კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვენახის შესაწამლ აპარატში ცოლისგან გადამალული ფული ქმარს ხუთწლიან პატიმრობად დაუჯდა

თემურ კ-შვილს ცოლთან გაყრა ხუთწლიან პატიმრობად დაუჯდა. კაცი, რომელიც გაყრისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა, ციხეში იმ 6 000 ლარის გამო მოხვდა, რომელსაც ცოლისგან მალულად აგროვებდა, თუმცა სწორედ ცოლის „წყალობით“, კინაღამ მთლიანად დაკარგა თანხა. საქმე ისაა, რომ ფულის სამალავად თემურ კ-შვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, ვენახის შესაწამლი აპარატი შეარჩია, რომელიც მისმა ცოლმა მეზობელს ათხოვა...
ფული გაფუჭებას გადარჩა, მაგრამ მომხდარის გამო აღშფოთებულმა ქმარმა ცოლიც და მეზობელიც სასტიკად სცემა. თუმცა, ვინაიდან არც ბრალდებულის ცოლი და არც მეზობელი არ აღმოჩნდნენ ალალმართლები, სასამართლომ ცემა-მუქარის ბრალდებით დაკავებული თემურ კ-შვილიც დაინდო – მას 3 წლით პატიმრობა კი მიუსაჯა, მაგრამ, შემდეგ 5 წელი პირობითი სასჯელით შეუცვალა. მთავარი კი ისაა, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთისგან არა მხოლოდ საბოლოოდ დაისვენა, არამედ, გაყრა ყოველგვარი ქონებრივი დავის გარეშე მოაგვარა, რასაც პროცესზე გამჟღავნებული საიდუმლოებების გარეშე ვერ შეძლებდნენ.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბრალდებულ თემურ კ-შვილის მეუღლემ, დალი მ-მ, მეზობელს, რომან ც-ს, ქმრის დაუკითხავად ათხოვა ვენახის შესაწამლი აპარატი. ეს ამბავი მოულოდნელად გახდა ცნობილი სახლში შემთხვევით დაბრუნებული ქმრისთვის, რის გამოც მან ჯერ ცოლს სცემა სასტიკად, შემდეგ კი ანგარიშის გასასწორებლად მეზობელთან გავარდა და შვილების თანდასწრებით მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულებმა ტვინის შერყევა მიიღეს და ორივე საავადმყოფოში აღმოჩნდა. რაც შეეხება თემურ კ-შვილს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ცოლის სახლიდან ბარგს ეზიდებოდა. ჩხრეკის შედეგად, გარდა მისი კუთვნილი 5 987 ლარისა, პოლიციამ მას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი უპოვა. თემურ კ-შვილს ფული სათუთად გახვეული ედო შარვლის უკანა მარცხენა ჯიბეში.
თემურ კ-შვილი და მისი მეუღლე, დალი მ., დაქორწინების შემდეგ კახეთში, დალის ბინაში ცხოვრობდნენ. ისინი დაახლოებით 11 წლის წინ შეუღლდნენ. ცოლის მშობლების წყალობით, ოჯახს არაფერი აკლდა, მაგრამ, ჯერ სიდედრის, მერე კი სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.  
თემურ კ-შვილი სატვირთო მანქანაზე მძღოლად მუშაობდა. თვითმხილველთა თქმით, მას კარგი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, ერთმანეთს თვეების განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ, რის გამოც დალი მ საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლით ირჩენდა თავს.
როგორც შემდეგში განსასჯელმა ახსნა ჩვენებაში, ოჯახში დაძაბულობის მიზეზი მისი ცოლის საქციელი იყო, კერძოდ, მან სრულიად მოულოდნელად გაიგო, რომ დალი მ-მ მას ასაკი დაუმალა: თემურ კ-ს ცოლის დაბადების მოწმობა შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და აღმოაჩინა, რომ დალი მასზე სამი წლით უმცროსი კი არა, ხუთი წლით უფროსი, ანუ, დაქორწინების მომენტში 41 წლის იყო. ამ ტყუილის გამო კი ქმარმა ცოლზე გული აიცრუა, რადგან, დარწმუნდა, რომ შვილი დალის ასაკის გამო არ ეყოლათ და, ჩანს, ამ საკითხზე ცოლ-ქმარმა სერიოზულად იჩხუბა. როგორც დაზარალებულის ცოლი ჩვენებაში წერს, მათ შორის ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ მასა და მის ქმარს ბოლო 7-8 წლის განმავლობაში აღარ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა და ქმარს არც ამტყუნებდა...
სწორედ ამ მიზეზების გამო, ბრალდებული ქმარი ჩვენებაში წერს, რომ  ცოლისგან წასვლა გადაწყვიტა და მალულად ფულის შეგროვება დაიწყო. მისი თქმით, თანხას რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა და ვენახის შესაწამლ აპარატში ინახავდა. მისი აზრით, ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო, მაგრამ, სულ ტყუილად – ერთ მშვენიერ დღეს, მისმა ცოლმა აპარატი მეზობელს  ათხოვა...
