კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამაგალითო

ესე იგი, „ბეზატკაზნი“

გასულ კვირას ისეთი ვარსკვლავთცვენა იყო ჩვენს სამშობლოში, რომ ლამის ჩაფხუტებით გვევლო, ემანდ რომელიმე თავში რომ არ დაგვცემოდა (ვარსკვლავებში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოვარსკვლავებურ უცხო-უცხო პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, თუმცა, რაღა უცხო, ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები თვალში რომ ჩაგვიცვივდნენ, ხელსაც არ ამოვისვამთ):
იქით – აშშ-ელ კანონმდებელთა დელეგაცია (სულ სამკაციანი, მაგრამ, რა წონიანი?!), აქეთ – „ნატოს“ გენმდივანი, ხოლო შუა-შუა – სხვადასხვა ევროპელი, ოღონდ, ამათ ფონზე, წვრილჩინოსანნიც!
ყველამ (ცალ-ცალკე და ერთადაც) შეგვაგულიანა (თქვენი მომავალი თქვენს ხელშია, აბა, ლაზათიანად ჩაატარეთ არჩევნებიო) და, ჩვეულებისამებრ, დაგვაიმედა (თუ კარგად მოიქცევით, „ნატოშიც“ მოხვდებითო).
უფრო მეტიც, მაგალითად, „ნატოს“ გენმდივანმა, რომელიც აქამომდე ზედმეტ ტკბილსიტყვაობაში შემჩნეული არ ყოფილა, ახლა ესეც მოაყოლა, სახელდობრ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეომიმართვიდან ირკვევა, რომ ის ეგზომ საპატიო სტუმარმა თბილისშივე ყოფნისას ჩაწერა, რამეთუ, მიმართვას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „მოგესალმებით თბილისიდან, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან! მე აქ სომხეთიდან ჩამოვედი და აქედან აზერბაიჯანში მივემგზავრები (ისევ საერთო სოუსში ვყოფილვართ).“
ამ ვიზიტების მიზეზიც გვაუწყა: „რეგიონში იმიტომ ვმოგზაურობ, რომ სამხრეთ კავკასია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ და, ბუნებრივია, „ნატო“დაინტერესებულიაო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებით, მობილობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა უფროსმა და ეგზომ მაღალმა სტუმრებმა, მას შემდეგ, რაც ვპარტნიორობთ, ქებას შეგვაჩვიეს (ეტყობა, მათაც უწყიან, რა ამოჰყავს ენას ტკბილად მოუბარსა), უჩვეულო არ ყოფილა საქებარის მოსმენა ბ-ნი რასმუსენისგან (ისინი კი გვაქებენ, მაგრამ, ისაა, რომ ჩვენ ვერ დავამსგავსეთ ჩვენი დემოკრატია მათებურს). მოვიხმობ ციტატას: „მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვს.“
ამგვარი სამადლობელი ადრეც ხშირად მოგვისმენია, რადგან, ავღანეთის „აისაფის“ ოპერაციაში „ნატოს“ მრავალ წევრზე მეტი სამხედრო გვყავს გაგზავნილი, მაგრამ, ამჯერად ეს მადლობა უფრო იმას უკავშირდება, რომ, რაკი ავსტრალიას თავისი შენაერთის ნაწილი გამოჰყავს, „ნატოს“ არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ჩვენ გვეყოლება.
შესაბამისად, ბ-ნი რასმუსენი სავსებით ლოგიკურად ასკვნის, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ), „საქართველო, თანამშრომლობის თვალსაზრისით, სამაგალითო ქვეყანაა“. ბუნებრივია, სამაგალითოა, რადგან, როგორც ოკუპანტები იტყვიან, „ბეზატკაზნია.“

скачать dle 11.3