებში შეურია...
– რატომ დადე ბილეთი?
– პატივცემულო‚ მე-13 იყო, თარსი... მე კი ძალიან მჯერა ასეთი რაღაცეების...
პროფესორმა სასწრაფოდ მონახა ბილეთებში მეცამეტე ნომერი და სტუდენტს მისცა.
სტუდენტმა შესანიშნავად უპასუხა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.
– შენ რა‚ ყველაფერი ასე კარგად იცი?
– არა‚ მხოლოდ მე-13 ბილეთი.
***
– მაიმუნები‚ თურმე‚ ორგაზმს არ განიცდიან?
– იქნებ‚ შენ ფრიგიდული შეგხვდა?
***
მიხოს ქალაქიდან სტუმარი ეწვია და მეორე დღეს აუტყდა‚ დათვზე სანადიროდ წამიყვანეო.
– კარგი‚ წაგიყვან‚ ოღონდ, დათვზე ნადირობის მთავარ წესს გასწავლი: როცა დათვს დაინახავ და თოფი არ გავარდება‚ გადადგი ერთი ნაბიჯი ჯერ მარჯვნივ‚ შემდეგ – უკან‚ მერე კიდევ გადადგი ჯერ მარჯვნივ, მერე უკან და ასე გამოიქეცი.
– კი მაგრამ, ასე რატომ?
– შენ მძღ...ში რო არ ჩაკრა ფეხი‚ ჯო!..
***
ბედნიერი ქორწინებაა, როდესაც ხედავ მაგარ მამაკაცს და ფიქრობ: „რა მაგარი პერანგი აცვია! ხვალვე გავივლი მაღაზიაში და ჩემს ქმარს ასეთს ვუყიდი”.
***
დგას ეზოში ჩაფიქრებული ტიპი. მეზობელი ეკითხება‚ რა გჭირსო.
– ეჭვი მეპარება...
– რაში გეპარება ეჭვი?
– გუშინ ქორწილში ვიყავით... მე მცემეს‚ ჩემი ცოლი გააუპატიურეს‚ დღეს კი ისევ იქ დაგვპატიჟეს ხაშზე‚ პახმელიაზე გამოსასვლელად. ჩემი ცოლი მიდის‚ აი, მე კი – ეჭვი მეპარება...
***
საკურორტო რესტორანში მამაკაცი შევიდა.
– თუ შეიძლება‚ მომიტანეთ ორი ხაჭაპური – ერთი ნაკლებად გამომცხვარი‚ ნახევრად ცომი‚ მეორე – თითქმის დამწვარი; ორი მწვადი – შიგნით უმი‚ გარედან – ნახშირიანი‚ ოცი ხინკალი – მარტო ხორცის ნახარშით...
– რაღაც, უცნაური შეკვეთაა ვფიქრობ‚ რომ მოცდა მოგიწევთ...
– რა ვიცი‚ გუშინ ათ წუთში მომიტანეთ ზუსტად ასეთი მომზადებული...
***
– შვებულება აფრიკაში გავატარე და თან პატარა ნიანგიც გამოვაყოლე...
– მეზობლები პროტესტს არ გამოთქვამენ?
– რომელი მეზობლები?
***
– ახალგაზრდავ‚ მთელი საღამო თავს დამტრიალებ‚ ეტყობა‚ საწოლში გინდა შემითრიო...
– არა‚ ღმერთი‚ რჯული! ფიქრადაც არ მომსვლია...
– აბა‚ ტყუილად რა ტვინს მიბურღავ, „დავაი“ აქედან!..
***
– ყველა კაცი ერთნაირია – ყველას მარტო ერთი რამე უნდა... მაგრამ‚ რატომ ჩემგან არა?!
***
მთვრალი კაცი ქუჩაში მიბანცალებს.
– სად მიდიხართ? – ეკითხება პატრული.
– ლექციას უნდა მოვუსმინო ალკოჰოლიზმის მავნებლობაზე...
– კი მაგრამ‚ ამ შუაღამისას ლექციას ვინ ჩაგიტარებთ?
– ცოლი და სიდედრი!
***
საარჩევნო კამპანია. შეხვედრა ამომრჩევლებთან.
– აბა‚ ძვირფასო ამომრჩევლებო‚ აძლევთ ჩვენს პარტიას ხმას?
– არა! არა!
– გამოვხატოთ ჩვენი აზრი არჩევნებზე და ავსახოთ ბიულეტენში‚ რომ ხმას არ ვაძლევთ ამ პარტიას?
– დიახ!
– მაშ‚ საარჩევნო უბანში მისულებმა შემოვხაზოთ ამ პარტიის ნომერი!
***
– რა ეწოდება იმას‚ რის მიღებისას ადამიანის ტვინი ატროფირდება და კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებს? ოო... ვერ გამოიცანი‚ ალკოჰოლი კი არა‚ „სემიჩკა“!
***
– კოკორო‚ კოკორო‚ საით გაგიწევია?
– რა გააწყალეთ გული! ჯერ ერთი, ფეხმძიმედ ვარ და, თანაც‚ კოკორი კი არა, დიუმოვოჩკა...
***
– სანდრო‚ მისმინე და ყოველ წუთს საათზე ნუ იყურები!
– მასწ‚ მეშინია‚ ზარმა არ შეგვაწყვეტინოს თქვენი არაჩვეულებრივად საინტერესო გაკვეთილი...