ბექჰემის ქანდაკებები
სულ ახლახან დევიდ ბექჰემმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში კვლავ უმაღლეს დონეზე შეუძლია, როდესაც პირდაპირ კუთხურიდან ჩაუხვია ბურთი მეტოქე გუნდს MLS-ის გათამაშების მორიგ ტურში. ამასთან ერთად ბექჰემს არც სარეკლამო სფერო ავიწყდება და იგი ფართო მასშტაბით უკეთებს რეკლამას თავისი ბრენდის მამაკაცის საცვლებს. ამერიკის ორ დიდ ქალაქში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, ბექჰემის სამმეტრიანი ლითონის ქანდაკებებიც კი დაიდგა, რომელთა მთავარი ღირსება ის არის, რომ ბექჰემი ტრუსებით არის წარმოდგენილი. ამ ქანდაკებებმა თავიანთი ფუნქცია კარგად შეასრულა, რადგან, ბექჰემის ტრუსები ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.