კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურძენი და მწვანე ჩაი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია


თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ, ზოგადად ორგანიზმის უჯრედებზე. კვლევების შედეგად, სპეციალისტებმა მავნე რადიკალებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტური ხერხები შეიმუშავეს, კერძოდ, მათ მიაგნეს ეგრეთ წოდებულ ანტიოქსიდანტებს, ანუ, განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და კანს დაბერებისგან იცავენ. ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, იცავენ მათ გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებენ და აფერხებენ დაბერების პროცესს.
ყურძნის წიპწები, რომლის შემცველი კომპონენტი უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – პოლიფენოლებს, ებრძვის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს, ხელს უშლის კანის ქსოვილის რღვევას და აფერხებს მის ასაკობრივ ცვლილებებს.
ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.
C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს.
კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი, ასევე, ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც იცავს.
მწვანე ჩაის ფოთლები, ყურძნის კურკების მსგავსად, მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტური თვისებებით მწვანე ჩაი C ვიტამინის სერიოზული კონკურენტია. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.
კანის დაბერებას ხიზილალაც აფერხებს. მისი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას. ხიზილალა ყველაზე უკეთ ააქტიურებს და აღადგენს უჯრედთა ფუნქციას. ის მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.
E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და ამით ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.
ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა, უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.

ყურის ტკივილი ხშირად  სმენის დაქვეითებას იწვევს
ყურის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება და გადაეცემა საფეთქლებს, კეფასა და ყბას, ოტიტის დამახასიათებელი და თანმდევი ნიშანია. ამ დროს ასევე შეიგრძნობა ტკივილი ღეჭვის, ყლაპვის, ცემინების დროს, ყური კი დაგუბებულია და იმატებს სხეულის ტემპერატურა. თუ ოტიტს დროულად არ უმკურნალეთ, ის შემდგომ საშიშ სტადიაში გადავა და დაჩირქებას დაიწყებს. ანთებითი პროცესის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ყურიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნოს; თან, ჩირქი ყოველთვის გარეთ კი არ გამოდის, არამედ, ყურში გუბდება. ამის გამო, შესაძლოა, მასტოიდიტიც განვითარდეს, რომელიც სერიოზულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
ოტიტი სმენის დაქვეითებასაც იწვევს. ის, როგორც სხვა დანარჩენი ნებისმიერი ანთებითი დაავადება, დაახლოებით ერთ თვემდე გრძელდება. ასე რომ, თუ ყურის ტკივილი ერთ ან ორ დღეში შეგიჩერდათ, ეს სრულ გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს.
ზოგს მიაჩნია, რომ უბრალო გაციება და სურდო საშიში არ არის და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. არადა, ხშირად, სწორედ ცხვირ-ხახის დაავადებებია შუაყურში ინფექციების გავრცელებისა და ოტიტის განვითარების მაპროვოცირებელი.
ოტიტის წარმოშობის მიზეზი ხშირად გაციებაა. ის ადამიანი, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და თან ავიტამინოზიც აწუხებს, ხშირად ავადმყოფობს. მისი ორგანიზმი ვერ ებრძვის სეზონურ დაავადებებსა და, ინფექციებს და, ნებისმიერმა ვირუსმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.
მწვავე და ჩირქოვანი ოტიტი სწრაფად ვითარდება ბავშვებში: ეწყებათ ყურის ტკივილი და ჩირქის გამოყოფა დაავადების პირველსავე დღეებში.
ასევე, შეიძლება, ოტიტის გამომწვევი მიზეზი შემთხვევითი ტრავმა გახდეს. ამ დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რათა შესაძლო გართულებები, მაგალითად, მენინგიტი, მასტოიდიტი, სმენის დაქვეითება აიცილოთ თავიდან.
ყურის ძლიერი ტკივილისა და ჩირქოვანი გამონადენის დროს ანტიბიოტიკებს ნიშნავენ. ასევე, აუცილებელია სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები ცხვირში ჩასაწვეთებლად, რათა ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპება არ მოხდეს. სასურველია, ყურიდან ჩირქისა და ლორწოს გამოსადევნად გამოიყენოთ 0,9-პროცენტიანი ნატრიუმის ქლორიდში დასველებული ბამბადახვეული ჩხირები.
ყურის ტკივილის დროს ბევრი ანიჭებს უპირატესობას თბილ საფენებს. ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან, მათი გამოყენება მხოლოდ დაავადების პირველ საათებშია რეკომენდებული, ანუ, მანამ, სანამ ჩირქდენა განვითარდება. არ შეიძლება ყურში სპირტზე დამზადებული წვეთების ჩაწვეთება ამან, შესაძლოა, ლორწოვანის დაწვა გამოიწვიოს.
ოტიტის პროფილაქტიკისთვის მთავარია, მოერიდოთ გაციებასა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ცხვირი და ყელი ყოველდღე გამოირეცხეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, ბანაობის შემდეგ კი ყურები კარგად გაიმშრალეთ ბამბით.

