კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად „გადაეყარა“ ბიჭოლა მადონას და ვისზეა შეყვარებული ის

უკვე მეოთხე წელია, რაც დიზაინერი ბიჭოლა, მეგობრებთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან წერტილს, იბიცას იპყრობს. ახალი ტატუ მორიგი ზაფხულის სამუდამო ნიშანია. ბიჭოლას იბიცური „არდადეგები” ყოველთვის ერთ, ძალიან ლამაზ ქალთან ასოცირდება. მატილდა სტავრი მისი მუდმივი მეგზურია, რომლის გარშემოც კითხვები კულუარებში უკვე გაჩნდა. უცნაურ ზაფხულზე და იმაზე თუ რა კავშირშია ერთმანეთთან მადონა, სარკოზის ვაჟი, მატილდა და იბიცა, ბიჭოლა თავად გვიამბობს.

ბიჭოლა: წელს უკვე მეოთხედ ჩავედი იბიცაზე, დამებედა, როგორც იტყვიან. ფაქტობრივად, სახლში ჩავდივარ. სულ მეშინია ამას რომ ვიმეორებ, მაგრამ მართლა მიმართლებს და ამიტომაც, ყველა შანსს ვიყენებ. უკვე კიევში ვიყავი ჩამოსული, წინასაკოლექციოდ უამრავი საქმე მქონდა და ანუკისთან ერთად მუშაობაც დავიწყე. მანამდე ვიყავი ლონდონში, რომლის შემდეგაც ვამბობდი, მორჩა, საქმეებს უნდა მივხედო-მეთქი. შევუკვეთეთ ქსოვილები და დავიწყეთ მუშაობა. უფრო სწორად, როგორ იყო იცი?! ან ლონდონში უნდა წავსულიყავი და თან, საშემოდგომო შოპინგი მომეწყო, ან სადმე – გიჟურ კურორტზე. რა თქმა უნდა, ლონდონი ვარჩიე, რადგან კიევში ისედაც მშვენივრად ვერთობი. ქალაქი ისე არ იცლება როგორც თბილისში, სისტემატურად დავდივართ აუზზე, კლუბებში... ანუ, გართობის დეფიციტი კიევში ნამდვილად არ გაქვს. მაგრამ, ჩამოვედი ლონდონიდან, გავხსენი ფოსტა და დამხვდა წერილი მატილდასგან თავისი ელექტრონული ბილეთებით იბიცაზე.
– ვინ არის ეს საიდუმლოებით მოცული მატილდა?
– აღარ არის, მგონი, საიდუმლოებით მოცული, კიევში ხშირად ჩამოდის. მატილდა მოსკოველი გოგოა, ბიზნესქალბატონი, რომელიც არ ვიცი, ალბათ, მსოფლიოს მოქალაქეა. ძალიან ბევრს მოგზაურობს. თან, იბიცაზე აქვს ძალიან დიდი ვილა, სადაც ყოველ ზაფხულს ვცხოვრობთ ხოლმე.
– რაღაც საეჭვო ფოტოებსა და კომენტარებს ვხედავ „ფეისბუქის“ შენს გვერდზე, რამე უფრო მეტი ხომ არ ხდება, ვიდრე მეგობრობა?
– უკვე რამდენი წელია, მატილდას ვიცნობ, ამ ადამიანთან ერთად ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ერთად ძალიან კარგად ვართ. მაქვს გრძნობები, რა თქმა უნდა, მატილდასაც. ჯერ ასე „კარტების” გახსნისგან თავს შევიკავებ. არ მიყვარს, როცა ასე ღრმად ვახედებ ვინმეს პირად ცხოვრებაში, რასაც დიდი ჩარევები და გარჩევები მოჰყვება ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის მეგობრობაზე გაცილებით მეტი ხდება, თუმცა რა და როგორ, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
– ისევ ისეთი გიჟური იყო იბიცა?
– როგორც ყოველთვის, სიგიჟე, გათენებული ღამეები... მაგრამ, სხვათა შორის, ამ ზაფხულს მაინც იმდენი არ გვიგიჟია როგორც შარშან. შარშან საერთოდ არ გვძინებია, ყოველღამე დილის რვა საათამდე კლუბებში ვიყავით და სამ-ოთხ საათამდე გვეძინა. წელსაც რამდენჯერმე ვიყავით ასე კლუბში, მაგრამ არა ყოველდღიურ რეჟიმში. უფრო ვისვენებდით. დილით შამპანური, კარგი რესტორნები, ზღვის პროდუქტები, ლაუნჯ-ბარები... იცი, ახალი ტატუც გავიკეთე, ლათინური გამონათქვამია წარმატებაზე. საოცარი ხუთი დღე იყო, როგორც ყოველთვის, იბიცა შეუდარებელია. იქ ყოველდღე რაღაც ხდება, თან რამდენიმე და ძალიან დიდი არჩევანი გაქვს. ამ ხუთი დღის განმავლობაში ორჯერ მაინც მოვიგიჟიანეთ თავი და ისე გავერთეთ, როგორც გვჩვევია. ექვს საათზე ჩამოვფრინდი კიევში, ტანსაცმლის გარეცხვა ძლივს მოვასწარი, სველი სამოსი ჩემოდანში ჩავალაგე და გავფრინდი ოდესაში. ერთი ბრიტანელი მეგობარი მყავს, რომანი, რომელიც ასევე, არის პიერ სარკოზის, ნიკოლა სარკოზის ვაჟის მეგობარი. მან დამირეკა და მითხრა, პიერი ოდესაში უკრავს და წავედითო. სხვათა შორის, რომანის ბებია ფრანგია, რომელიც ბრიჯიტ ბარდოსა და ამ დონის ვარსკვლავებისთვის, ფეხსაცმელებს ქმნიდა. თვითონ სხვა სფეროში მუშაობს, მის ცოლთანაც ვმეგობრობ, ძალიან კარგი ადამიანები არიან.
