კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იჯდა შონ პენი ერთი თვე ციხეში და ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავები სწავლობდნენ მასთან ერთად სკოლაში

„კარლიტოს გზა”, „თამაში”, „საიდუმლო მდინარე”, „21 გრამი”, „ჰარვი მილკი” და ეკრანებზე გამოსასვლელად გამზადებული „განგსტერებზე მონადირე” – ყველა ამ ბლოკბასტერს ერთი ადამიანი აერთიანებს – 52 წლის შონ პენი, ყველაზე ვარსკვლავური პერსონა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შორის, რომელსაც  საკუთარი „სელებრითობით” ტრაბახი არ უყვარს. ქარიზმატული შონ პენის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ „თბილისელების” ამ ნომერში.  
* შონ პენი 1960 წლის 17 აგვისტოს დაიბადა სანტა-მონიკაში. მამა – ლეო პენი რეჟისორი იყო, დედა – აილინ რაიანი მსახიობი. მამის მშობლები ლიტვიდან და რუსეთიდან 1900 წელს ამერიკაში ჩასული ემიგრანტები იყვნენ, ხოლო დედის წინაპრები – იტალიელები და ირლანდიელები. შონის მშობლები კათოლიკეები გახლდნენ, თუმცა თავად შონი აგნოსტიკოსია. შონს ჰყავდა ასევე მსახიობი უმცროსი ძმა, კრის პენი, კრისი 40 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
* შონ პენის მამა, ლეო პენი დრამის მასწავლებელი იყო სამსახიობო სტუდიაში. 50-იან წლებში ის იძულებული გახდა ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში გაქცეულიყო, რადგან ჰოლივუდის „შავ სიაში“ მოხვდა. ლეო პენმა უარი თქვა დაესახელებინა ის მსახიობები, ვინც კომუნისტურ შეხედულებებს იზიარებდნენ.
* შონ პენი სკოლაში ემილიო ესტევესთან, ჩარლი შინთან და რობ ლოუსთან ერთად სწავლობდა. ისინი, პენის მსგავსად, ჰოლივუდის მსახიობები გახდნენ.
* 19 წლის ასაკში შონ პენი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი კინოკარიერა. თავდაპირველად, ის ტელესერიალებში იყო დაკავებული, ხოლო მხატვრულ ფილმში მისი დებიუტი 1981 წელს შედგა. ეს იყო ფილმი „კადეტები”, სადაც პენის პარტნიორები ტომ კრუზი და ტიმოტი ჰატონი იყვნენ.
* შონ პენი ახალგაზრდობიდანვე მეამბოხე იყო ცხოვრებაში და მისი პირველი როლებიც კინოში აგრესიული ხასიათის გახლდათ.
* 1985 წელს შონ პენი პოპ-მომღერალ მადონაზე დაქორწინდა, რომელიც ფილმ „შანხაის სიურპრიზის” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ეს ფილმი პენის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე უიღბლოა. კრიტიკოსებმა ის მიწასთან გაასწორეს. მადონასთან პენმა 1989 წლამდე იცხოვრა და შემდეგ სკანდალურად დაშორდა. მადონასთან ცხოვრების პერიოდში შონ პენი პაპარაციზე თავდასხმის გამო, 33 დღე ციხეში იჯდა.  პოპ-დივამ კი მესამე სტუდიური ალბომი შონს მიუძღვნა, როგორც ყველაზე არაორდინარულ ადამიანს მის ცხოვრებაში.
* მადონასთან ქორწილი შონ პენის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე შედგა. მეორე დღეს მსახიობი 25 წლის გახდა და ეს მოვლენა იმით აღნიშნა, რომ რეპორტიორების მისამართით ისროლა, რის გამოც პოლიციამ დააჯარიმა.
* მადონასთან დაშორების შემდეგ, შონ პენი ცნობილი ტელესერიალის „სანტა-ბარბარას” ვარსკვლავს, რობინ რაიტს ხვდებოდა და 1991 წელს ისინი დაქორწინდნენ კიდეც. რობინი და შონი 2010 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.
* 1993 წელს შონ პენის სახლი მალიბუში ხანძრისგან მთლიანად განადგურდა.
* რობინ რაიტთან შონ პენს ორი შვილი ჰყავს, ვაჟი ჰოპერ ჯეკი, რომელსაც ეს სახელი შონმა  მსახიობების – დენიდ ჰოპერისა და ჯეკ ნიკოლსონის პატივსაცემად დაარქვა და ქალიშვილი – დილანი, რომელსაც მუსიკოს ბობ დილანის გამო დაარქვა ასე.
