კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის კერძო ბანკი ვალდებული, აუხსნას კლიენტს, რის საფუძველზე დაედო ყადაღა მის ანგარიშებს

მოქალაქეთა, ანუ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა საბანკო ანგარიშებმა განსაკუთრებული აქტუალობა წინასაარჩევნო პერიოდში შეიძინა, თუმცა ეს სფერო კანონის მიერ კარგა ხანია, კონტროლდება. კერძოდ, თუკი გგონიათ, რომ თქვენი ფინანსური ოპერაციები (თუ, რა თქმა უნდა, ფულს მუთაქაში არ ინახავთ ან ქილებით მიწაში არ ჩაგიფლავთ) მკაცრად კონფიდენციალურია, მწარედ შემცდარხართ, რადგან, საქართველოს კანონმდებლობით, მთელი რიგი სტრუქტურები თქვენი საბანკო ანგარიშებისა და მასზე განხორციელებული ბრუნვების შესახებ ფრიად დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა, ისიცაა, რომ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, ოღონდ, ამ შემთხვევათა ჩამონათვალი იმდენად ფართოა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ –  თქვენი თითქოსდა დაფარული საბანკო ცხოვრება ლამის გადაშლილი წიგნია.
რა ცოდნით უნდა იყოთ შეიარაღებული ბანკთან ურთიერთობისას? –  თემას საიას იურისტი ლიკა წიკლაური განვგიმარტავს.

– დავიწყოთ იმით, თუ  რა ინფორმაციის გაცემის უფლება აქვს ბანკს შესაბამისი ორგანოებისთვის კლიენტის საბანკო ანგარიშებისა და პირადი მონაცემების შესახებ?
– კლიენტის შესახებ ინფორმაცია, იქნება ეს საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა თუ სხვა ტიპის ინფორმაცია, ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად და მას კანონი იცავს. თუმცა, ასევე, კანონითვე განსაზღვრულ შემთხვევებში, ბანკს აქვს უფლება, აღნიშნული ინფორმაცია გასცეს სხვა პირებზეც. ასეთი ორი შემთხვევაა: პირველი, როდესაც საბანკო ანგარიშზე ბრუნვა აღემატება 30 000 ლარს და, მეორე –  თუკი გარიგება ბანკს მოეჩვენება საეჭვოდ. მეტიც, ამ ორივე შემთხვევაში ბანკის ვალდებულებაა, ავტომატურად მიაწოდოს ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და, ამის პარალელურად, თავადაც მოიძიოს ინფორმაცია და შეინახოს.
– დავაზუსტებ: ლაპარაკია იმაზე, თუ გარიგების ერთჯერადი თანხა გადააჭარბებს 30 000 ლარს თუ, როდესაც სხვადასხვა გარიგების ჯამური მაჩვენებელი გადააჭარბებს 30 000 ლარს?
– შესაძლოა, დაიდოს რამდენიმე გარიგება და, თუ საერთო ჯამში ეს თანხა 30 000 ლარს გადააჭარბებს, ეს კონკრეტული პირი გარკვეული კონტროლის ქვეშ ექცევა, რის შემდეგაც ბანკი ვალდებულია, რომ ამ კონკრეტული ადამიანის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია და შეატყობინოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ანუ, ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელსაც, შეიძლება, ხელი მიუწვდებოდეს კლიენტის საბანკო ანგარიშებზე, არის ფინანსური მონიტორინგის სამსახური. მოდი, განვმარტოთ, რას წარმოადგენს ფინანსური მონიტორინგის სამსახური: ის ექვემდებარება ეროვნულ ბანკს და არის ეროვნული ბანკის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მეორე მხრივ, ფინანსური მონიტორინგის სამსახური თვითონაცაა უფლებამოსილი, თუ გაუჩნდა ეჭვი კონფიდენციალური ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, გამოითხოვოს კონკრეტული ადამიანის საბანკო ინფორმაცია. კანონში გაწერილია კონტროლის მექანიზმებიც. ზოგადად, ბანკებს მაკონტროლებლის ფუნქცია ორ შემთხვევაში გააჩნიათ: როდესაც გარიგება საეჭვოა და როდესაც გარიგების თანხა 30 000 ლარს აღემატება. მაგრამ, იმავდროულად, ეროვნული ბანკიც არის უფლებამოსილი, თუ მიიჩნევს საჭიროდ, გამოითხოვოს ბანკებიდან გარკვეული ინფორმაცია და, ბუნებრივია, იგივე უფლება აქვს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსაც, კანონმდებლობიდან გამომდინარე.
