კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპულად თავისუფლებაშეზღუდულები

ანუ, დანაშაულის გამაკაჟებელ-განმანათლებელი ხიბლი

იმ მიზეზით, რომ ახლა არჩევნებია და ამიტომაც, საერთო მაუწყებლების საინფორმაციოები სულ სხვა თემებითაა გამოტენილი, სავსებით ბუნებრივია, რომ ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სამოთხისებრ ვითარებაზე (წყაროდ ამ შემთხვევაში საერთო მაუწყებლებს ვიყენებ) სიუჟეტებს ნაკლებად გვთავაზობენ. თუმცა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კვლავაც მუხლჩაუხრელად მუშაობს პატიმრების ბედნიერებისთვის, უფრო მეტიც, რომ მათ სამუდამოდ დაუკარგოს საპატიმროებიდან გამოსვლის სურვილი!
სახელდობრ კი, ზემოხსენებული სამინისტროს ცნობით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტი ამოქმედდა, რის წყალობითაც, კიდევ ერთი არასაპატიმრო სასჯელი – თავისუფლების შეზღუდვა – ამოქმედდება (სიამაყით განაცხადეს, რომ ეს ევროპული სტანდარტია!).
ოფიციალური ინფორმაციით, „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება მსჯავრდებულის ინტენსიურ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული“. ამ ორიენტაციის მიზანი კი იმდენად კეთილშობილურია, შეუძლებელია, თვალებიდან კურცხლები არ გაყრევინოს: „მსჯავრდებულის საზოგადოებაში უმტკივნეულო დაბრუნება და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.“
ჰოდა, ამიტომაც, ციხეების სამინისტრო აცხადებს, რომ (მეტი დამაჯერებლობისთვის კვლავ ციტატას მოვიხმობ): „... მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შაბათ-კვირას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დატოვონ. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება სხვადასხვა პროფილის საწარმოში მიიღონ. მსჯავრდებულები, ასევე, გაივლიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს, ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში, შეძლებენ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას.“
იმის გათვალისწინებით, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა, თავის სპორტული აქტივობებიან-დასაქმებიანად, თავისუფლებაზე მყოფი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ცისფერი ოცნებაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძაღლის ბედი გქონია, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში თუ მოგახვედრეს!
ერთი სიტყვით, ჩაიდინეთ რამე მსუბუქი დანაშაული, დასაქმდით, განათლდით და გაიკაჟეთ ჯანმრთელობა!

скачать dle 11.3