* კოლეგებისგან განსხვავებით, შონ პენი კრიტიკულად უყურებს მსოფლიო კინოკლასიკად მიჩნეულ შედევრებს. მაგალითად „ქარწაღებულნის” ეკრანიზაციას საშუალო დონის მელოდრამად მიიჩნევს.
* 40 წლის იუბილეზე შონ პენმა საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და მოწევას დაანება თავი. მანამდე ის დღეში რამდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწეოდა.
* 2002 წელს შონ პენმა 56 ათასი დოლარი გადაუხადა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს” პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის დაწერილი ღია წერილის გამოსაქვეყნებლად. წერილში პენი ღიად აკრიტიკებდა ბუშის ადმინისტრაციის მიდგომას ერაყის საკითხთან და ახლო აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანას მოითხოვდა. იმავე წლის დეკემბერში პენი ბაღდადს ეწვია, სადაც ჰოსპიტალში მყოფი დაჭრილი ბავშვები მოინახულა.
* შონ პენი მიკი რურკის საუკეთესო მეგობარია, ხოლო კერპად კი, მარლონ ბრანდო მიაჩნია.
* პირველი „ოსკარი” შონ პენმა მიიღო ფილმისთვის „საიდუმლო მდინარე”, მეორე კი – დრამისთვის „მილკი”, სადაც ჰომოსექსუალი პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის როლი განასახიერა. თუმცა, მანამდე ის სამჯერ იყო ნომინირებული ყველაზე პრესტიჟულ კინოჯილდოზე ფილმებისთვის – „მე – სემი”, „ტკბილი და საძაგელი” და „მიცვალებული მოდის”.
* 2010 წლის მაისში შონ პენს  სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს ჟურნალისტის ცემისთვის. ინციდენტი 2009 წლის ოქტომბერში მოხდა, პენმა, უბრალოდ, ვერ მოიშორა აგრესიული ჟურნალისტი და იძულებული გახდა მისთვის დაერტყა.
* შონ პენი ამერიკის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების ახლო მეგობარია. ის თავად ეწვია კუბას, ვენესუელას და ირანს. შონ პენი პირადად იცნობს და რამდენჯერმე შეხვედრია კიდეც რაულ კასტროს, უგო ჩავესს, მაჰმუდ აჰმადინეჯადს. გარდა ამისა, „არაბული გაზაფხულის” პერიოდში შონ პენი ჩასული იყო ლიბიაში და ეგვიპტეში, სადაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ამბოხებულებს.
* შონ პენს მთავარი როლი აქვს შესრულებული ფილმში „მთარგმნელი”. ფილმი იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ერთადერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაშია გადაღებული.
* შონ პენის სარეჟისორო დებიუტი 1991 წელს შედგა ფილმით „ინდიანელი მორბენალი”. მოგვიანებით, შონ პენმა რამდენიმე მუსიკალური კლიპი გადაიღო, შანაია ტვაინისთვის, პიტერ გაბრიელისა და ლაილ ლოვეტისთვის. მის აქტივში კიდევ სამი მხატვრული ფილმია: „გზაჯვარედინზე”, „ფიცი” და „ველურ პირობებში”.
* 2005 წელს შონ პენი პირადად იღებდა მონაწილეობას ლუიზიანის შტატში, ქარიშხალ „კატრინასგან” მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
* რობინ რაიტ-პენთან განქორწინების შემდეგ, შონ პენს რომანი ჰქონდა სკარლეტ იოჰანსონთან, რომელიც 24 წლით უმცროსია მასზე. საინტერესოა, რომ სკარლეტთან რომანი შონ პენის გაუთავებელი ღალატის გამო დასრულდა. სკარლეტმა ვერ აპატია, რომ შონმა მას ერთდროულად სამ ლამაზმანთან ერთად უღალატა ჯუდ ლოუს წვეულებაზე.
* სხვადასხვა დროს შონ პენს რომანები ჰქონდა – სიუზან სარანდონთან, ელიზაბეტ მაკგოვერნთან და მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინის დასთან, პამელა სპრინგსტინთან.
* შონ პენი არ არის კინოვარსკვლავი ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ის გაურბის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას, არ უყვარს ჟურნალისტები და პოლიტიკურად აქტიურია. თუმცა, მას ყველა ერთხმად  თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევს.
* ფილმში „ტკბილი და საძაგელი” შონ პენმა ნევრასთენიკი მუსიკოსის როლი შეასრულა. ამ როლისთვის პენმა გიტარაზე დაკვრა შეისწავლა და თანაც ვირტუოზულად.

скачать dle 11.3