*** – რას უყურებ ასე გამწარებული? – ოლიმპიადას‚ შტანგისტები ეჯიბრებიან. – ქალები თუ კაცები? – ჯერ ვერ ვარჩევ...
– ო‚ ზურას გაუმარჯოს! აბა‚ როგორ ხარ უკვე ოჯახის კაცი? მიხვალ სახლში, მყუდრო გარემო‚ ცოლი საყვარელ კერძს დაგახვედრებს...
– არ მითხრა... იცოცხლე‚ უგემრიელეს კერძებს აკეთებს‚ მაგრამ‚ რად გინდა – ორ თვეში ერთხელ თუ მოამზადებს რამეს...
– გაგმართლებია‚ ძმა! ჩემმა არაფრის მომზადება არ იცის‚ მაგრამ, ყოველდღე აკეთებს და მაიძულებს ვჭამო...
***
– სანდრო‚ მამაშენი რამდენი წლისაა?
ბიჭი დაფიქრდა და...
– იმდენის‚ რამდენისაც მე.
– ეგ როგორ?
– მამა ხომ მაშინ გახდა‚ როცა მე დავიბადე.
***
– არა‚ ცოლს როგორმე მუშაობა უნდა დავაწყებინო. ჟურნალში წავიკითხე‚ მამაკაცები დღეში 25 000 სიტყვას ამბობენ‚ ქალები კი – 30 000-სო. მე სამსახურში ჩემი სიტყვების მთელ მარაგს ვხარჯავ‚ ცოლს კი 30 000-ვე ჩემთვის აქვს შენახული... აღარ შემიძლია‚ კაცო...
***
ქმარი შინ ნასვამი დაბრუნდა. ცოლი გაწიწმატდა:
– კიდევ დალიე‚ შე ლოთო‚ ურჯულო‚ ჯიუტო ვირო‚ ღორო‚ საქონელო!..
– აქლემო... – შეაშველა სიტყვა ქმარმა.
– ო‚ სტოპ! აქლემი არა, სრულიად საპირისპირო თვისება ახასიათებს. მას შეუძლია, მთელი თვე იმუშაოს და წვეთიც არ დალიოს‚ შენ კი მთელი თვე სვამ და არ მუშაობ.
***
როცა ორი მამაკაცი საუბრობს‚ ორივე საკუთარ თავს იქებს‚ როცა ქალები საუბრობენ – მესამე ქალს განიხილავენ...
***
გაწიწმატებული ქალები მამაკაცს ეჩხუბებიან:
– მე შენ გაჩვენებ!..
– მე შენ მოგცემ!..
– არც კი ვიცი‚ თქვენგან რომელი ამოვირჩიო....
***
არ შეირთოთ ქალი‚ რომელთანაც ცხოვრება შეგიძლიათ. დაქორწინდით ქალზე‚ რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლიათ.
***
ადრე იტყოდნენ „ავტობუსში იმდენი ხალხი იყო‚ ნემსი არ ჩავარდებოდაო“. ახლა: „იმდენი ხალხი იყო‚ ავტობუსის თავში ჩანთაში ვინმეს მობილური როცა რეკავს‚ ვიბროზარს ბოლოში მყოფი მგზავრიც გრძნობს“.
***
– ბრალდებულო‚ თქვენ უნდა თქვათ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
– სიმართლე‚ სიმართლე‚ სიმართლე‚ სიმართლე...
***
– დედი‚ მამამ დღეს ორჯერ მცემა...
– რატომ?
– ერთხელ – როცა ორიანებით გატენილი დღიური ვაჩვენე და, მეორედ – როცა ვუთხარი‚ რომ ეს მისი დღიური იყო...
***
თუ ჩვენთან იყიდით ტაბურეტკას‚ საჩუქრად მიიღებთ თოკს და საპონს...
***
„მე-7ა და მე-7ბ კორპუსების (ყოფილი მე-7 კორპუსის) მცხოვრებლებს დიდ ბოდიშს ვუხდით ფუნდამენტში გაჩენილი ბზარისთვის“.
სამშენებლო ფირმა.
***
– მართალია‚ ხანდახან მახრჩობელა გველები მომთვინიერებლებს ახრჩობენო?
– ხანდახან კი არა‚ ყოველთვის, როცა საკმარისად გაიზრდებიან იმისთვის‚ რომ ეს შეძლონ.
***
– უკაცრავად‚ თქვენ ჩვეულებრივ მატარებელზე გაქვთ ბილეთი‚ ეს კიდევ ჩქარია...
– თუ ასეა‚ შეუნელეთ‚ ძამია‚ მე არსად მეჩქარება...
***
ტიპი მივლინებიდან შინ დაბრუნდა და ხედავს, მის საწოლში ვიღაც კაცი წევს.
– მოვკლავ!
– ჩუმად‚ ჩუმად... ერთი დღით გავაქირავე...
– ტვინი სად გქონდა? წყვილისთვის მიგექირავებინა‚ უფრო მეტს ავიღებდით.
***
როგორც ცნობილია‚ სტალინს უყვარდა მოწევა.
ჯანმრთელობის სამინისტროს უნდოდა გაეფრთხილებინა‚ მაგრამ, თავიანთ ჯანმრთელობაზე შიშობდნენ...
***
ქალებისთვის სამგვარი სექსი არსებობს. თუ თქვენ ფიქრობთ‚ რომ ესაა „კლასიკური“‚ „ორალული“ და „ანალური“‚ ძალიან ცდებით. ესაა: შეცოდების გამო‚ სამადლობელო და სიყვარულის.
***
– ეკა‚ სიმართლე მითხარი‚ ჩემს ქმართან დაწვებოდი?
– არა!
– მაინც‚ რატომ?
– იმიტომ‚ რომ არაფრით უკეთესი არ არის ჩემს ქმარზე.
– პრინციპში‚ მართალი ხარ...
***
– რით განსხვავდება კარგი მდივანი ძალიან კარგისგან?
– კარგი მდივანი დილით უფროსს ესალმება: „დილა მშვიდობისა‚ პატივცემულო!“ ძალიან კარგი კი – „უკვე გათენდა‚ საყვარელო!..“
***
– ყოჩაღ, მხოლოდ ერთი შეცდომაა! – შეაქო უფროსმა ახლად მიღებული მდივანი‚ მაღალფეხება გოგონა‚ – ახლა კი მეორე სიტყვა დაწერე!
***
გოგონამ დაბადების დღისთვის საჩუქრად მოლაპარაკე თუთიყუში მოინდომა. ყველა მაღაზია შემოიარეს და მხოლოდ ერთგან წააწყდნენ.
– იცით‚ მინდა, გაგაფრთხილოთ‚ რომ ეს თუთიყუში ბორდელიდან მოიყვანეს და არავინ ყიდულობს.
– ჩვენ ვიყიდით! – წამოიძახა გოგონამ.
სახლში რომ მივიდნენ‚ გოგონამ გალია თავის ოთახში შეიტანა და გადასაფარებელი მოხსნა.
– ვხედავ‚ აქ ახალი გოგონები მოუყვანიათ! – წამოიძახა თუთიყუშმა.
ოთახში დედა შემოვიდა.
– ოჰ‚ ამის დედაც... მამაშაც შეუცვლიათ!
გინებაზე მამაც შემოვიდა:
– აჰა‚ კლიენტები კი ისევ ძველია. ზურას გაუმარჯოს‚ ზურას!