– რას ნიშნავს –  „თუ ეჭვი გაუჩნდა“ ან „კონფიდენციალური ინფორმაცია“? ვთქვათ, მე ვარ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი, სტუმრად ვიყავი და ყური მოვკარი საუბარს, რომ ვიღაცამ რაღაც გარიგება დადო და საეჭვოდ მომეჩვენა. მხოლოდ ამის საფუძველზე მაქვს უფლება, გამოვითხოვო ინფორმაცია იმ კონკრეტული პირის საბანკო ანგარიშების შესახებ?
– კანონში განმარტებული არ არის, კონკრეტულად რა შეიძლება გახდეს ბანკის კლიენტის შესახებ ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველი, მაგრამ ნათქვამია, რომ ამის საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი  ინფორმაცია. ბანკები ვალდებულნი არიან, ეს ინფორმაცია წარუდგინონ ეროვნულ ბანკს და, თუ ამ ინფორმაციის გაცნობისას გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტული გარიგება ეჭვის შემცველია, აქვს უფლება, გამოითხოვოს ინფორმაცია ამ კონკრეტული ადამიანის შესახებ. გარდა იმისა, რომ კანონი ცნობს საეჭვო გარიგების ცნებას, არის გარიგების სხვა ცნებებიც. ერთი შეხედვით, გარიგება, შესაძლოა, კანონიერი იყოს, მაგრამ, არ წარმოადგენდეს ამ კონკრეტული სუბიექტის საქმიანობის სფეროს. ასეთი გარიგებებიც კონტროლზეა. როდესაც ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, მას შეისწავლის ფინანსური მონიტორინგის სამსახური და, თუ გაუჩნდება ეჭვი, რომ რაღაც დარღვევებია, უფლებამოსილია, გადაუგზავნოს მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას და, ფაქტობრივად, უკვე მათთვისაც ხელმისაწვდომი ხდება ადამიანის საბანკო ინფორმაცია.
გარდა ამისა, თუ გამოძიებისას საჭირო გახდა პირის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, გამოძიების ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ბანკებიდან ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვონ ამა თუ იმ პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და, შესაძლებელია, ამოიღონ ხელშეკრულების დედნებიც კი.
– დასაბუთება არ სჭირდება ეჭვს?
– როდესაც გამოძიება იწყება, იგულისხმება, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი. მართალია, ისინი ცალსახად ვერ იტყვიან, რომ პირი დამნაშავეა, მაგრამ, თუ ძიება დაწყებულია კონკრეტული განცხადების საფუძველზე და ამ ძიების ეტაპზე სჭირდებათ ეს ინფორმაცია, გამოძიების ორგანოებს აქვთ უფლება, მიმართონ ბანკებს, ბანკებს კი აქვთ ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ ეს ინფორმაცია.
– ზემოჩამოთვლილთა გარდა, კიდევ რომელ სახელმწიფო ორგანოს აქვს საბანკო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა?
