არმსტრონგის ჩამორთმეული ტიტულები
პრესტიჟული „ტურ დე ფრანსის” შვიდგზის გამარჯვებულს, ლეგენდარულ ლენს არმსტრონგს საერთაშორისო სადოპინგო ასოციაცია ტიტულების ჩამორთმევით ემუქრება. ასოციაციამ გამოძიება დაიწყო არმსტრონგის მიერ აკრძალული პრეპარატების მიღების საქმეზე და, როგორც ჩანს, საკმაო მტკიცებულებები მოიპოვა, რათა სპორტსმენს ყველა ის ტიტული ჩამოართვას, რისთვისაც არმსტრონგი მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში იბრძოდა. საგულისხმოა, რომ არმსტრონგი არ აპირებს ასოციაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ამბობს, რომ, ტიტულების ჩამორთმევის შემთხვევაში, ის მაინც იმ ერთადერთ სპორტსმენად დარჩება, რომელმაც შვიდჯერ მოახერხა „ტურ დე ფრანსის” ველორბოლაში გამარჯვება.