რომან ქადარიას “აინშტაინის გოგონები„ და შორენა ბეგაშვილის სომხური “აიქიუ„
მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა რომან ქადარიამ მორიგი ფოტოსესია გამართა „ფლეიბოის” რუსული გამოცემისთვის. „აინშტაინის გოგონები” – ასე ჰქვია ფოტოსესიას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სამი მოდელი. „ფლეიბოის” წინა გადაღებებისგან განსხვავებით, რომელიც ქადარიამ საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე მოაწყო, ამჯერად გადასაღებ მოედნად ფოტოსტუდია გამოიყენა, სადაც, შესაბამისი განათებით და ინტერიერით, სექსუალური ლამაზმანები დიდი მეცნ-იერის „გოგონებად” აქცია.
ამერიკული „ფლეიბოის” არა, მაგრამ, სომხური ჟურნალის – „აიქიუს” გარეკანი დაამშვენა ქართველმა სექს-სიმბოლომ შორენა ბეგაშვილმა. არადა, დიდი ხანია, ქართველი ფანები შორენასგან ჰიუ ჰეფნერის ჟურნალის ყდაზე გამოჩენას ელიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სომხური „აიქიუთი” უნდა დაკმაყოფილდნენ.