კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ნიღაბი მზისგან მიღებული დამწვრობის მოსაშუშებლად.
პასუხი: ერთმანეთში კარგად აზილეთ 4 სადილის კოვზი ხაჭო და 4 სადილის კოვზი ტანის გელი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ალოეს ექსტრაქტი. მიღებული მასა მსუბუქი, წრიული მოძრაობით წაისვით მტკივნეულ ადგილებზე, 15 წუთის შემდეგ კი გაიწმინდეთ სველი ხელსახოცით.
კითხვა: მაქვს ძალიან ხვეული თმა. ყოველი დაბანის შემდეგ ვიუთოებ, მაგრამ, რამდენიმე საათის შემდეგ ისევ იხვევა. არსებობს თუ არა რაიმე მეთოდი, რომ გასწორებული თმა შემდგომ დაბანამდე არ დახუჭუჭდეს?
პასუხი: ახალდაბანილ სველ თმაზე წაისვით თმის გელი და კარგად ჩამოივარცხნეთ, გაიშრეთ ფენით და დაყავით თმა რამდენიმე სქელ მწკრივად. თითოეული მწკრივი დაახვიეთ მსხვილ „ბიგუდებზე“ (თმის ბოლოდან თავის კანამდე). ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით „ბიგუდები“ და თმის უთოთი გაიუთოეთ. ისევ ჩამოივარცხნეთ, ბოლოს კი ხელისგულებზე წაისვით 1-2 წვეთი თმის გელი და ხელები თმის მთელ სიგრძეზე რამდენჯერმე ჩამოისვით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს.
კითხვა: თმის შეღებვის დროს შუბლის მთელ ზოლზე მეღებება კანიც. მის მოსაშორებლად საპარიკმახეროში მომცეს რაღაც სითხე, რომელსაც „ლოკონი“ რქმევია. კანიდან საღებავი კი მომაშორა, მაგრამ, იმდენად საზიზღარი სუნი აქვს, კინაღამ ცუდად გავხდი. მაინტერესებს, არსებობს თუ არა შეღებილი კანის გასაწმენდად რამე შინაური საშუალება?
პასუხი: პირველ ყოვლისა, თმის შეღებვის წინ, შუბლზე და საფეთქლებზე, ანუ თმის ძირების გასწვრივ, შეიზილეთ ცხიმიანი მკვებავი კრემი – ეს მეტ-ნაკლებად დაიცავს კანს საღებავისგან. ჩამობანის წინ ბამბის ტამპონი დაასველეთ წყალში, გაწურეთ, ჩააწეთ სიგარეტის ფერფლში  და კარგად გაიწმინდეთ საღებავით დასვრილი კანი, მერე კი ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.
კითხვა: რა კოსმეტიკური საშუალებები უნდა ვიქონიო პლაჟზე, რომ კანი არ დამეწვას?
პასუხი: უპირველესად, აუცილებელია რუჯის მისაღები კრემი, რომელიც პლაჟზე გასვლამდე უნდა წაისვათ მთელ სხეულზე, მერე კი – ზღვაში ყოველი ბანაობის შემდეგ. გარდა ამისა, პლაჟზე თან უნდა იქონიოთ სპეციალური ზეთი და კანის დამაწყნარებელი გელი – მათი მეშვეობით თქვენი ნამზეური უფრო მუქი, თანაბარი და ხანგრძლივი იქნება.

скачать dle 11.3