კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაიკარგა კავშირი მეგობრებს შორის და როგორ იპოვეს მათ ერთმანეთი

53 წლის ალსუ მამანდაევა ეძებდა: 52 წლის ეველინა რაჟდენის ასულ კალანდაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს: 52 წლის ეველინა რაჟდენის ასულ კალანდაძეს. მე და ეველინას არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნების ვიყავით, ჩვენ ვუგებდით და გვესმოდა ერთმანეთის. ეველინასთან კავშირი თითქმის 25 წელია, არ მქონია. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი მეგობარი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის დღესაც საქართველოშია.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია სულ ახლახან, ჟურნალ „თბილისელების“ ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. ქალბატონი ალსუ იმეილის საშუალებით დამიკავშირდა. ის ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ცხოვრობს. საბედნიეროდ, ალსუს მეგობარი ეველინა ნაპოვნია. ის ამჟამად თუშეთში ისვენებს, მაგრამ თბილისში ჩამოსვლისთანავე, შეგვპირდა, რედაქციაში მოსვლას.
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც შეიტყვეთ, რომ თქვენი ქართველი მეგობარი ნაპოვნია.
– უპირველესად, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო. ნამდვილად არ ველოდი, მეგობრის ასეთ მოკლე დროში პოვნას. როგორც გითხარით, მე ეველინა ბოლოს 1987 წელს ვნახე, როცა ის ყაზახეთში იყო სტუმრად. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცოდი და ერთმანეთს ამდენი წლის განმავლობაში არ დავკავშირებივართ. რამდენადაც გავიგე, ეველინას ოჯახი აქვს და ჰყავს ორი შვილი. ის თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ამჟამად დასასვენებლად სხვაგან იმყოფება. თქვენი რუბრიკის წყალობით, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. ყაზახეთში თუკი ვინმე ვინმეს ეძებს, მიმართავს სამძებრო საიტებს და წლობით ელოდება შედეგს.
– როგორი იყო თქვენი პირველი სატელეფონო საუბარი ამდენი წლის შემდეგ?
– ეველინასაც ძალიან გაუხარდა ჩემი გამოჩენა. მითხრა: ხშირად გიხსენებდიო. თურმე, მის შვილებსაც კი უყვებოდა ჩვენი მეგობრობის ამბებს. თავის მხრივ, მანაც მიამბო თავისი ცხოვრების შესახებ. მეც ბევრი მქონდა სათქმელი და ასე, ვისაუბრეთ ემოციურად. დავთქვით, რომ ერთმანეთს აღარ დავკარგავდით და ყველანაირად შევეცდებით, ახლო მომავალში რამენაირად ერთმანეთს შევხვდეთ.
– სად ან როგორ აპირებთ შეხვედრას?
– ამას ჯერჯერობით, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ, გამორიცხული არ არის, მე საქართველოში ჩამოვიდე მეგობართან სტუმრად. აი, მაშინ კი შევხვდებით. მანამდე კი, ტელეფონით დავუკავშირდებით ერთმანეთს. სასწაული შეგრძნებაა, როცა წლების წინ დაკარგულ მეგობარს იპოვი და მას ესაუბრები.
– ეველინა თუ გეძებდათ, მას თუ უცდია თქვენთან დაკავშირება?
– ეველინას ყაზახეთთან კავშირი აღარ ჰქონია. მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, მას იქ მცხოვრები მამის ნათესავებიც არ უნახავს. შესაბამისად, ჩემთანაც არ ჰქონია კავშირი. ის, რომ მას ვეძებდი, ძალიან გაუხარდა. მან ჩემი ისტორია თქვენს რუბრიკაში წაიკითხა. ერთი სული მქონდა, როდის დაგიკავშირდებოდიო. რამდენადაც ვიცი, თვითონ  არ ვუძებნივარ. ნამდვილად არ ვიცოდი, ეს თუ შესაძლებელი იყო და არც ის ვიცოდი, როგორ მომეძებნეო. ერთი-ორჯერ კი უთხოვია შვილისთვის – იქნებ ინტერნეტში მომიძებნო მეგობარიო, მაგრამ ინტერნეტითაც ვერ მომძებნა, რადგან ჩემი გვარი სხვანაირად ახსოვდა.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3