კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

6 ძირითადი შეცდომა, რომლებიც ხელს უშლის გახდომას

თავიდან თქვენი დიეტა ძალზე ეფექტური გეგონათ, მაგრამ, უცებ აღმოაჩინეთ, რომ მაინცდამაინც ვერ იკლებთ წონაში? არც ინტენსიური და დამღლელი ვარჯიშები გშველით და ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ახლობელმა უვარგისი დიეტა გირჩიათ? მაგრამ, იქნებ, დიეტა არაფერ შუაშია და ყველაფრის მიზეზი ის შეცდომებია, რომლებსაც მუდმივად უშვებთ და ვერ ხვდებით, რატომ იკლებთ წონაში ძალიან ნელა, ან, სულაც, დაკლების შემდეგ ისევ სწრაფად იმატებთ?!
ჩვენ ჩამოგითვლით 6 ძირითად შეცდომას, რომლებიც ხელს გიშლით გახდომაში. გამოასწორეთ ეს შეცდომები და შედეგიც არ დაახანებს.
შეცდომა პირველი – პროდუქტების მაქსიმალური შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი დიეტა – ასეთი რეჟიმის დროს, შესაძლოა, სწრაფად დაიკლოთ, მაგრამ, ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლის შემდეგ ორჯერ უფრო სწრაფად აღიდგენთ დაკარგულ კილოგრამებს და, არ არის გამორიცხული, გადააჭარბოთ კიდეც თქვენს დიეტამდელ წონას.
გონივრული დიეტის მთავარი პრინციპი: ჭამის დასრულების შემდეგ ოდნავ კიდევ უნდა გშიოდეთ.
შეცდომა მეორე – არაკორექტულად შერჩეული კონტრაცეპტივები, რადგან, ისინი, როგორც ცნობილია, შედგება ქალის ჰორმონებისგან – ესტროგენისა და/ან პროტესტერონისგან, რაც ზოგჯერ ხელს უშლის წონაში დაკლებას.
შეცდომა მესამე – არც ერთი დიეტა არ უნდა ჩათვალოთ თქვენი ცხოვრების ხანმოკლე და უსიამოვნო ეპიზოდად. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ საუკეთესოა ის დიეტა, რომლის დაცვასაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეძლებთ (ცხადია, მცირეოდენი გადაცდომებით).
თუ თქვენს ქვეცნობიერში დიეტა დროებითი მოვლენაა, წინასწარ განეწყვეთ იმისთვის, რომ შედეგიც დროებითი იქნება.
შეცდომა მეოთხე – საკვები პროდუქტისა და სასმლის არასწორი შერჩევა. ნუ მოგატყუებთ შეფუთვაზე გაკეთებული წარწერა – „დაბალკალორიული“. სინამდვილეში, შესაძლოა, ის დიდი რაოდენობით შეიცავდეს შაქარს. ამიტომ, კარგად შეისწავლეთ ყოველი პროდუქტი ყიდვამდე. იგივე ეხება სასმელსაც. ცნობისთვის: ტკბილ, გაზიან სასმელებსა და შაქრიანი ხილის წვენებს არანაირი კავშირი არ აქვს გახდომასთან. არადა, დიეტის დროს აუცილებელია დღეში 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა – მხოლოდ ასეთი რაოდენობა გამოდევნის ორგანიზმიდან ცხიმებს. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოხარშოთ ნებისმიერი ხილის სახელდახელო კომპოტი უშაქროდ და მთელი დღის განმავლობაში სვათ.
შეცდომა მეხუთე – ქრონიკული გამოუძინებლობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ხელს უწყობს ჭარბი წონის „აკრეფას“. ამიტომ, მოაგვარეთ ეს პრობლემა და იძინეთ დღე-ღამეში 7-8 საათი. სხვათა შორის, სრულყოფილი ძილი აქტიურად ებრძვის ცხიმების დაგროვებას მუცლის არეში.
შეცდომა მეექვსე – იშვიათი, მაგრამ, ძალიან ძლიერი ფიზიკური დატვირთვები (ვარჯიშის დროს). ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ, თურმე, ნავარჯიშებ ორგანიზმში, მცირეოდენი დატვირთვის დროსაც კი, ვარჯიშის დაწყებისთანავე იწყება ცხიმების წვა, ხოლო გაუვარჯიშებელ ორგანიზმში, პირველ ყოვლისა, იხარჯება კუნთოვანი ქსოვილი და მხოლოდ ნახევარსაათიანი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ (ანუ ძირითადად, ვარჯიშის დასასრულს) იწყება ცხიმების დაწვა. დაიმახსოვრეთ: განსაკუთრებით სასარგებლო და შედეგიანია არა იშვიათი და მძიმე, არამედ, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები.

скачать dle 11.3