– როგორ მოგეწონა ოდესა?
– შეყვარებული ვარ ოდესაზე, სასწაული იყო. აღმოჩნდა, რომ კლუბში ძალიან ბევრი ადამიანი მცნობდა, მეკითხებოდნენ უკრაინელი დიზაინერი არ ხარო?! (იცინის) მეპატიჟებოდნენ სასმელზე, კომპლიმენტებს და კეთილ სურვილებს არ იშურებდნენ. საზაფხულო ვოიაჟები დამთავრდა, ფორმაში უნდა ჩავდგე და ჩვენებას მივხედო.
– მადონას კიევის კონცერტს დაესწარი?
– ეს იყო სასწაული. საერთოდ, რაზე, ვისზე, რა შოუზე ვლაპარაკობთ, როცა დედამიწაზე არსებობს მადონა და სცენაზე იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს ამ საუკუნეშიც კი შესაძლებელია. ერთი-ორი დღე ვიყავი ისეთი ზემოქმედების ქვეშ, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. მართლა, ცხოვრებაში არავისზე მითქვამს: ჩემი კერპია, ვგიჟდები და ვაფრენ-მეთქი. როდესაც გავიგე, რომ ჩამოდიოდა, მისი, ასე ვთქვათ, შესწავლა დავიწყე, რომ უფრო მომზადებული ვყოფილიყავი და სწორად აღმექვა, რაც იქ ხდებოდა.
– რაც მთავარია, შემთხვევით ქუჩაში შეგხვდა, არა?
– რაღაც უცნაურობები ხომ აუცილებლად უნდა დამემართოს (იცინის). აი, მე რომ ლეონიძეზე ვცხოვრობდე და მადონა „მარიოტში“ იყოს გაჩერებული, დაახლოებით, ასეთი რაღაც აღმოჩნდა. „ჰაიატთან” პატარა, ვიწრო ქუჩა ჩადის, სადაც ვცხოვრობ. წინა ღამეს მესიზმრა, რომ შევხვდი მადონას და მეგობრებს ვეუბნებოდი, მართლა რომ შევხვდე, რა სასაცილო იქნება-მეთქი. მეორე დღეს, გამოვდივარ სახლიდან, არც დამიგეგმავს, არც დავლოდებივარ, ის კი არა, მთელ კიევში საორგანიზაციო ჯგუფის გარდა, საერთოდ არავინ იცოდა, რომელ სასტუმროში გაჩერდებოდა და სრულიად შემთხვევით, მაინცდამაინც მე გადავაწყდი. მერე ვიღაცეები მწერდნენ, ელოდებოდიო?! სად უნდა დავლოდებოდი, რა ვიცოდი სად იყო. ამ ჩემს ქუჩაზე საცობია, ახალგაღვიძებული ვარ, ჯერ წესიერად არც გამოვფხიზლებულვარ და უცებ,  მადონას არ ვხედავ?! სანამ გონს მოვედი, რომ ფოტო გადამეღო მანქანის მინა აწია. მერე კი გავყევი უკვე ამ მანქანას, მაინტერესებდა, რა ხდებოდა. გადმოვიდა და შევიდა სასტუმროში. ბევრი ფოტო გადავიღე. მერე ეს, ჩემს „ვოლზე” ატვირთული ფოტოები აიღო მთელმა უკრაინულმა პრესამ. მეორე დღეს იყო უკვე კონცერტი – ვიზუალური შოუს მაქსიმუმი, მწვერვალი. უდიდესი ძალაუფლება აქვს ამ ქალს, ყველა მოძრაობაზე ეტყობა, რომ მასზე ხუთი ათასი კაცი მუშაობს. სიტყვები არ მყოფნის, რომ მოვყვე, რა ხდებოდა იქ. 12 ნოემბერს ტურნეს ნიუ-იორკში ხურავს და სერიოზულად ვფიქრობ, ხომ არ წავიდე. უდიდესი შთაგონება მოდის ამ ადამინისგან.
– კოლექციაზე რას აპირებთ, ალბათ, უკვე ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია, რა და როგორ იქნება.
– ორმოცდაათიანი წლების ქალს ვქმნით. მეცამეტე თუ მეთოთხმეტე კოლექციის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პოდიუმზე მოდელს შეეძლება, რომ გაიღიმოს. უფრო რომანტიკული ქალი იქნება, ტალღოვანი ვარცხნილობით, დიტა ფონ ტიზის სტილში. წელთან მომდგარი და მინაკეცებიანი ქვედაბოლოები იქნება. ფერებიდან, ძირითადად, შავს ვიყენებთ.  ასევე, ცისფერს, ყვითელს, წყლისფერს.
– რაც შეეხება შოუს?
– შოუზე ჯერ არაფერს ვიტყვი, მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან გაგაოცებთ.

скачать dle 11.3