ნატალიას სილამაზე
„ევრო 2012-ის“ დასრულების შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, თუმცა, ფეხბურთის გულშემატკივრებს ჯერაც ახსოვთ, პოლონეთის ნაკრების ყველაზე აქტიური ქომაგი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სექს-სიმბოლოდ დასახელდა. საუბარია ნატალია სივეცზე, ლამაზმანზე, რომელმაც თავისი სილამაზით მილიონობით მამაკაცის გული მოიგო. „მის ევრომ”, როგორც მას სამშობლოში უწოდებენ, რამდენიმე ხნის წინ „ფლეიბოის” პოლონური გამოცემის წინადადება მიიღო და გულახდილი ფოტოსესიით კიდევ უფრო გაზარდა თავისი თაყვანისმცემლების ისედაც ურიცხვი რაოდენობა.