განსასჯელის ჩვენებიდან: „დალი რომ გამაცნეს, ძალიან კეთილშობილი ადამიანი მეჩვენა. დაქორწინებამდეც რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ, როდესაც მათ სახლში გადავედი საცხოვრებლად, მივხვდი, რომ მისი კეთილშობილება მოჩვენებითი იყო. მშობლებს იმდენად აგდებულად ელაპარაკებოდა, დავრწმუნდი, რომ სულ სხვა ადამიანი მოვიყვანე ცოლად. დედ-მამასთან ასეთი დამოკიდებულების მიზეზი რომ ვკითხე მიპასუხა: ყველაფერს იმსახურებენ, ჩემთვის მეტის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ, სხვებს გაუკეთესო. მათ ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ, თუმცა, დალის ჩემი თანდასწრებით მშობლებთან უხეში ტონით საუბარი ავუკრძალე.
ქორწინებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ ჩემი სიდედრი, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ – სიმამრიც გარდაიცვალა. მემკვიდრეობის საკითხების მოსაგვარებლად ამ პერიოდში საჭირო გახდა დალის საბუთები და, სრულიად შემთხვევით, ხელში ჩამივარდა მისი პირადობის მოწმობა. ინსტინქტურად გადავშალე და აღმოვაჩინე, რომ ცოლი ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, ბოღმა მახრჩობდა და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ, არ მინდოდა, მასავით მოვქცეულიყავი და, ამიტომ, დაბადების მოწმობა პირდაპირ დალის მივუტანე. რომ გავუწოდე, გაშრა, ცოტა ხნის შემდეგ კი მითხრა, რომ ყველაფერი მისი მშობლების ბრალი იყო. დალის თქმით, ის პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ, ბიჭის სიღარიბის გამო მშობლებმა რამდენიმე დღეში  სახლში დააბრუნეს. წლების შემდეგ კი იძულებული გახდა, დაბადების მოწმობა გაეყალბებინა, რადგან, ასაკის გამო არავინ ითხოვდა...” – წერს განსასჯელი, რომლის თქმით, ამ ამბის შემდეგ  დალი კიდევ უფრო უხასიათო გახდა.
თემურ კ-შვილის ჩვენებიდან: „ხასიათს დღეში რამდენჯერმე იცვლიდა. ხან რას ითხოვდა, ხან – რას. უმიზეზოდ ეჭვიანი გახდა – დარწმუნებული იყო, რომ ვღალატობდი და დასაძინებლად სხვა ოთახში გადავიდა. თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა. ვეჭვობდი, რომ ვიღაც აქეზებდა და, მოგვიანებით, მართლაც, დავადგინე, რომ ეს ვიღაცა ჩვენი მეზობელი რომან ც. იყო, რომელიც თავიდანვე არ მიყურებდა კარგი თვალით. თვითონ ცოლს გაცილებული იყო და რამდენჯერმე ჩემთვისაც უთქვამს, დალი შენი შესაფერისი არ არისო. დალის კი საპირისპიროს ეუბნებოდა – რომ ცოლად მე არ უნდა გამომყოლოდა...
ჩემი და დალის ურთიერთობა საბოლოოდ ისე დაიძაბა, რომ ცოლ-ქმარი ფორმალურად გვერქვა. სწორედ ამ პერიოდში დავუახლოვდი გულოს. არ დავმალავ, მქონდა მასთან ინტიმური ურთიერთობა. მართალია, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, მაგრამ, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ ჩემთან დადიოდა. ვიმედოვნებდი, რომ მასთან შვილის ყოლის შანსი მქონდა და, ამიტომ, ფულის შეგროვება დავიწყე. არ ვიცოდი, ფული სად დამემალა და, მეტი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ვენახის შესაწამლ აპარატში ჩავდე, რადგან, მას ჩემ გარდა არავინ იყენებდა. სამი წლის განმავლობაში 6 000 ლარს მოვუყარე თავი, ვვარაუდობდი, რომ ერთოთახიანის ყიდვას და იქ გულოს გადაყვანას შევძლებდი, მაგრამ, კინაღამ ფული გამიფუჭდა.   
