კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ისჯება საქართველოს კანონმდებლობით ქმედება, როდესაც პიროვნებას საქართველოდან უცხოეთში გაჰყავს ფეხმძიმე ქალები, რათა იქ ამშობიაროს და შემდეგ მოხდეს ბავშვის გაშვილება?
პასუხი:  გაცნობებთ, რომ შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა წარმოადგენს დანაშაულს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან 7 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სასჯელი შეეფარდება სამშობიაროში მშობლებისათვის ბავშვის განზრახ შეცვლის დანაშაულს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ბავშვის შეცვლა ანგარებით ან სხვა ქვენა გრძნობით დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან 5 წლამდე, ან, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.
კითხვა: მეუღლესთან ვარ განქორწინებული. ქორწინებიდან გვყავს მცირეწლოვანი შვილი. ყოფილ მეუღლეს სასამართლომ დააკისრა ალიმენტის გადახდა, მაგრამ, იგი არ ასრულებს ამ მოვალეობას. გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა, მოცემულ შემთხვევაში ის სისხლისსამართლებრივად დაისაჯოს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება არის დანაშაული და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 1 წლამდე.
კითხვა:  მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არასრულწლოვანს ნებაყოფლობით ან ძალადობით აბამს ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, კერძოდ, პროსტიტუციაში, რა სასჯელი შეეფარდება ამგვარ დანაშაულს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშეც, დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სანქციას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების გაყალბებისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ არჩევნების გაყალბება ანუ არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალებისა და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.
კითხვა: მაინტერესებს, რა სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს არჩევნებში ყალბი დოკუმენტით მონაწილეობისთვის, ან, ეგრეთ წოდებულ საარჩევნო „კარუსელებში“ მონაწილეობისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე მონაწილეობის მიღება ან არაერთგზის ხმის მიცემა, ანუ, ეგრეთ  წოდებულ საარჩევნო „კარუსელებში“ მონაწილეობა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი იმ პირის მიმართ, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აიძულებს სხვა პირს, არ დაესწროს პოლიტიკური პარტიის მიტინგს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, რაც დანაშაულია. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 1 წლამდე, ან, თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია პოლიტიკური პარტიისთვის განხორციელებული შემოწირულობის გამო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა?
პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ყადაღის დადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურების საკითხს განიხილავს და მის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ყადაღის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ ევროსასამართლოში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შემოწირულობის სახით რა ოდენობის თანხის გადარიცხვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს პარტიისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები, როდესაც ექსპერტიზას ნიშნავენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, იხდიან თუ არა შესაბამისი მომსახურების საზღაურს?
პასუხი:  გაცნობებთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურების გაწევას ახორციელებს საზღაურის გარეშე.

скачать dle 11.3