არჩევნები ბულგაკოვის მოტივებზე
დაღვარა თუ არა ზეთი ანუშკამ?
მართალია, საზოგადოებას ამ საერთაშორისო ინსტიტუტისადმი (ამჯერად „ენ დი აი“ მყავს მხედველობაში) არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ სახელად ამერიკული ორგანიზაციის პრაქტიკულ საქმიანობას ადგილობრივი სპეციალისტები ეწევიან (ისინი ატარებენ გამოკითხვებს), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სულ ბოლო კვლევით (რომელიც თითქმის აგვისტომდე შუა პერიოდს მოიცავს), მაგალითად, „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიმცემთა რაოდენობას 37 პროცენტისთვის მიუღწევია, ხმების „ქართული ოცნებისთვის“ გამმეტებლები 12 პროცენტი დარჩენილან, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატები“ ისე ჩამოქვეითებულან, რომ 3 პროცენტის გულ-ხმა ძლივს მოუგიათ.
მეორე მხრივ, კვლევის ცდომილებისა (პლუს-მინუს 3 პროცენტი) და თავშეკავებულთა რაოდენობის, საერთო ჯამში, 43 პროცენტის გათვალისწინებით (ამ 43-დან 21-მა ჯერ არ იცის, 22-პროცენტს კი თავისი ხვაშიადის გამხელა არ სურს), აშკარაა, რომ მხოლოდ ამ ციფრებით ვერავინ დაადგენს, ვის ვისთვის და რამდენის მიცემა გადაუწყვეტია.
მართალია, ვერავინ დაადგენს, მაგრამ, სჯა-ბაასს მაინც განაგრძობენ, არადა, როგორც პატივცემული ვოლანდი იტყოდა, შესაძლოა, „ანუშკამ ზეთი არა მარტო იყიდა, დაღვარა კიდეც“!