კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლიათ თუ არა ცხოველებს მომავლის მინიშნება და როდის ხდებიან ისინი ადამიანების ქვეცნობიერი მეგობრები

შინაურ ცხოველებსა და არა მარტო შინაურს, ტელეპათიის თანდაყოლილი უნარი აქვთ, რომლის საშუალებითაც ადამიანის აზრებს იგებენ. უფრო მეტიც, როგორც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი, ბატონი გოგი ამბობს, მათ მომავლის მინიშნებაც შეუძლიათ. თუმცა, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოველები, უბრალოდ, გარემო ფაქტორების ცვლილებას აღიქვამენ ჩვენზე უკეთ და ადამიანებზე გაცილებით მეტად მგრძნობიარეები არიან მოვლენების მიმართ. რეალურია თუ არა ეს მოსაზრება და მართლა თუ აქვს ცხოველს მომავლის განჭვრეტის და ამის რაღაც ქმედებით გადმოცემის უნარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

გოგი: ცხოველებს რომ ადამიანებზე მეტად შეუძლიათ მომავლის დანახვა, წინათგრძნობა და გარემო ფაქტორებზე რეაგირება, ამას უამრავი ფაქტიც მოწმობს. ჩვენ გარემო ფაქტორების ცვლილებების აღქმა არ შეგვიძლია და ამიტომ ცხოველების მოქმედება ზებუნებრივად და სასწაულებრივად გვეჩვენება.
– ამ საკითხთან დაკავშირებით დავა და შესაბამისი კვლევა, უკვე წლებია, გრძელდება მსოფლიოს მეცნიერებისა და ეზოთერიკოსთა მიერ. და მაინც, რა გაირკვა ამ მხრივ?
–  დიახ, გეთანხმებით,  ამ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ცხოველთა პატრონებსა და სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს შორის. შესაბამისი კვლევებიც ჩატარდა. თავადაც ბევრი კვლევა-დაკვირვება მიწარმოებია და ამიტომ გამაჩნია გარკვეული მოსაზრებაც ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ყოველთვის მყავდა სახლში. მათთან ერთად ვთამაშობდი, ვსეირნობდი, მეძინა, ერთი სიტყვით, ხშირი კონტაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ დავიწყე მათზე დაკვირვება უკვე წლებია და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. რასაკვირველია, ჩემს დასკვნებს ბევრი არ გაიზიარებს, მაგრამ, ბევრიც დაფიქრდება და თავად მიხვდება, რომ მართალს ვამბობ.
 – იქნებ, უფრო კონკრეტულად გვესაუბროთ, რა დასკვნები გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში ცხოველებზე დაკვირვების შედეგად?
– ჩემი დაკვირვებით, ცხოველებს აქვთ ის უნარი, რომელიც ერთ დროს ადამიანებსაც ჰქონდათ და შემდეგ, წლების განმავლობაში, დაკარგეს. იმ დასკვნამდეც კი მივედი, რომ ცხოველებს სრულიად აუხსნელი მგრძნობელობა თუ გონიერება გააჩნიათ. ეს ყოველივე კი სამ კატეგორიად დავყავი: ტელეპათია, მიმართულების გამოცნობის უნარი და წინათგრძნობა. ზოგიერთ ცხოველს, შესაძლოა, პატრონთან ფსიქიკურად ძლიერი და მჭიდრო კავშირი ჰქონდეს და სწორედ ამით იგებს, როდის ბრუნდება მისი მზრუნველი პატრონი სახლში. ეს ტელეპათიურად ხდება. რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს, ძაღლსა და მტრედს ორგანიზმში თითქოს კომპასი აქვთ ჩამონტაჟებული. ისინი შორს წასვლის შემდეგაც იოლად აგნებენ პატრონს. ერთ ჩემს მეზობელს ძაღლი ჰყავდა. შემომჩივლა, ბევრს ჭამს, ვეღარ ვუვლით და უნდა მოვიცილო თავიდანო. წაიყვანა მანქანით ქალაქგარეთ და იქ დატოვა. არ გავიდა ერთი კვირაც და ძაღლმა პატრონის კართან ატეხა ყეფა. მერე მიყვებოდა ჩემი მეზობელი, გადავირიე კაცი, ვერ ვხვდები, როგორ მოაგნო სახლს ამდენი ხნის შემდეგ, ასე შორი მანძილიდანო. რაც შეეხება მათ წინათგრძნობას, ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველი ან ფრინველი წინასწარ გრძნობს მიწისძვრას ან სხვა მოვლენებს.
