კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მარიამული
მარიამულები ადრე სამეფო ყმებად ითვლებოდნენ, შემდეგში საბატონო ყმებად გვხვდებიან.
მარიამულები მთიდან ჩამოსულებად მიიჩნევენ თავს, მაგრამ რომელი კუთხიდან – ამის თქმა გვარში აღარავის შეუძლია. ვახტანგ მეექვსის „დასტურ ლამალის“ მიხედვით, მარიამულების უმეტესი ნაწილი მსახურებად იწერებოდნენ და მართლაც, სამეფო კარის სხვადასხვა თანამდებობაზე მარიამულთა წარმომადგენლები მრავლად გვხვდებიან.
„იასაულებისთვის“ განკუთვნილ თავში მოხსენიებულია შემდეგი პირები, მარიამული რამაზა გრიგოლაშვილი, მარიამული ბერი, მარიამული ბერუა. ხოლო, „სახაბაზო მოხელეთათვის“ განკუთვნილ თავში დასახელებულია „მარიამული დათუნა“. „სამზარეულოს მოხელეთათვის“ ნათქვამ თავში აღნიშნულია „მარიამული პაპუა, მარიამული გოგია, მარიამული ლომკაცი“. „საუშტროსათვის“ დადგენილ თავში „მარიამული ბერუაა“ დასახელებული. „დასტურლამელ სადედოფლოში“ აღნიშნულია: „დიღომში რაც სადედოფლო გლეხები არის, იქ დიღმიდან მეჯინიბედ მარიამულები არიანო“.
მარიამულების ერთი ოჯახი 1784 წელს იესე ბარათაშვილისთვის უბოძებია სამეფო კარს, სადაც სხვა დიღმელ გვარებში მოხსენიებულია მარიამული. ესე იგი, აშკარაა, რომ მარიამულები დიღომში იმ დროს უკვე ცხოვრობდნენ და ხალხმრავალ გვარადაც ჩანან. მარიამულების გვარს გამოეყო ყანდაშვილები.
მარიამულების გვარი განიყოფება შემდეგ საძმო სახელებად: ტიკიანი, ტეტიკაანი, ტალახაანი და ასე შემდეგ.
ყანდაშვილები დასახლებულნი არიან ქვემოუბანში, წერწვერაზე. ყანდაშვილები საბატონო ყმებად ითვლებოდნენ. მათი ადრინდელი გვარი მარიამულია და მათ განაყარად მიიჩნევენ თავს, ხოლო ეს გვარი მიიღეს წინაპრისგან – ყანდასგან. გადმოცემით ირკვევა, რომ მათი წინაპარი ქეთევან დედოფალს ჩამოუყვანია და აქ, დიღომში დაუსახლებია. შემორჩენილი წყაროების მიხედვით, როგორც მარიამულთა შთამომავალნი, ყანდაშვილების დასახლებაც დიღომში მეჩვიდმეტე საუკუნეზე ადრე ხანად უნდა მივიჩნიოთ.
საქართველოში 102 მარიამული ცხოვრობს: მცხეთაში – 78, თბილისში – 24.
ბერეკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი  ბერი. მისი ზოგადი მნიშვნელობაა – ვაჟი, ძე, ყმა. ბერისგან წარმოქმნილია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც მრავალ ქართულ გვარ-სახელშია ჩაქსოვილი.
გვარში არსებული გადმოცემის მიხედვით, ბერეკაშვილი და ბერიკაშვილი ერთი და იგივე გვარია.
ბერეკაშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოიხსენიება.
ბერეკაშვილი – ხუცესი, 1697 წელს მიწის ნაკვეთზე ედავებოდა ვინმე ჯაბანა მაკუჭასძეს.
ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან იოვანე და ასლამაზა ბერეკაშვილები.
საქართველოში – 815 ბერეკაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 323, ტყიბულში – 154, თბილისში – 86. არიან სხვაგანაც.
შიშინაშვილი
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი შიშინა. შიშინაშვილი რაჭაში წარმოქმნილ გვარადაა მიჩნეული.
ილია მაისურაძე წერს: „შიშინაშვილი, სოფელი  მეორე ტოლი, ამბროლაურის რაიონი, საკუთარი სახელი – შიშინა”.
საქართველოში 248 შიშინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 97, ამბროლაურში – 79, ქუთაისში – 43. არიან სხვაგანაც.
