კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დასცილდა უმა თურმანი ჰარი ოლდმანს და რა აკავშირებს მას ანონიმური ალკოჰოლიკების დახმარების ფონდთან

„ჩემს ცხოვრებაში დეპრესიული მომენტების არსებობას არ ვუჩიოდი და ღმერთის წყალობით, მსახიობობა და კინემატოგრაფია ჩემთვის ერთგვარ თერაპიად იქცა. ჩემში მცხოვრებ დემონებთან ბრძოლაში სწორედ კინო მეხმარება”, – ეს ფრაზა თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს, ბრიტანელ ჰარი ოლდმანს ეკუთვნის. „თბილისელების” ამ ნომერში ოლდმანის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ცნობებს გთავაზობთ.
* ცნობილი მსახიობის სრული სახელი და გვარია ლეონარდ ჰარი ოლდმანი. იგი 1958 წლის 21 მარტს დაიბადა ჩვეულებრივ ოჯახში. მამა შემდუღებლად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი გახლდათ. როცა ჰარი შვიდი წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა და ოჯახთან შეხება, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა. წლების შემდეგ ჰარიმ შეიტყო, რომ მამამისი, ალკოჰოლიზმისგან 62 წლის ასაკში უსახლკაროთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
*  მსახიობობამ ჰარი ოლდმანი ბავშვობიდან გაიტაცა. სკოლის პერიოდში სკოლის თეატრის სცენაზე თამაშობდა, ხოლო 14 წლის ასაკში გრინვიჩის თეატრის ახალგაზრდულ დასში აიყვანეს. იმ პერიოდში ჰარის ოჯახი ფინანსურად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო და დამწყებ მსახიობს სცენის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუწია. ჰარი ოლდმანს სხვადასხვა დროს მოუწია ემუშავა სპორტულ მაღაზიაში გამყიდვლად, პიცის დამტარებლად, შავ მუშად. მუშაობის მიუხედავად ოლდმანმა ინგლისური ლიტერატურის კურსები გაიარა და პიანინოზე დაკვრა ისწავლა.
* 1975 წელს ჰარი ოლდმანმა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა. იმ პერიოდში ის აღფრთოვანებული იყო მალკოლმ მაკდაუელის შემოქმედებით და ის კერპად მიაჩნდა, თუმცა, იმ პერიოდში აკადემიაში ჩარიცხვაზე მას უარი უთხრეს – ოლდმანი უპერსპექტივო მსახიობად ჩათვალეს, რომელსაც ბედი სხვა პროფესიაში უნდა ეცადა. უარის მიუხედავად, ოლდმანი კენტში გაემგზავრა, სადაც როუზ ბრუფორდის სასცენო ხელოვნების კოლეჯში ჩაირიცხა და 1979 წელს წარმატებით დაამთავრა კიდეც.
* 1980 წლიდან ჰარი ოლდმანი გლაზგოს თეატრის დასთან ერთად ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იყო გასტროლებზე. ის ბრიტანული თეატრის ახალგამომცხვარ ვარსკვლავად იქცა და რამდენჯერმე ბრიტანეთის თეატრალური ასოციაციის მიერ წლის საუკეთესო მსახიობადაც დასახელდა 80-იანი წლების შუა პერიოდში ჰარი ბრიტანულ სატელევიზიო სივრცეში ცნობილი სახე გახლდათ და გარდა ამისა, წლის დებიუტისთვის მას პრესტიჟული, ჟურნალ „ტაიმ აუტის” მიერ დაწესებული ჯილდოც მიენიჭა.
* 1986 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ალექს კოქსის ბიოგრაფიული ფილმი „სიდი და ნენსი”, ფილმი სკანდალური ბრიტანული პანკ-როკ ჯგუფის „სექს პისტოლზის” ფრონტმენის, სიდ ვიშესის ცხოვრებაზე იყო გადაღებული. ოლდმანმა კი იმდენად რეალისტურად გადმოიტანა ეკრანზე სკანდალური მუსიკოსის ცხოვრება, რომ კრიტიკოსებმა მის თამაშს მაღალი შეფასება მისცეს და წლის საუკეთესო კინოდებიუტად აღიარეს.
* 80-იანი წლების ბოლოს ჰარი ოლდმანი ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. მისი ჰოლივუდური როლებიდან აღსანიშნავია: ოლივერ სტოუნის „ჯფკ-ში“ შესრულებული ლი ჰარვი ოსვალდის როლი; ფრენსის ფორდ კოპოლას „ბრემ სტოკერის დრაკულაში” – გრაფ დრაკულას როლი; ლიუკ ბესონის „ლეონსა“ და „მეხუთე ელემენტში” შესრულებული უარყოფითი როლები; „უკვდავ შეყვარებულში” ბეთჰოვენის როლი და  „პრეზიდენტის თვითმფრინავში” ტერორისტის როლი, სადაც მას პარტნიორობას ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი უწევდა.
* 1997 წელს ჰარი ოლდმანმა საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი „ნილ ბაი მაუს”, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დამსახურა და 1998 წლის კანის კინოფესტივალის ნომინანტების სიაში მოხვდა. ცნობისთვის, ჰარი ოლდმანს ჰოლივუდში „მსახიობის მსახიობს” უწოდებენ, რადგან მასზე უკეთ არავის ძალუძს ახალი როლის ახლებურად მორგება, ხმის ტემბრის და საკუთარი გარეგნობის შეცვლა. ჰოლივუდში ხშირად ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოლდმანის როლების უმეტესობა მეორეხარისხოვანია, ის ახერხებს მთელი ყურადღების საკუთარ პერსონაჟზე გადატანას და საბოლოოდ, სწორედ ის ხდება ფილმის ვარსკვლავი და არა მთავარი როლის შემსრულებელი.
* 90-იანი წლების დასაწყისში ჰარი ოლდმანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ იმ პერიოდში გადაღებულ ფილმებში ის უგონოდ მთვრალი თამაშობდა. ცნობილი ფაქტია, რომ ფორდ კოპოლას „დრაკულას” გადასაღებ მოედანზე ჰარი ოლდმანს ხელიდან არ გაუგდია საყვარელი ვისკის, „ჯონი უოკერის” ბოთლი და აბსოლუტურად ყველა სცენას ნასვამი თამაშობდა. სწორედ ალკოჰოლიზმი გახდა უმა თურმანთან განშორების ძირითადი მიზეზი. ალკოჰოლიზმთან ბრძოლის გამო ოლდმანმა მცირე ხნით პაუზა აიღო კინოსგან და პენსილვანიის შტატში სპეციალურ კლინიკაში დაწვა სამკურნალოდ. ამჟამად მსახიობი ალკოჰოლს აღარ მოიხმარს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება.
* 1991 წელს ლოს-ანჯელესის პოლიციამ უგონოდ მთვრალი ჰარი ოლდმანი და კიფერ საზერლენდი ავტომობილის მართვისას დააკავა. დღემდე გასაიდუმლოებულია ის ფაქტი, თუ როგორ მართავდნენ ერთად ერთ ავტომობილს ჰარი ოლდმანი და კიფერ საზერლენდი. მსახიობები გონს მეორე დილით პოლიციის განყოფილებაში მოვიდნენ და ვერ იხსენებდნენ ბოლო 3 დღის მოვლენებს.
* ჰარი ოლდმანის სიმაღლე 178 სანტიმეტრია.
* კოლეგა მსახიობები ასე მოიხსენიებენ ჰარი ოლდმანს: ბრედ პიტი მას „ღმერთს” უწოდებს; რაიან გოსლინგი თავის უსაყვარლეს მსახიობად მიიჩნევს; ენტონი ჰოპკინსის აზრით, ოლდმანი ყველაზე ნიჭიერი და კრეატიული თანამედროვე მსახიობია; ხოლო დენიელ რედკლიფისი მომავალში უბედნიერესი იქნება, თუ მას ოლდმანს შეადარებენ. ცნობისთვის, „ჰარი პოტერის” სერიების გადაღებებისას დენიელ რედკლიფი და სირიუს ბლეკის როლის შემსრულებელი, ჰარი ოლდმანი დამეგობრდნენ და ასაკში სხვაობის მიუხედავად, ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
* ჯონი დეპი, შია ლებეფი, კრისტიან ბეილი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, ჯეისონ აიზეკი და კრის პაინი ჰარი ოლდმანს თავიანთ სამსახიობო კერპად მიიჩნევენ.
* ჰარი ოლდმანი თავის ორ საუკეთესო თვისებად სამართლიანობას და ერთგულებას მიიჩნევს.
* ჰარი ოლდმანს ოთხი ცოლი ჰყავდა: ლესლი მენვილი, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს; უმა თურმანი; დონია ფიორენტინო – მისგან ორი შვილი ჰყავს და ამჟამინდელი მეუღლე – ალექსანდრა ედენბორი.
* ჰარი ოლდმანი ინგლისური საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგია.
* კინოს გარდა, ჰარი ოლდმანი გატაცებულია მუსიკით. ის რამდენიმე საკრავზე უკრავს, მათ შორის ბას-გიტარასა და პიანინოზე. ჩაწერილი აქვს სიმღერა დევიდ ბოუისთან ერთად. ოლდმანის კიდევ ერთ გატაცებად ფოტოგრაფია სახელდება. ოლდმანი ხშირად აწყობს თავისი ფოტონამუშევრების გამოფენა-გაყიდვას და შემოსულ თანხას მთლიანად ანონიმური ალკოჰოლიკების დახმარების ფონდში რიცხავს.
* ცნობილ კომპიუტერულ თამაშში „ქოლ ოფ დიუთიში” ჰარი ოლდმანმა სერჟანტ რეზნოვის პერსონაჟი გაახმოვანა.
* ჰარი ოლდმანს ხშირად იწვევენ სარეკლამო რგოლებში გადასაღებად, მას იხილავთ „ნოკიას”, H&M-ის და „აბსოლუტის” რეკლამებში.
* წარმატებული როლების მიუხედავად, ჰარი ოლდმანი მხოლოდ ერთხელ იყო წარდგენილი „ოსკარის” ნომინაციაზე, 2012 წელს ფილმისთვის „ჯაშუშო, გამოდი გარეთ”.

скачать dle 11.3