რა მოხდა ამ დღეს
3 სექტემბერი
1778 – მილანში გაიხსნა ოპერა „ლა სკალა“.
1795 – დაარსდა პარიზის კონსერვატორია.
1921 – პირველად გამოიყენეს ავიაცია მავნე მწერების მოსასპობად.
1949 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია – NBA.
4 სექტემბერი
1842 – განახლდა 1248 წელს დაწყებული და 1558 წელს შეწყვეტილი კიოლნის ტაძრის მშენებლობა (დასრულდა 1880 წელს).
1888 – ჯორჯ ისთმენმა მიიღო პატენტი ფოტოაპარატზე შიგ ჩასადები ფოტოფირით.
1975 – დაარსდა თამაში „რა? სად? როდის?“.
5 სექტემბერი
1905 – ამერიკაში დაიდო პორტსმუთის ხელშეკრულება. რუსეთ-იაპონიის ომის დასასრული.
1970 – ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ძალების წარმომადგენელი სალვადორ ალიენდე.
1972 – პალესტინელმა ტერორისტებმა ოლიმპიურ მიუნხენში მოკლეს 11 ებრაელი სპორტსმენი, დაიღუპა კიდევ 6 ადამიანი.
6 სექტემბერი
1689 – პირველი ოფიციალური ხელშეკრულება – ნარჩენის ხელშეკრულება ჩინეთსა და რუსეთს შორის.
1991 – ლენინგრადს დაუბრუნდა ძველი სახელი – სანკტ-პეტერბურგი.
1991 – დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა.
7 სექტემბერი
1822 – პორტუგალიის ტახტის მემკვიდრემ, დონ პედრუმ, გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან.
1859 – მთიან აულ გუნიბში ალყაშემორტყმული შამილი ტყვედ ჩაბარდა რუსებს.
8 სექტემბერი
1903 – ბულგარელთა გენოციდი თურქების მიერ. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
1905 – მიწისძვრა სამხრეთ იტალიაში. დაიღუპა 5 ათასი ადამიანი, 20 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.
1914 – მფრინავმა ნესტეროვმა პირველმა გამოიყენა „ტარანი“. უფრო ადრე პირველად მანვე შეასრულა „მკვდარი მარყუჟი“.
1921 – გამოვლინდა პირველი „მის ამერიკა“ – მარგარეტ ჰგორმანი.
1987 – ბარენცის ზღვაში ატომური წყალქვეშა ნავის „კომსომოლეცის“ ავარია მოხდა. დაიღუპა 39 ადამიანი. ატომური კატასტროფის საშიშროების წინაშე დადგა მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.
9 სექტემბერი
1850 – კალიფორნია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 31-ე შტატი.
1886 – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა კონვენციას ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ – პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვაზე.
1956 – ელვის პრესლი პირველად გამოჩნდა ნაციონალურ ტელევიზიაში.
1991 – ტაჯიკეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.