– ცხოველები მართლა უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებსა და აზრებს? ბევრისგან გამიგია, ეს მათ შორის ტელეპათიური კავშირის  ან გარკვეული დროის სიახლოვის შემდეგ ფსიქიკური მიჯაჭვულობის ბრალიაო.
– როგორც გითხარით, ცხოველებსა და მათ პატრონებს შორის ძლიერი ფსიქიკური კავშირია და ტელეპათიის უნარიც აქედან წარმოიშობა. მეც ბევრი ისტორია გამიგია ცხოველების პატრონებისგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებს. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ვერ ვიგებ, როგორ გრძნობს ჩემი ძაღლი, როდის ვაპირებ მის სუფთა ჰაერზე გასეირნებას. უკვე ერთი წელია, მყავს და საკმარისია, მისი გასეირნება გავიფიქრო, მაშინვე ცქმუტვას იწყებს, ადგილზე ხტის, ყეფს და თვალებში მიყურებსო. ისიც მითხრა, ეს რომ შევამჩნიე, პირველად გამიკვირდა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ვიფიქრე, შეიძლება, თვალებით გრძნობსო. მერე მთხოვა, იქნებ დამეხმარო და გამარკვიო, რა ხდებაო. რომ ვუთხარი, თქვენ შორის ტელეპათიური კავშირია-მეთქი, გაეცინა და არ დამიჯერა. მე უბრალო დამთხვევას მივაწერო, მითხრა. ავდექი და ექსპერიმენტი შევთავაზე. თვალებით კონტაქტი რომ გამომერიცხა, ძაღლი ბაღში დავატოვებინე დაბმული და სახლის ფანჯრები დავახურინე. ძაღლი მშვიდად იჯდა და უყურებდა ქუჩაში გამვლელ-გამომვლელებს. როგორც კი ვუთხარი ჩემს მეგობარს, აბა, გაიფიქრე, რომ უნდა წაიყვანო სასეირნოდ-მეთქი, იმწუთას ატეხა ძაღლმა ყეფა და ადგილზე ცქმუტვა. გადაირია ჩემი მეგობარი, მითხრა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, აბა, აწი ამის თანდასწრებით სიტყვა ვეღარ უნდა ვთქვა და ვეღარაფერი გავიფიქრო, თუ ჩემს აზრებს კითხულობს, დავიღუპე კაციო (იცინის).
– ასაკოვანი ადამიანებისგან გამიგია, წინათგრძნობა ყველაზე მეტად კატებს აქვთ განვითარებულიო. ამაზე რას იტყვით?
 – თავად მყავდა კატა სახლში და, რომ ვაკვირდებოდი მის საქციელს, ვგიჟდებოდი, ისეთი ჭკვიანი, მგრძნობიარე და გულთმისანი ვინმე იყო. ყოველთვის ზუსტად გრძნობდა, როდის უნდა მოსულიყო სტუმარი, როდის დაერეკა ტელეფონს ან როდის უნდა შევეჩერებინე კარებში, რომ ხიფათი თავიდან ამეცილებინა. სანამ ჩემი ცოლი დარეკავდა სამსახურიდან, წუთით ადრე გრძნობდა ზარს. მივიდოდა ტელეფონის მაგიდასთან და იქ იწყებდა წრიალს. სახლში მის მოსვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი ჯდებოდა და ჯიუტად გასცქეროდა კარს – ასე ელოდებოდა. მისი ეს საქციელი კარგა ხნის შემდეგ შევნიშნე და უფრო აქტიურად დავუწყე თვალყურის დევნება. ამ რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრა რომ იყო, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, გადარეულივით დაიწყო სირბილი სახლში, ჩვენც აგრესიულად შემოგვჩხაოდა. ასე რომ, მე ეჭვი არ მეპარება კატების წინათგრძნობაში.