სიცხეში ხშირი სექსუალური ურთიერთობა ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას,
აძლიერებს იმუნიტეტს და წვავს კალორიებს
 ზაფხულის პერიოდში ორგანიზმს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეუძლია. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ჩვენგანმა. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა წელიწადის ამ პერიოდში თქვენგან არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ძალისხმევას და არც დიდ ხარჯებს, კერძოდ:
* ხშირად იარეთ ფეხშიშველმა ბალახზე, ზღვის ქვიშიან თუ ქვიან სანაპიროზე. ტერფზე თავმოყრილია ადამიანის ყველა ორგანოს საპროექციო წერტილები. ქუსლის მიწასთან შეხებისას მასზე არსებული მრავალრიცხოვანი რეცეპტორი ღიზიანდება და ორგანიზმის  გარკვეულ წერტილებში რეფლექტორულ რეაქციებს რთავს, უფრო მეტად კი – ცხვირ-ხახისა და ზედა სასუნთქი გზების მიდამოში. ასე რომ, ვინც ზაფხულის პერიოდში ხშირად ივლის ფეხშიშველი, ზამთარში დაცული იქნება ვირუსული დაავადებებისგან.
* ეცადეთ, გაავარჯიშოთ გული და სისხლძარღვები ველოსიპედით სეირნობით. ჩაატარეს ექსპერიმენტი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ იმ ადამიანების გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვინც წელიწადის თბილ პერიოდში ყოველდღიურად სეირნობენ ველოსიპედით, უფრო ეფექტურად ფუნქციონირებდა და ინფარქტით გარდაცვალების რისკი რამდენჯერმე ნაკლები იყო.
* თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ 4-5 კილოგრამი მაინც, უარი თქვით მზისგან დამცავ მუქ სათვალეზე. მეცნიერები მსუქან ადამიანებს ურჩევენ, რომ სამყაროს უყურონ  შეუიარაღებელი თვალით. ისინი ამტკიცებენ, რომ სუფთა ჰაერზე ჩატარებული სეზონური ფოტოთერაპიის დროს, იკარგება დაახლოებით იმდენივე კალორია, რამდენიც სატრენაჟორო დარბაზში ერთი საათის განმავლობაში აქტიური ვარჯიშისას. ზაფხულში მოქმედებს ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, კერძოდ, ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი – ცხელ დღეებში ცხიმები უფრო სწრაფად იწვის, შემცირებულია კუჭის წვენის გამოყოფა, რაც, შესაბამისად, დამთრგუნველად მოქმედებს მადაზე.
* ყოველდღიურად მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, განსაკუთრებით – კენკროვნები, რომლებსაც აქვს უნარი, ბიოლოგიური დრო უკან „შეაბრუნოს“. მათ შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები, იცავს რა კანის უჯრედებს მავნე რადიკალების გავლენისგან, შესაბამისად, აფერხებს სიბერის პროცესს და იმის საშუალებას იძლევა, ორი-სამი თვის განმავლობაში მათი სისტემატური მიღებით, სამი-ოთხი წლით მაინც გაახალგაზრდავდეთ.
* ზღვის მიკროკრისტალებს, რომლებიც ლაგდება კანის ზედაპირულ ფენებში, აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც გრძელდება ზღვაზე დასვენების შემდეგ ორ-სამ თვესაც კი. ვისაც არ აქვს საშუალება, ზღვაზე დასასვენებლად წავიდეს, გული ნუ დაგწყდებათ – შეგიძლიათ, ეს პრობლემა, სახლშიც მოაგვაროთ: მიიღეთ  300 გრამი ზღვის მარილისა და 2 სადილის კოვზი წიწვოვანი ექსტრაქტის აბაზანები, დღეში 15 წუთის განმავლობაში.
* ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი დღეში 2-3 ლიტრ სითხეს საჭიროებს. შემდგომში ეს სითხე გამოიყოფა ოფლთან ერთად, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის, ნარჩენ პროდუქტებს. ამას გარდა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება ასტიმულირებს განსაკუთრებულ ცილას, ეგრეთ წოდებული ეპიდერმული ზრდის ფაქტორს. ეს განსაკუთრებული ცილა, თავის მხრივ, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აფერხებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
* ზაფხულში ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით აქტიურად გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონს, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას. ხშირი სექსუალური ურთიერთობა კი ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს და წვავს კალორიებს.

скачать dle 11.3