– ბოლო პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ეხება გაცხადებული პოლიტიკური ინტერესის მქონე პირების საბანკო ბრუნვას. კანონში ჩაიდო ასეთი რამ: თუკი ასეთ სუბიექტს სურს ანგარიშის გახსნა, ეს უნდა შეთანხმდეს ხელმძღვანელთან და მხოლოდ ხელმძღვანელ პირთან შეთანხმების შემდეგ უწევს ბანკი მომსახურებას ასეთ პირს. ხოლო, თუკი აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ასეთი პირების მიერ ირღვევა კანონი, მაგალითად, პარტიულ შემოწირულობებთან ან სხვა ოპერაციებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურიც არის უფლებამოსილი, რომ პირის საბანკო ინფორმაცია გამოითხოვოს. გარდა ამისა, როგორც აუდიტის სამსახურს, ისე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აქვთ უფლება, მოითხოვონ ამ ანგარიშების დაყადაღება იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ეს კონკრეტული საქმე განიხილება. ბუნებრივია, არც ერთს არ აქვს უფლება, რომ თქვას, მოხდა თუ არა სამართალდარღვევა, ამას სასამართლო ადგენს, მაგრამ, იმ ეტაპზე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ მიაჩნიათ, რომ არსებობს უარყოფითი შედეგების რისკი, შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ ანგარიშების დაყადაღება.
მეორე მხრივ, კანონში გვიწერია, რომ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ კონფიდენციალურად შეინახონ ეს ინფორმაცია და არ გადასცენ მესამე პირს, თუმცა, ამასთანავე, კანონი ამბობს, რომ არსებობს გამონაკლისები; კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შესაძლოა, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული სხვა ორგანოებთან; ეს, შეიძლება, იყოს როგორც ქვეყნის შიდა ან გარე ორგანო და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა მოხდება ამ ხელშეკრულების საფუძველზე.
– ესე იგი, უცხოეთის იმ მოქალაქის ფინანსური ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში აქვს გახსნილი საბანკო ანგარიშები, შესაძლოა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის ან აუდიტის სამსახურმა გადასცეს უცხოელის ქვეყანას და პირიქით, უცხოეთის სამსახურებმა საქართველოს სამსახურებს გადმოსცენ ინფორმაცია იმ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშების შესახებ?
– თუ არსებობს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე –  რა თქმა უნდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური გამოითხოვს ინფორმაციას კონკრეტული პირის საბანკო ანგარიშების შესახებ, ეს არ არის ცნობილი ამ პირისთვის. ბანკს ეკრძალება, აცნობოს პირს ამის შესახებ. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი ფინანსური ინფორმაცია აბსოლუტურად კონფიდენციალური არ იყოს. მართალია, ზოგადად, კანონში არის ნორმა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ, უამრავ კანონში შეიძლება არსებობდეს დათქმები, რომლებიც ამ ინფორმაციის გაცემის საშუალებას იძლევა.
რომ შევაჯამოთ, თქვენი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაცემა ბანკებს შეუძლიათ შემდეგ შემთხვევებში: თუკი სასამართლოში მიდის საქმის განხილვა, კერძო დავის შემთხვევაშიც და ბანკი ვალდებულია, სასამართლოს უპირობოდ მიაწოდოს ეს ინფორმაცია; ასევე, ბანკმა ეს ინფორმაცია უნდა გადასცეს აუდიტის სამსახურს, ეროვნულ ბანკს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს და, რა თქმა უნდა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ცხადია, პროკურატურისა და გამოძიების ორგანოებიც არიან უფლებამოსილნი, გამოითხოვონ ეს ინფორმაცია და, ამასთანავე, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, თუ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რომელიმე ორგანოსთან,  ვალდებულია, მათაც გადასცეს ეს ინფორმაცია.
– ეს ეხება საკრედიტო და სადებეტო ბარათებსაც?
– რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩეკის განაღდების შესახებაც. აგრეთვე, ამ ინფორმაციაში შედის უცხოური ვალუტის განაღდების ოპერაციაც. კანონში ისიცაა გაწერილი, რომ, გარდა ეროვნული ბანკისა, მონიტორინგს ახორციელებს კერძო ბანკიც და ის ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, თუკი განაღდდა საბანკო ჩეკი, მოხდა უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკომატის მეშვეობით, მოხდა საეჭვო ზონაში, ანუ ოფშორში რეგისტრირებული ბანკის ანგარიშიდან ფულის გადმორიცხვა, სხვა სახელმწიფოში ანონომური პირის საბანკო ანგარიშზე ფულის გადარიცხვა ან ანონიმური პირის ანგარიშიდან ფულის გადმორიცხვა, თუ ოპერაციის თანხა აღემატება 30 000 ლარს.