– ამბობენ, ფრინველები გადაფრენის დროს ინსტინქტს იშველიებენ, ხოლო ცხოველები კი სუნით იკვლევენ იმ გზას, სადაც საფრთხე არ ემუქრებათო. ეს მართალია?
– მართალია. ფრინველების ერთი და იმავე მარშრუტით გადაადგილებას  მეცნიერები ინსტინქტს უწოდებენ და შესაძლოა, ისინი გზას დედამიწის მაგნიტური ველით, მზით, მთვარითა და ვარსკვლავების განლაგებით იკვლევენ, მაგრამ, მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ, როგორ აგნებს დაკარგული ცხოველი სახლს. ჩემი აზრით, ეს მიწიდან აღებული სუნით ხდება, მაგრამ ამის დადასტურება ძნელია.
– ადამიანების მოსალოდნელ ავადმყოფობასაც გრძნობენ მათი ცხოველები?
– ყველაზე კარგად ცხოველები გრძნობენ, თუ როდის ეწყება პატრონს ეპილეფსიური შეტევა. ამის უნარი ყველაზე მეტად ძაღლებს, კატებსა და კურდღლებს აქვთ. დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები კარგად ხვდებიან, როდის უქვეითდება სისხლში შაქრის დონე დიაბეტით დაავადებულ პატრონს. ასევე, არის იმ კვლევებზე პასუხი, რამაც მე ძალიან დამაინტერესა და გამაოცა. კერძოდ, ცხოველები პატრონის ორგანიზმში სიმსივნის არსებობას, დიაგნოზის დასმამდე გაცილებით ადრე იგებენ. რაც შეეხება მიწისძვრას, ზოგიერთ ცხოველს აქვს უნარი, იგრძნოს, თუ როდის მოხდება ის. მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე, ვირთაგვები, გველები, ცხენები და ფერმის ცხოველები მშობლიური ადგილებიდან გარბიან, ჩიტები კი დიდ გუნდებად იკვრებიან და ისე დაფრინავენ ზეცაში. ახლა ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც თავს გადამხდა. ერთ დილას შევნიშნე, რომ ჩემი ძაღლი მეტისმეტად გაღიზიანებული იყო – ყეფდა, სახლიდან გასვლის საშუალებას არ მაძლევდა, მე კი სამსახურში მაგვიანდებოდა. ის წინიდან მახტებოდა და უკან მიბიძგებდა. ვიფიქრე, ალბათ, არ უნდა მარტო დარჩენა-მეთქი. არადა, ისეთი მშვიდი და მოსიყვარულეა, ვერ გეტყვით. ჩემი წასვლა-მოსვლის განრიგიც კარგად იცოდა და მსგავსი რამ არასოდეს უქნია. პირიქით, მაცილებდა და შემდეგ შინ მობრუნებულს კარშივე მხვდებოდა. იძულებული გავხდი, საძინებელში შემეყვანა, ჩამეკეტა და ისე წავსულიყავი სამსახურში. ასე მოვიქეცი და... სახლიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში, ისეთ ავარიაში მოვყევი, რომ იტყვიან, ექიმებმა თავიდან ამაწყვეს. მერე კი მივხვდი, რომ ჩემი ერთგული ძაღლისთვის უნდა დამეჯერებინა. არადა, სულ რამდენიმე წუთით გვიან რომ გავსულიყავი გარეთ, ტრაგედიას ნამდვილად ავიცილებდი თავიდან. ისინი უცნაურად მაშინ იქცევიან, როცა რაიმე უნდა მოხდეს და თუ, კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, როდის გელით საფრთხე და თავსაც ადვილად დაიცავთ.

скачать dle 11.3