კეიტ აპტონი – სექსუალური დიჯეი
მსოფლიოს ექსჩემპიონმა ცხენოსნობაში იუნიორებს შორის, ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა, 20 წლის კეიტ აპტონმა გადაწყვიტა დროებით სპორტისგან დაისვენოს და მთელი დრო სამოდელო სფეროსა და ფოტოსესიებს დაუთმოს. ლამაზმანის თქმით, ჯირითი მისთვის კვლავ საინტერესოა, თუმცა ამჟამად უპირატესობას ფოტოაპარატების წინ პოზირებას ანიჭებს. ერთ-ერთ ბოლო ფოტოსესიაში აპტონმა სექსუალური დიჯეის ამპლუა მოირგო და საკმაოდ გულახდილ პოზებში გადაიღო ფოტოები.