მეხრიშვილი
გვარის ფუძე, სავარაუდოდ, საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინი – მეხრეა, რაც საქონლის მწყემსს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ ხვედურეთიდან ბატონს ყმა გლეხი მეხრიშვილი გამოჰქცევია, პატარა თონეთში დასახლებულა და გვარი მეხრაძედ შეუცვლია.
თონეთელმა პავლე მეხრიშვილმა 1829 წელს იქორწინა გორის მაზრის სოფელ ნიჩბისში მცხოვრებ ნიკოლოზ ციციანოვის ყმის, იასე ბონდაურის ქალზე, ნინოზე.
1886 წლის აღწერით, პატარა თონეთში მოიხსენიება ნინია მეხრიშვილი.
საქართველოში 828 მეხრიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 221, თბილისში – 151, ხაშურში – 133. არიან სხვაგანაც.
ოქუაშვილი
ოქუაშვილი მცირერიცხოვანი, ქართლში გაჩენილი გვარია, რომლის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი ოქრო, ოქრუა. გვხვდება მისი მოფერებითი სახელები: ოქო, ოქია.
ოქროდან რამდენიმე გვარია გაჩენილი, კერძოდ: ოქაძე, ოქრიაშვილი, ოქროაშვილი, მოქროაძე, ოქროკვერცხიშვილი, ოქროპირაშვილი, ოქროპირიძე, ოქრუაძე და სხვა.
იშვიათად გვხვდება ქართული გვარი – ოქუნაშვილი.
საქართველოში 66 ოქუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 16, გორში – 11. არიან სხვაგანაც.
ციხელაშვილი
გვარი გვხვდება ორი ფორმით: ციხელაშვილი და ციხელიშვილი.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ციხელა.
ადრინდელი გვარია ხოსიტაშვილი. წარმოშობილია მესხეთიდან, სოფელ გოგაშენიდან, ქვემო ქართლ-კახეთისკენ წამოსულ ხოსიტაშვილთა გვარიდან.
ხოსიტაშვილს გამოეყო სხვა გვარებიც.
საქართველოში 981 ციხელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 350, დმანისში – 168, დუშეთში – 157. არიან სხვაგანაც.
მემშვილდიშვილი
მემშვილდიშვილი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შექმნილი გვარია. ადრე ქართლში ცხოვრობდნენ, შემდგომში კი, ბევრი სხვა გვარის წარმომადგენლების მსგავსად, რაჭაში გადავიდნენ. 
1448 წელს ღანირში მცხოვრებ მემშვილდიშვილს საყდრისთვის ემართა ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ყველი, კვერცხი, ხუთი კოკა ღვინო და ძღვენი.
1423  წელს ენაგეთში მცხოვრები მემშვილდიშვილი ბარათაშვილების გაყრისას ერგოთ გერმანოზსა და მის ძმებს.
1630 წელს ენაგეთელი მემშვილდიშვილი სვიმონ მეფემ მამულითურთ უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს.
სარქისა მემშვილდიშვილი 1665 წელს სუმბატა მურადაშვილის მიერ სუხინასა და გაბუსათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნის მოწმეა.
საქართველოში 350 მემშვილდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 157, ონში – 58, გორში – 57. არიან სხვაგანაც.
მსუქნიშვილი
გვარი ნაწარმოებია ადამიანის აღნაგობის მაჩვენებელი სიტყვისგან – მსუქანი. მსგავსად ბევრი ქართული გვარ-სახელია წარმოქმნილი.
გვარ მსუქნიშვილის ეტიმოლოგიაზე ყურადღება გაუმახვილებია პროფესორ ალექსანდრე ღლონტს, რომელიც წერს, რომ გვარის ფუძეა მეტსახელი – მსუქანი.
საქართველოში 224 მსუქნიშვილი ცხოვრობს:  თელავში – 146, თბილისში – 41, გურჯაანში – 8. არიან სხვაგანაც.
ბადალაშვილი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ასევე, ფეოდალურ საქართველოში, ბადალი სხვის ნაცვლად ბეგრის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.
გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან  გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.
ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.
ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.
საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 242, თეთრი წყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.
901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში – 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც.
თოროზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა.
არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში.
1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.
მოგვიანებით, თოროზაშვილები რუსული გაფორმებით თოროზოვებად ჩაუწერიათ.
საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8 არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3