კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ნუკის დილა„ – ახალი სეზონიდან “იმედის„ არხზე


 „იმედის“ არხზე ყოველ სეზონზე დილის გადაცემა სრულ რევოლუციას განიცდის. წლევანდელი სექტემბერიც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი და, იმ სკანდალებისა და გაუგებრობების შემდეგ, რაც „იმედზე“ პროდიუსერების შეცვლას მოჰყვა, სრულიად განახლებულ და შეცვლილი ფორმატის დილას ვნახავთ. „ნუკის დილა” – ასე ჰქვია დილის ახალ გადაცემას, რომელიც ძირითადად სწორედ ნუკი კოშკელიშვილზე იქნება „აწყობილი“, რადგან ის არის მთავარი წამყვანი. გადაცემას უფრო შოუს ფორმატი ექნება, რაც დილისთვის ნამდვილად უცხო ხილია. ყოველდღიურად ნუკის თანაწამყვანები იქნებიან ცნობილი ადამიანები – ყველა, ვინც ქართულ შოუ-ბიზნესშია. გადაცემაში იქნება ცოცხალი ბენდი, დარბაზი, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება.
ნუკი კოშკელიშვილი: ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ადამიანს დილით სჭირდება, ჩვენი გადაცემა მიაწვდის, მაგრამ, უფრო სხვა, შოუს ფორმატში და არა მშრალად.
როგორც ვხვდები, „ნუკის დილა“ კონცერტებს უფრო დაემსგავსება, რომლის ავანსცენაზე ქერათმიანი ლამაზმანი იქნება გამოსული. გადაცემის პროდიუსერი რუსიკო ყურაშვილია. ერთი სიტყვით, „ნუკის დილა” ყოველ დილით, შვიდის ნახევრიდან ათ საათამდე, მაყურებლის განწყობაზე იზრუნებს. როგორ შეძლებს ამ რეჟიმში ნუკი მუშაობას, ამას, ალბათ, უფრო მოგვიანებით გავიგებთ, როცა გადაცემის ეთერში გასვლიდან ერთი-ორი თვე მაინც გავა.

скачать dle 11.3