– ანონიმურ პირად ვინ მიიჩნევა?
– ვისზეც ინფორმაცია არ არსებობს.
– ანუ, პირი, შესაძლოა, არ იყოს ანონიმური, უბრალოდ, ჩვენს შესაბამის სამსახურებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია მის შესახებ?
– რა თქმა უნდა და, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დანაშაული მოხდა. უბრალოდ, იწყება კონტროლი, ინფორმაციის მოიძება და, თუ დადგინდა, რომ საეჭვო არაფერია, შესწავლა შეწყდება. უბრალოდ, ასეთი გარიგებები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა. ამას გარდა, კონტროლის ქვეშაა ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა. ერთი სიტყვით, კანონში მთელი რიგი ჩამონათვალია. მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ საეჭვო გარიგების ცნებაა ძალიან ფართო და, ამიტომ, შესაძლოა, კონკრეტული საბანკო ოპერაცია ამ ჩამონათვალში არ ხვდებოდეს, მაგრამ გადამოწმება მაინც მოხდეს.
– ვთქვათ, 20 000-ის საბანკო ოპერაცია განვახორციელე, ამას არ გამოიკვლევენ?
– ზოგადად, სავალდებულო არ არის, მაგრამ, თუ ეჭვი გაუჩნდათ, თანხის ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.
– სესხი თუ ავიღე, მაშინაც შემამოწმებენ, რისთვის ავიღე?
– ესეც ოპერაციაა და, შესაძლოა, შეგამოწმონ.
– თუ ანაბარზე ფული შევიტანე?
– ნებისმიერი გარიგება ექვემდებარება მონიტორინგს.
– ვალუტის კონვერტაციისას ბანკს აქვს შემოწმების ვალდებულება, თუ სავალუტო ჯიხურში გადავცვალე ვალუტა?
– ანალოგიური მოთხოვნები აქვთ სავალუტო ჯიხურებსაც, ეს ინფორმაცია მათთან უნდა ინახებოდეს და, თუ დასჭირდათ, უნდა გადასცენ ფინანსური მონიტორინგის ან აუდიტის სამსახურებს.
– ვალუტის გადაცვლისას, როგორც ვიცი, ყოველთვის არ ითხოვენ პირადობის მოწმობას.
– პირადობის მოწმობის მოთხოვნა სავალდებულოა, როდესაც ვალუტის კონვერტაცია ხდება. არათუ პირადობის მოწმობა უნდა მოითხოვონ, მისი ასლის შენახვის ვალდებულებაც აქვთ.
– ვთქვათ, ანაბარზე შევიტანე 35 000 ლარი და, ბანკმა, როგორც კანონით ევალება, აცნობა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. რა ხდება შემდეგ?
– ფინანსური მონიტორინგის სამსახური დაიწყებს ინფორმაციის მოძიებას თქვენ შესახებ; გამოითხოვს ინფორმაციას სხვადასხვა ორგანოებიდან თქვენზე და მოიძიებს ზოგად ინფორმაციას: რას წარმოადგენთ, რას საქმიანობთ და ასე შემდეგ. თუ ამ პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურსაც გაუჩნდა ეჭვი, რომ რაღაც უკანონობა ხდება, დაიწყება გამოიძება.  თუ დადგინდება, რომ დარღვევაა, გეცნობებათ ამის შესახებ და, ბოლოს, სასამართლო განიხილავს, მართლაც იყო თუ არა ეს დარღვევა.
– ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში თითქოსდა ბანკს ეკრძალება ამის შესახებ პირის ინფორმირება?
– თუკი ანგარიშს ყადაღა ადევს და პირს თანხის გატანა დასჭირდა, ბანკი აცნობებს მას ამის შესახებ, მაგრამ, არ გასცემს იმ დოკუმენტს, რის საფუძვლეზეც დაედო ყადაღა მის ანგარიშებს.

скачать dle 11.3