კლიჩკოს ფრე კრამნიკთან
უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივე, ვიტალი კლიჩკო, გერმანელ მანუელ ჩარმთან ტიტულის დასაცავად დანიშნული ბრძოლისთვის ემზადება და ავსტრიაში, ერთ-ერთ კაფეში, „მძიმეწონოსან” ვლადიმირ კრამნიკთან საჭადრაკო დაფასთან გამართა სპარინგი. კრამნიკი მსოფლიოს ჩემპიონია 2000-2007 წლებში და არანაკლები ტიტულებით დაიკვეხნის, თუმცა, კლიჩკოსთან შეხვედრა მაინც სახიფათოა და მეგობრულ ატმოსფეროში ჩავლილმა მატჩმა დაგვანახვა, რომ კლიჩკო საკრივო ხელთათმანზე არანაკლებად ფლობს ჭადრაკის ფიგურებს. კლიჩკო-კრამნიკის სპარინგი ფრედ დასრულდა, რაც ჭადრაკში ხშირი შემთხვევაა, კრივში კი – არა, ამიტომ, ყველა მოუთმენლად ელის კლიჩკოს გასვლას რინგზე, რომ ნახონ თუ როგორ დაეხმარება მას ჭადრაკის ტაქტიკა გერმანელი მოკრივის დასამარცხებლად.