კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ნეტარი იერონიმე: წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე შეიძლება, ნორჩი, ნაზი ბავშვი წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგისკენაც და ცუდისკენაც) და, საითაც გინდა, იქით მიდრიკო.
ნიკოლოზ სერბი: საჭიროა, ბავშვებს ყველაზე მთავარი ვასწავლოთ, რამეთუ ის, რასაც ადამიანი ბავშვობისას ისწავლის, აღარ დაივიწყებს. მეორეხარისხოვანი საგნების სწავლება მოგვიანებითაც შეიძლება, დიდი უბედურება ამით არ მოხდება. მაგრამ, თუკი მთავარს არ ასწავლი, ან, ცუდად ასწავლი, მაშინ, კლავიშთა ხმაური ლოცვის ხმას გადაფარავს, ხოლო უცხო ენებზე „ჟღურტული“ მხოლოდ მშობლების დაცინვას მოემსახურება.
ალექსი ბერი: არ გაგვაჩნია, უფალო, მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ-ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არცკი გვცალია აღსარებისა და წმიდა ზიარებისთვის მოსამზადებლად. იმისთვისაც ვერ ვიცლით, რომ აღსარების წინ ჩავფიქრდეთ, რით განვარისხეთ ღმერთი ჩვენი პირადი ცხოვრებით. იმის იმედად ვართ, რომ ჩვენ მაგივრად ცოდვებს მღვდელი ჩამოთვლის და ჩვენ კი ვუპასუხებთ: „ცოდვილი ვარ“; ისიც კი არ შეგვიძლია, რომ პირადი სინანული მივიტანოთ აღსარებაზე.
სიბრძნე ზირაქისა: ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას. წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი. ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა. ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა.
ანტონი დიდი: დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე, ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს.
სერაფიმე როუზი: წმიდანებს ცოცხლების დაცვისა და შეწევნის დიდი უფლება აქვთ, მაშინ, როცა გარდაცვლილ ცოდვილებს, გარკვეული გამონაკლისის გარდა, ცოცხლებთან კონტაქტი არ აქვთ.
ნიკოლოზ სერბი: უეცარ სიკვდილს ღმერთი ორი მიზნით მოავლენს: ცოდვილის დასასჯელად და სხვათა განსასწავლად.
ნიკოდიმოს ათონელი: როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შემქმნელს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი ტვირთი (რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს“ (მათე 11,30). შენი ტყვეობა თავისუფლება გგონია. მოიცილე გონებიდან სიბნელისა და სიცრუის ეს უმძიმესი საფარველი და შეიცანი, რომ არ არსებობს სხვა თავისუფლება, გარდა იმისა, როცა შენ ემორჩილები უფალს და ზეციური მამის ნებას ხარ მინდობილი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „აწ გათავისუფლებულ ხართ ცოდვისგან და დამონებულ ღმრთისა და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი“.

 

скачать dle 11.3