კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

იოსებ ათონელი: ვნებები – ეს უხეში რამაა. მზე ამოდის, მაგრამ, მთათა აჩრდილი ხელს უშლის გონივრადქმნილი ადამიანის მთლიანად გათბობას. საკმარისია, ერთი სხივი მისწვდეს, რომ მყისვე სიხარულით ინთება, დანარჩენი ნაწილი კი ვნებათა ჩრდილში რჩება. ეშმაკებსაც მაშინვე შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც კი მადლი შემცირდება და ხშირად ისინი მას აბრკოლებენ, როგორც ღრუბლები, რომლებიც მზის სხივებს ფარავენ, რადგან ვნებათა ჩრდილი წარმოშობს ნისლს, რომელიც აბნელებს სინათლის მცირე სხივს და ეს ნისლი უსასოობის გულის სიტყვებია, როგორც სიმხდალე, შიში, ურცხვობა, გმობანი და მათი მსგავსნი, რომელთაგან სული ჭკნება და კადნიერებას კარგავს.
ბარსანუფი დიდი: ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება. ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა, განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმერთის შიშთან შეერთებული.
ნეტარი ავგუსტინე: ანგარებანი არ ინდობს არც მამას, არც დედას, არც ძმებს, არც სხვებს.
მარკოზ მოსაგრე: ყოველი ჩვენგანი, გამონაკლისის გარდა, განვიცდით ავხორცული, ბილწი ზრახვების გავლენას, გულში ვტკბებით ამ ზრახვებით, ვაქებთ მათ. გულისთქმით მივჩერებივართ ლამაზ სხივებს, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, სასიყვარულო ზრახვებით, უსირცხვილო მოძრაობით, კეკლუცობით, მუსუსობით, მაჭანკლობით, გადამეტებული ჭამა-სმით, ზედმეტი ძილით, რომანების კითხვით, სხვადასხვა სასიყვარულო სცენის ყურებით, მაცდუნებელი სურათების, ამაზრზენი ღია ბარათებისა და ფოტოების თვალიერებით, თავისუფალი მოპყრობითა და შეთამაშებით მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებთან, გადამეტებული პრანჭვითა და კოსმეტიკის ხმარებით, რათა შევმატოთ ჩვენს თავს (როგორც ჩვენ გვგონია) მიმზიდველობა; შეუფერებელი ან უსირცხვილოდ გაშიშვლებული ჩაცმულობით ან სქესისთვის შეუფერებელი ჩაცმულობითა და ვარცხნილობით, ზედმეტი საუბრებით, უღირსი ხუმრობებით, ბილწი ანეკდოტების მოსმენითა და მოყოლით, სხვადასხვა ორაზროვანი ფრაზით, მინიშნებითა და ოხუნჯობებით. ჩვენ თითქმის ყოველთვის მონები ვართ საკუთარი ზრახვებისა, რომლებიც გვეჭრება გონებაში და გვინაგვიანებს მას უსარგებლო, ფუჭი, მავნე წარმოდგენებითა და მოგონებებით. აზროვნების სწორ და მშვიდ სვლაში იჭრება ხელის შემშლელი აზრები, მოგონებები და წარმოდგენები.
არქიმანდრიტი რაფაელი: ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს – მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ, როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობაა ადამიანის თავისუფლებისა.
ნილოს სინელი: ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილები დაუძლევია, მას ვნებებიც დაუმარცხებია, ხოლო ვნებების მძლეველს ვერასოდეს დაეუფლება მწუხარება, მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო, არც უბიწო წუხს გარყვნილებაში წარუმატებლობის გამო, არც ურისხველი – სამაგიეროს გადაუხდელობის გამო, არც თავმდაბალი – კაცობრივი დიდების უქონლობის გამო, არც უპოვარი – დანაკარგის გამო.

скачать dle 11.3