როგორ გაიგო დალიმ ჩემი და გულოს ამბავი, არ ვიცი. მითხრა, რომ ჩემთან გაყრას აპირებდა. გამიხარდა, რადგან ეს მასზე მეტად მე მინდოდა. ამიტომაც, არ დამიმალავს, ვუთხარი, რომ ჩემი და გულოს ამბავი სიმართლე იყო და მასთან გაყრა მეც მინდოდა. ფაქტობრივად, არც გვიჩხუბია. მშვიდად მითხრა, რომ, მე თუ ჩემი ცხოვრება მქონდა, მას თავისი ექნებოდა. ისეთი ტონით მელაპარაკებოდა, ვიღაცა აშკარად შეთვალიერებული ჰყავდა. არც უარუყვია – შენ თუ შვილი გინდა, მე შვილიანს გავყვებიო და ამ საუბარში რომან ც. ახსენა. ბოლო დროს დალი მათთან  ხშირად დადიოდა, მაგრამ, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
მომხდარის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შესაწამლი აპარატი რომან ც-მ სახლიდან ჩემს გასაღიზიანებლად წაიღო. მან იცოდა, რომ დალი სპეციალურად გავაფრთხილე, ჩემი ნივთები ჩემს უკითხავად არავისთვის, მით უმეტეს, რომან ც-სთვის არ გაეტანებინა, რადგან, რაც ჩვენი სახლიდან მიჰქონდა, უკან აღარ აბრუნებდა და ბოლოს საჩხუბარი ხდებოდა”.
თემურ კ-შვილი რომან ც-ს სწორედ იმ მომენტში დაადგა თავზე, რომდესაც ის გამზადებული შაბიამნის აპარატში ჩასხმას აპირებდა. ჩასხმის შემთხვევაში ფული გაფუჭდებოდა, მაგრამ, თემურ კ-შვილმა იმარჯვა, ჯერ აპარატს დაარტყა ფეხი და შორს მოისროლა, შემდეგ კი რომან ც-ს შვილების თანდასწრებით სცემა...
თემურ კ-შვილი დააკავეს, თუმცა, გამოძიებამ, როგორც ცემის თვითმხილველები, დაკითხა დაზარალებული რომან ც-ს შვილები და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, განსასჯელის სასარგებლოდ ჩვენება სწორედ მათ მისცეს.
16 წლის ლიზას ჩვენებიდან: „დალი ჩვენთან ხშირად მოდიოდა და, ხან რა მოჰქონდა ხან – რა. მისი მოსვლის შემდეგ მამა ყველგან გვიშვებდა, არადა, მანამდე არსად წასვლის უფლებას არ გვაძლევდა, სადმე თუ წავიდოდით, გვცემდა. 
თავიდან რომ მოვეშორებინეთ დალიც ათას რამეს გვავალებდა მე და ჩემს დას, მაგრამ თავისი ქმარი რომ მოდიოდა, ჩვენი სახლიდან გიჟივით გარბოდა.
იმ დღეს მისი ქმარი ჩვენთან სირბილით მოვიდა, ჯერ ვენახის შესაწამლი აპარატი გადააგდო, შემდეგ კი მამას სცემა. მე და ჩემი და ვტიროდით, ვეუბნებოდით, რომ მისი ცოლი ჩვენს სახლში თვითონ მოდიოდა, ჩვენ მათ სახლში არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ, ის მამას აგინებდა და არ უშვებდა. ალბათ, მამაჩვენს თავისი ცოლის გამო სცემდა, რადგან მამას მაგ კაცისთვის არაფერი დაუშავებია”, – განაცხადა ბავშვმა, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ დალის ქმარი კარგი კაცი იყო, მამამისს კი ცოლის ცუდი საქციელის გამო სცემა...
რაც შეეხება დაზარალებულ რომან ც-ს, მისი ჩვენების თანახმად, იმ დღეს ვენახი რომ არ შეეწამლა, ვაზი გაუფუჭდებოდა, მაგრამ, რადგან თავისი შესაწამლი აპარატი გაუფუჭდა სათხოვნელად მეზობელთან გავიდა. „თემურის სახლში არყოფნის გამო, დალის აპარატის თხოვება არ უნდოდა, მაგრამ, დავპირდი, რომ მისი ქმრის მოსვლამდე აუცილებლად დავუბრუნებდი უკან. სწორედ ამიტომ ვჩქარობდი ვენახის შეწამვლას, მაგრამ, მოულოდნელად თავზე თემური დამადგა... ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა, რომ ჩემზე და მის ცოლზე ვიღაცამ ცუდად მიუტანა ენა და, ვარწმუნებდი, ჩვენს შორის არაფერი ხდება-მეთქი. თემური არ ჩერდებოდა, მუშტებს სახეში მირტყამდა და მეც და მის ცოლსაც გვაგინებდა. სისხლი მომდიოდა, მაგრამ, ის მაინც არ ჩერდებოდა, ბოლოს კი თავის აპარატს ხელი დაავლო და წავიდა...” – წერს ჩვენებაში დაზარალებული.
არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ, დაზარალებულებმა მხოლოდ სასამართლოზე გაიგეს, რა ინახებოდა ვენახის შესაწამლ აპარატში და რატომ სცემდა მათ თემური. აღიარებითი ჩვენება ამის შესახებ გამოძიებას თავად განსასჯელმა მისცა...
იმის გათვალისწინებით, რომ დალი მ-სა და რომან ც-ს მძიმე ხარისხის დაზიანებები არ მიუღიათ, სასამართლომ ბრალდებული დაინდო და მხოლოდ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც 5 წელი პირობითი სასჯელით შეუცვალა...

скачать dle 11.3