კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: საშიშია თუ არა განგრენოზული აპენდიციტი? რა ეცვლება ადამიანს წარმატებული ოპერაციის შემდეგ?
პასუხი:  განგრენოზული აპენდიციტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, რადგან შესაძლებელია პერიტონიტის განვითარება. თუკი ოპერაცია დროულად და გართულებების გარეშე ჩატარდა, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.
კითხვა: ნახშირის ყოველდღიურ მიღებას ჭამის შემდეგ რაიმე უკუჩვენება ხომ არ აქვს?
პასუხი: ნახშირს იყენებენ აირების ჭარბი დაგროვების შესამცირებლად და უკუჩვენებები, ფაქტობრივად, არ გააჩნია. მაგრამ, აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მოხსნა. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება.
კითხვა:  რომელ ჰორმონზე უნდა ავიღო ანალიზი – საერთო ტესტოსტერონზე თუ თავისუფალ ტესტოსტერონზე მკერდის ირგვლივ ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად?
პასუხი: ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად ანალიზი საერთო ტესტოსტერონზე  უნდა გაკეთდეს.
კითხვა: ცხვირში ძგიდე მაქვს გამრუდებული, მიჭირს ცხვირით სუნთქვა. შეიძლება თუ არა ეს ქეილიტის მიზეზი იყოს?
პასუხი: სუნთქვასთნ დაკავშირებული პრობლემები (თქვენს შემთხვევაში ძგიდის გამრუდება) იწვევს პირის სიმშრალეს და შედეგად, პირის ღრუს ლორწოვანზე წყლულებისა და ნახეთქების გაჩენას ტუჩებზე, რაც ქეილიტის მაპროვოცირებელი ხდება. ქეილიტი – ტუჩის წითელი ქობის, ლორწოვანი გარსისა და კანის ანთებაა.
კითხვა: რა განსხვავებაა კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ანგიოგრაფიას შორის?
პასუხი: კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) რენტგენოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია. გამოსაკვლევი ორგანოს სხვადასხვა კუთხით გაკეთებული სურათებით მიღებული ინფორმაცია ჯამდება კომპიუტერის მიერ, რაც ძალიან ამარტივებს დიაგნოსტიკას. ანგიოგრაფია კი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით სისხლძარღვების გამოკვლევის მეთოდია. ანგიოგრაფია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სხვა მეთოდებით დიაგნოზი არ იქნა დადგენილი.
კითხვა: ერთი თვეა, მაქვს სიცხე 37 და მეტი. ჩავაბარე სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ანთებითი პროცესი გამოირიცხა. რა შეიძლება იყოს კიდევ ამის მიზეზი?
პასუხი: სისხლისა და შარდის ზოგადი კლინიკური ნორმალური მაჩვენებლები სრულ დიაგნოსტიკურ სურათს არ იძლევა. საჭიროა უფრო დაწვრილებითი გამოკვლევა. უნდა გამოირიცხოს დაავადებები, რომლებიც სიცხის მატებით მიმდინარეობს (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ლიმფოგრანულომატოზი, პირის ღრუსა და შარდსასქესო სისტემების ინფექციები და სხვა).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3