რა მოხდა ამ დღეს
10 სექტემბერი
1835 – გაიხსნა პირველი რკინიგზა გერმანიაში, მარშრუტით – ნიურნბერგი-ფიურტი, რომლის სიგრძე 10 კილომეტრი იყო.
1977 – ტუნისის იმპერატორი ხამიდა ჯანდუბი გაასამართლეს, როგორც მკვლელი. ის გახდა საფრანგეთში გილიოტინის უკანასკნელი მსხვერპლი. 4 წლის შემდეგ გილიოტინა, როგორც დასჯის იარაღი, აიკრძალა.
1981 – პაბლო პიკასოს „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მადრიდის მუზეუმში – „პრადოში“ მოათავსეს.
11 სექტემბერი
1795 – კრწანისის ბრძოლა.
1881 – მწვერვალ პლატენბერგკოფის ჩამოშლით წარმოშობილმა მეწყერმა შვეიცარიაში დაანგრია სოფელი ელმი. დაიღუპა 150 და სერიოზულად დაშავდა 200 ადამიანი.
1904 – ლივერპულში შენიშნეს უცნაური ფიგურა. ის დახტოდა სახლიდან სახლზე, რომელთა შორის მანძილი 10 მეტრი იყო.
1973 – პუტჩის დროს მოკლეს ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე.
2001 – მოხდა ტერორისტული აქტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. თვითმფრინავები შეეჯახნენ სავაჭრო პალატის „ტყუპებსა“ და პენტაგონის შენობას.
12 სექტემბერი
1683 – ოსმალეთის იმპერიის არმია დამარცხდა ევროპულ კოალიციასთან, ვენასთან ბრძოლაში. აქედან დაიწყო ოსმალეთის დასუსტება.
1953 – ჯონ კენედისა და ჟაკლინ ბუვიეს ქორწილი.
1958 – ჯერი კილბიმ შექმნა პირველი ელექტრონული ინტეგრალური სქემა.
13 სექტემბერი
1902 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები დამნაშავის დასადგენად.
1922 – ელ-აზიზიაში (ლიბია) აღინიშნა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – ჩრდილში +580C.
1942 – დაიწყო სტალინგრადის ბრძოლათა ეპოპეა.
14 სექტემბერი
1812 – ნაპოლეონის ჯარები შევიდნენ მოსკოვში. იმავე დღეს რუსებმა ცეცხლს მისცეს საკუთარი დედაქალაქი.
1857 – ბრიტანეთის ჯარებმა აიღეს ინდოეთის დედაქალაქი და ამით ჩაახშეს სიფაების აჯანყება.
1886 – ჯორჯ ანდერსონმა დააპატენტა საბეჭდი მანქანის ლენტი.
1939 – ჰაერში აიჭრა სიკორსკის პირველი ვერტმფრენი – VS-300.
15 სექტემბერი
1830 – გაიხსნა მსოფლიოში პირველი სარკინიგზო ხაზი – სტოკტონი-დარლინგტონი.
1916 – ბრძოლებში პირველად გამოიყენეს სატანკო ნაწილები.
1928 – ინგლისელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა ობის სოკოსგან გამოყო პენიცილინი.
1935 – ებრაელებს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა.
16 სექტემბერი
1908 – დაარსდა კორპორაცია ჯენერალ მოტორსი.
1955 – სამხედრო ბალისტიკური რაკეტის პირველი წარმატებული გამოცდა.
1983 – არნოლდ შვარცენეგერმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა.