კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირადი ქიმია


ადამიანებსაც აქვთ საკუთარი, პირადი ქიმია. დიახ, სწორედ რომ ქიმია. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ სკოლაში, მარტივ ცდებს რომ ატარებდით ერთმანეთში ურევდით უფერო სითხეებს და უცებ ის ჟოლოსფერი ხდებოდა, ან – იასამნისფერი... ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ზოგჯერ ექსპერიმენტი ამართლებს, ზოგჯერ კი – არა. რა შანსი გვაქვს იმისა, რომ ექსპერიმენტები ჩვენთვის სასარგებლო შედეგებით დასრულდეს? – მაგალითად, შესაძლოა, არც კი იცოდეთ, რომ ტირილიც და სიცილიც ქიმიური რეაქციების შედეგია... ასევე, აჩქარებული გულისცემაც და გაუგებარი მოუსვენრობის განცდაც. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ პროცესების მართვა, ხშირ შემთხვევაში, არ შეგვიძლია – აი, შიშის გამომწვევი რეაქციის ერთ-ერთი მიზეზიც. საერთოდ კი, ყველაფერი ჩვენს სისხლში მოფუსფუსე ჰორმონების ბრალია... მივყვეთ თანმიმდევრობით:
1. დოფამინი: ძალიან ჰგავს ნარკოტიკს. იცით, რომელი განცდაა? შეყვარებულის დანახვისას გული რომ ყელში გებჯინება, სუნთქვა გეკვრება და აზრებს ვერაფრით ალაგებ და ნელ-ნელა ამ ყველაფერზე დამოკიდებული ხდები. თუ ერთხელ მაინც განიცდით დოფამინის გავლენას, ორგანიზმი ისევ მოგთხოვთ ამას. ნებისმიერ ადამიანს უჭირს საყვარელ ადამიანთან განშორება, რადგან, დოფამინის ეფექტის განცდა სჭირდება. თუმცა, დრო და სიმართლე მკურნალია: ორგანიზმი ნელა, მაგრამ მაინც თავისუფლდება ამ მოთხოვნილებისგან და სწავლობს ცხოვრებას ყოველდღიური „ბედნიერების ინიექციების“ გარეშე.
2. ჰორმონი – „ძილი ნებისა“: ოფიციალური სახელია მელატონინი. ძველად, ადამიანებს მიაჩნდათ, რომ  იმიტომ გვძინავს ღამით და ვშრომობთ დღისით, რომ სიბნელეში მუშაობა კომფორტული არ არის. სინამდვილეში, ბიოქიმია თავის წესებს გვკარნახობს. სწორედ ღამით გამომუშავდება ჰორმონი მელატონინი, რომელიც გვაძინებს. ის ჩვენი ორგანიზმის „ღამის დარაჯია“: ებრძვის სტრესს, არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ანუ, ამ ჰორმონის 70 პროცენტი ღამით გამომუშავდება.
3. „ნდობის ჰორმონი“ – ოქსიტოცინი: ძალიან საყვარელი ჰორმონია. მისი  „კარნახით“ გვიჩნდება სურვილი ჩახუტების, მოხვევის, ნდობის, ვინმეს მხართან მიყუჟვის... ეს ჰორმონი ჭარბი რაოდენობით აქვთ კატებსა და ძაღლებს და ამიტომაც მიეკედლებიან ხოლმე ადამიანებს. ოქსიტოცინი ჭარბი რაოდენობით ჩნდება დედის ორგანიზმში, მაშინვე, როგორც კი მისი შვილი ქვეყანას მოევლინება. პატარა ამ ჰორმონს დედის რძიდან შეითვისებს. თუ ზოგჯერ ჩახუტების დაუოკებელი სურვილი გვიჩნდება, ეს ოქსიტოცინის მომატების შედეგია და ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით კი – მძიმე წუთებში, ოქსიტოცინის რეაქცია ნებისმიერ სიტყვებზე უფრო ეფექტურად მუშაობს.
4. „ბედნიერების ჰორმონი“ – სეროტონინი: – შოკოლადი, ბანანი, შოკოლადის ორცხობილა, ტორტი და – უცებ, ცხოვრება მშვენიერი ხდება. სეროტონინის ნაკლებობა იწვევს დეპრესიასა და სევდას. სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს მზის შუქი. ამიტომაც ვართ ხშირად სევდიან განწყობაზე შემოდგომით და ზამთარში, როცა მზე ღრუბლებს ეფარება.
5. ენდორფინი: საკმაოდ უცნაური ჰორმონია. შეგინიშნავთ, როგორ გიუმჯობესდებათ განწყობა ცეკვის ან ბადმიტონის თამაშის დროს? – ეს ენდორფინები „მუშაობს“, ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში სტრესისა და ტკივილის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოიყოფა. დიდი ფიზიკური დატვირთვის დროსაც, პასუხი ენდორფინების „შეტევაა“ და თუ ეს არ ხდება, მაშინ დეფიციტი ხელოვნურად უნდა შეივსოს – ეს აუცილებელია: ირბინეთ დილაობით და მიიღეთ კუთვნილი სიამოვნება.
6. ადრენალინი: ოო, ეს ხომ ცნობილი ჰორმონია! ნებისმიერი ადამიანი კრიტიკულ მომენტში ან ექსტრემალურ სიტუაციაში ნამდვილ სუპერმენად იქცევა ხოლმე და თავისთვისაც კი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ავლენს. ადრენალინი ორგანიზმს „საფრთხის“ რეჟიმში რთავს. ორმაგი დატვირთვით იწყებენ მუშაობას ორგანოები, რომ შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდნენ. მაგრამ, დიდი რაოდენობით ადრენალინის გამომუშავების შემდეგ ორგანიზმი საოცრად იღლება და ეს ბუნებრივია. ამიტომ, დაისვენეთ! – იმუნური სისტემა ადრენალინის აგრესიის შემდეგ უნდა აღდგეს.
ახლა ხომ იცით, რომელი ჰორმონი როდის გამოიყენოთ? ჰოდა, იმოქმედეთ!

თანამედროვეობა... პრობლემა!

სამწუხაროდ, თანამედროვე ქორწინებები სიმტკიცით არ გამოირჩევა, ურთიერთობებში ბზარები ერთმანეთის მიყოლებით და უკვე წარმოუდგენელი სისწრაფით ჩნდება. ათიდან რვა ოჯახს პრობლემები აქვს. ალბათ, სერიოზულად არავინ ფიქრობს, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ოჯახის მთლიანობას საერთოდ დაეკარგება ფასი. არადა, ოჯახს იმაზე გაცილებით დიდი და მეტი ფუნქციები აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. უპირველესად, ოჯახი ყველაზე საიმედო თავშესაფარია. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანები ამას სულ უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და მიაჩნიათ, რომ სხვა პრიორიტეტები გაცილებით მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, პრაქტიკულად შეუძლებელია, იყო საქმეში წარმატებული და გაიკეთო თავბრუდამხვევი კარიერა, თუ ზურგს ოჯახი, შენი უახლოესი ადამიანების სიყვარული არ გიმაგრებს. შეიძლება ფიქრობთ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება და ახალი პარტნიორის პოვნა არასდროს არის გვიანი და ბედნიერ ოჯახსაც მასთან ერთად ააშენებთ, მაგრამ, ესეც სტრესია. პირველი დაკარგული ოჯახიდან აუცილებლად გამოგყვებათ „უკუჩვენებები” და კომპლექსები, რომლებიც სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდება ჰარმონიული ურთიერთობისთვის. ასე რომ, გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაანგრიეთ ის, რაც წლების განმავლობაში გიშენებიათ...

ბევრს ლაპარაკობს...

მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ ქალები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით, თანამედროვე, ემანსიპირებული და აქტიური ქალბატონები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან. კაცები იმაზეც საყვედურობენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომ, თითქოს მათთვის სულერთია, უსმენს თუ არა ვინმე ლაპარაკის დროს. მაქსიმალურ სიამოვნებას ქალი მაშინ იღებს, როცა ზუსტად იმდენს ლაპარაკობს, რამდენიც უნდა და არავინ ეუბნება, დროა, პირი დახუროო.
ეს სრული უსამართლობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ლაქლაქა ქალები, მაგრამ, მათი რაოდენობა ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ლაქლაქა კაცებისა. სხვათა შორის, ძმაკაცები გმირულად უძლებენ თავისივე სქესის ლაქლაქებს, მაშინ, როცა ძალიან აღიზიანებთ ქალების საუბარი მათთვის არასასურველ თემებზე. ასეთ დროს ცდილობენ, არ მოუსმინონ და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტონ. მათდა სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დროს გამოეპარებათ ხოლმე ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. მამაკაცები დაცინვით ყვებიან იმაზე, თუ როგორ ხვდება ორი დაქალი ერთმანეთს და როგორ ლაპარაკობენ დაუსრულებლად ერთ ხმაში, ემოციებით. ამ დროს, კი,  რატომღაც, არ ახსენდებათ ის მეგობარი მამაკაცები, რომლებიც ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან და მუშტიკრივამდეც კი მიდიან.
შეიძლება, ქალმა მართლაც დაგღალოთ ემოციური საუბრით, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როცა ის შთაბეჭდილების ქვეშაა. თუ მამაკაცს ნაკლებად აქვს ემოციების გამოხატვის უნარი, ეს სულაც არ არის ქალის ბრალი და არ ღირს ამის გამო სუსტი სქესის აუტანელ „ლაქლაქად“ გამოცხადება.
P. S. და, კიდევ: გაინტერესებთ, რაზე ლაპარაკობს ქალი საკუთარ თავთან? – ის დუმს და ფიქრობს – შეიძლება, კაცზეც კი...

скачать dle 11.3