აბდულ-ჯაბარის ქანდაკება
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბის დარბაზ, „სტეიპლზ ცენტრთან” დაამონტაჟოს ლეგენდარული კალათბურთელის, ქარიმ აბდულ-ჯაბარის ქანდაკება. მანამდე, მსგავსი პატივი წილად ხვდათ მეჯიქ ჯონსონს და ჯერი უესტს. აბდულ-ჯაბარი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ის NBA-ის ექვსგზის ჩემპიონია და 15-ჯერ იყო შეყვანილი ლიგის სიმბოლურ ნაკრებში. სპორტული კარიერა ჯაბარმა 42 წლის ასაკში დაასრულა და ბედი კინოინდუსტრიაში სცადა. მან ეპიზოდური როლი შეასრულა ბრუს ლის ფილმში „სიკვდილის თამაში”.